ვიმის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვიმის ბრძოლა – ბრძოლა კანადის და გერმანიის ჯარებს შორის პირველი მსოფლიო ომის დროს. მიმდინარეობდა 1917 წლის 9 აპრილიდან 1917 წლის აპრილამდე. კანადის ჯარმა შესძლო ვიმის რაიონის დაკავება.

1917 წელს პირველი მსოფლიო ომის დასავლეთ ფრონტზე დაიწყო ანტანტას ჯარების საერთო იერიში. 9 აპრილს რობერტ ნიველის იერიშის დროს მოხდა არასის ბრძოლა. ამავე დღეს ბრიტანულმა ჯარებმა ასევე დაიწყეს შეტევა, რის შედეგადაც გაარღვიეს გერმანელების თავდაცვის ხაზი 20 კილომეტრიან ზოლზე, მაგრამ ქვეითი შენაერთების და არტილერიის ურთიერთქმედების დარღვევის გამო ინგლისელებმა ეს მოგება ვერ განავრცეს.

ბრიტანელების საპირისპიროდ კანადელებს გაუმართლათ, ქვეითი ჯარის და არტილერიის სწორი ურთიერთობის შედეგად კანადელებმა 12 აპრილისათვის მთლიანად დაიპყრეს ვიმის რაიონი. ბრიტანელებმა ამ ბრძოლაში გამოიყენეს ტანკები, თუმცა ისინი ტალახში ჩაიფლნენ. აღსანიშნავია, რომ სამმა ინგლისურმა ტანკმა მოახერხა 11 აპრილს სოფელ მონშის აღება.

1936 წელს ვიმის რაიონში გაიხსნა დაღუპულ კანადელთა მემორიალი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]