ვინსენტ პრაისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვინსენტ პრაისი
Vincent Price in House on Haunted Hill (cropped).jpg
ვინსენტ პრაისი 1959 წელს
დაბ. სახელი ვინსენტ ლეონარდ პრაისი უმცროსი
დაბ. თარიღი 27 მაისი, 1911
სენტ-ლუისი, მისური, აშშ
გარდ. თარიღი 25 ოქტომბერი, 1993 (82 წლის)
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
გარდ. მიზეზი ფილტვის კიბო, ემფიზემა, პარკინსონის დაავადება[1]
ეროვნება ამერიკელი
ალმა-მატერი იელის უნივერსიტეტი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1935–1993

ვინსენტ ლეონარდ პრაისი უმცროსი (ინგლ. Vincent Leonard Price Jr; დ. 27 მაისი, 1911 — გ. 25 ოქტომბერი, 1993) — ამერიკელი კინოსა და თეატრის მსახიობი, რომელიც განთქმული იყო გამორჩეული ხმის ტემბრით და საშინელებათა ფილმებში მონაწილეობით. მისი კარიერა მოიცავდა სხვა ჟანრებსაც: ნუარი, დრამა, მისტიკა, თრილერი და კომედია. მონაწილეობა აქვს მიღებული ასზე მეტ ფილმში, რომელთა შორისაც ყველაზე ცნობილია „ცვილის ფიგურების სახლი“, „აშერთა ოჯახის დაქცევა“, „მთხრებლი და ქანქარა“, „ყორანი“, „წითელი სიკვდილის ნიღაბი“ და „საშინელი ექიმი ფაიბსი“.

დაიბადა სენტ-ლუისში 1911 წლის 27 მაისს. მამა, ვინსენტ ლეონარდ პრაისი უფროსი იყო საკონდიტრო საწარმოს უფროსი, ხოლო დედა, მარგარეტ კობი (1874 – 1946)[2] სკოლის დირექტორი. ვინსენტი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა იელის უნივერსიტეტში. მისი სამსახიობო დებიუტი შედგა 1938 წელს. ჰოლივუდის დიდების ხეივანში პრაისს ორგზის გაუხსნეს ვარსკვლავი.[3]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტენრეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Autopsy File for Vincent Price (PDF). წაკითხვის თარიღი: 19 ნოემბერი, 2017.
  2. Vincent Price profile at. Filmreference.com. წაკითხვის თარიღი: 13 ნოემბერი, 2008.
  3. Vincent Price - Hollywood Star Walk en. წაკითხვის თარიღი: 2017-08-04

{[DEFAULTSORT:პრაისი, ვინსენტ}}