ჯუზეპე ტარტინი
იერსახე
ჯუზეპე ტარტინი (დ. 8 აპრილი, 1692 — გ. 26 თებერვალი, 1770) — იტალიელი კომპოზიტორი და მევიოლინე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტარტინი დაიბადა პირანში, ქალაქ ვენეციაში. იურისპრუდენციას პადუას უნივერსიტეტში სწავლობდა. ასევე იყო ძლიერი მოფარიკავე. 1710 წელს, მამის სიკვდილის შემდეგ, ჯუზეპემ ცოლად შეირთო ელიზაბეტა პრემაზონე. მამა ჯუზეპეს პრემაზონეზე ქორწილს უკრძალავდა სოციალური კლასისა და ასაკში დიდი განსხვავების გამო.
არსებობს ლეგენდა, რომ 1716 წელს ჯუზეპემ ფრანჩესკო მარია ვერანჩინის შესრულება მოისმინა. ჯუზეპე გაოცდა ვერანჩინის ტექნიკით და თავისი ტექნიკის გასაძლიერებლად ოთახში ჩაიკეტა სავარჯიშოდ. შედეგად, ტარტინის ტექნიკა საგრძნობლად გაძლიერდა. ის აირჩიეს კაპელმაისტერად პადუას კათედრალში.