ლუარსაბ იაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იაშვილი.

ლუარსაბ სეითის ძე იაშვილი (დ. 31 მარტი, 1907, თბილისი — გ. 29 ოქტომბერი, 1993) — ქართველი მევიოლინე და ალტისტი, პედაგოგი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1961), თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი (1947 წლიდან).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1931 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფ. ვილშუას სავიოლინო კლასი), 1932 წლიდან სწავლობდა ლენინგრადის კონსერვატორიის ასპირანტურაში (ალტის კლასი, ხელმძღვანელი პროფ. სოსინი). 1925-1928 წლებში უკრავდა „ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა საზოგადოების“ ორკესტრში, საოპერო სტუდიისა და რუსთაველის თეატრის ორკესტრში. 1928-1945 წლებში იყო საქართველოს პირველი სახელმწიფო კვარტეტის შემადგენლობაში (ალტი). როგორც სოლისტი და კონცერმაისტერი სისტემატურად გამოდიოდა საქართველოს ფილარმონიისა და რადიოს ორკესტრში. 1935 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის კონსერვატორიაში და ცენტრალურ სამუსიკო ათწლედში. 1935 წელს კონსერვატორიაში დააარსა სპეციალობა ალტის კლასი. მისი მოწაფეები არიან: ი. ლეუსი, ს. აინშტაინი, პ. შავერდიანი, გ. მელიქიშვილი, თავისი ქალიშვილები - მარინე, ირინე და ნანა იაშვილები; ალტისტი ა. ბეჰალიშვილი და სხვა. 1967-1974 წლებში იაშვილი მივლინებული იყო ეგვიპტეში ქ. კაიროს კონსერვატორიაში პედაგოგად. დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]