ვილჰელმ ფონ გლოედენი
ვილჰელმ ფონ გლოედენი | |
---|---|
ვილჰელმ ფონ გლოედენი 1891 წელს | |
დაიბადა | 16 სექტემბერი, 1856 |
დაბადების ადგილი | ვისმარი, მეკლენბურგ-შვერინი, გერმანიის კავშირი |
გარდაიცვალა | 16 თებერვალი, 1931 |
გარდაცვალების ადგილი | ტაორმინა, სიცილია, იტალიის სამეფო |
ეროვნება | გერმანელი |
სფერო | ფოტოგრაფია |
ცნობილი ნამუშევრები | კაინო, ჰიპნოსი |
ვილჰელმ ივან ფრიდრიხ ავგუსტ ფრეიერ ფონ გლოედენი (დ. 16 სექტემბერი, 1856 — გ. 16 თებერვალი, 1931) — იტალიაში მოღვაწე გერმანელი ფოტოგრაფი. ცნობილია სიცილიელი ბიჭების პასტორალური, შიშველი ასახვით, რომელსაც ხშირად თან ამფორები ან გვირგვინები ახლდა, რაც ანტიკურ საბერძნეთსა ან იტალიაში ცხოვრებას მოიცავდა. თანამედროვე თვალსაზრისით, მისი ნამუშევრები დაფასებულია შუქ-ჩრდილების გამოყენებისა და მოდელთა ელეგანტური პოზების გამო. მის ინოვაციებში შედის ფოტოგრაფიული ფილტრებისა და სხეულის სპეციალური მაკიაჟის (რძის, ზეითუნის ზეთისა და გლიცერინის ნაზავის) გამოყენება კანის ლაქების გადასაფარად.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვილჰელმ ფონ გლოედენის წარსული ჯერ კიდევ ბუნდოვანია. მიუხედავად გლოედენის ნათქვამისა, რომ იგი გერმანელი მცირე არისტოკრატი იყო მეკლენბურგიდან, გლოედენის ოჯახის ბარონარული შტოს მემკვიდრეები ყოველთვის ამტკიცებდნენ, რომ ასეთი პიროვნება მათ ოჯახურ ჩანაწერებში არ არსებობდა და რომ მისი პრეტენზია ბარონაზე უსაფუძვლო იყო; ბარონი შეწყდა 1885 წელს ბარონ ფოლკო ფონ გლოედენის გარდაცვალებით.
ითვლება, რომ იგი კარლ ჰერმან გლოედენისა (1820–1862) და მისი მეუღლის შარლოტა მაასენის (1824–1901; 1864 წლიდან შარლოტ ფონ ჰამერსტინის) ვაჟი იყო.
როსტოკში (1876 წ.) ხელოვნების ისტორიის შესწავლის შემდეგ, გლოედენი კარლ გერცთან შეისწავლიდა მხატვრობას ვეიმარ საქსონ-გრანდ დუჟალის სამხატვრო სკოლაში (1876-77), სანამ ფილტვების დაავადების (როგორც ჩანს, ტუბერკულოზის) გამო იძულებული გახდებოდა შეეწყვიტა სწავლა და ერთი წლის განმავლობაში ბალტიის ზღვისპირა კურორტ სოკოჩოვსკოში გაჩერებულიყო. გამოსაჯანსაღებლად გაემგზავრა იტალიაში (1877–78), იგი პირველად გაჩერდა ნეაპოლში, სანამ სიცილიაში მდებარე ტაორმინაში გადავიდოდა. სან-დომენიკოს მონასტერთან ახლოს მდებარე სახლის შეძენამდე, დასახლდა სასტუმრო ვიტორიაში.[1] პირველი მსოფლიო ომის დროს, როდესაც იძულებული გახდა დაეტოვებინა სიცილია უცხო ადგილას დაკრძალვის თავიდან ასაცილებლად, იგი გაჩერდა ტაორმინაში 1931 წლამდე, გარდაცვალებამდე.
ტაორმინას მერი 1872-82 წლებში გერმანელი მხატვარი ოტო გელენგი (1843–1939) იყო, რომელიც იქ საცხოვრებლად 1863 წელს გადავიდა. მისი დახმარებით გლოედენი გაეცნო ადგილობრივ მოსახლეობას. მან თავდაპირველად ტაომრინაში საკუთარი ფოტოგრაფიული სტუდია დააარსა, როგორც ჰობი, და აწყობდა ნამუშევართა გამოფენებს საერთაშორისო მასშტაბით უკვე 1893 წლისთვის (ლონდონი), მათ შორის კაიროში (1897), ბერლინში (1898–99, სოლო გამოფენის ჩათვლით), ფილადელფიაში (1902), ბუდაპეშტსა და მარსელში (1903), ნიცა (1903 & 1905), რიგა (1905), დრეზდენსა (1909) და რომში (1911).
მის მიერ გადაღებული ცნობილი იონურ სვეტზე მიყრდნობილი ორი ბიჭის ფოტო სტუდიაში (ლონდონში) 1893 წლის ივნისში გამოიცა (ბარონ კორვოს გადაღებული სესილის კოშკის ფოტოს ზევით), რის გამოც მისმა ნამუშევრებმა საზოგადოებისგან მეტი ყურადღება მიიპყრო. [2]
1895 წელს, როდესაც მისი ოჯახის მდგომარეობა გაუარესდა „ჰამერსტინის საქმით“, გლოედენმა საჩუქარად მიიღო დიდი ფორმატის ფირფიტის კამერა თავისი მეგობრისა და მფარველი მეკლენბურგ-შვერნის დიდი ჰერცოგისგან. მალევე, თავისმა ნამუშევრებმა მას ევროპიდან სტუმრები მოუყვანა: ინდუსტრიალისტები, მწერლები, მათ შორის ოსკარ უაილდი 1897 წლის დეკემბერში, და მხატვრები. 1930 წელს გლოედენმა ფოტოგრაფად მუშაობა შეწყვიტა და ყოველწლიური შემოსავლისა და რეზიდენტობის უფლებების სანაცვლოდ თავისი სახლი ტაომრინაში, პიაცა სან-დომენიკოზე გაყიდა.
გლოედინი თავის მოდელებს სკრუპულოზულად უნაწილებდა გაყიდვების შემოსავალს. ცნობილია ზოგიერთი მოდელის სახელი: პასკალე სტრაკუზი (ასევე ცნობილი, როგორც „პასკალინო“); ვინჩენცო ლუციკინო (ცნობილია როგორც „ვირგილიო“ და ჩანს „ბიჭი მფრინავი თევზით“ ფოტოებში); პეპინო კაიფასო ან კარაფასო (რომელიც „აჰმედს“ განასახიერებდა); პიეტრო კასპანო ან კაპანუ; ნიკოლა სკილიო; ჯუზეპე დე კრისტოფორო; და მარია ინტელიზანო (კასტალმოლას მახლობლად მცხოვრები სამრევლო მღვდლის დისშვილი). [3]
მისი ბიძაშვილი, ფოტოგრაფი გუგელელმო პლასშოუ (1852–1930), გლოედენს ფოტოგრაფიის ტექნიკური მხრის დახვეწაში ეხმარეობდა. გლოედენის სხვა მნიშვნელოვანი მასწავლებლები იყვნენ ადგილობრივი ფოტოგრაფი ჯოვანი კრუპი (1859-1925) და Via Teatro Greco-ში და ფარმაცევტი/ფოტოგრაფი ჯუზეპე ბრუნო (1836-1904) კორსოში.
ნამუშევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით გლოედენი ძირითადად ცნობილია მის მიერ გადაღებული შიშველ მოდელთა პორტრეტებით, სიცოცხლის განმავლობაში ის ასევე ცნობილი იყო თავისი ლანდშაფტური ფოტოგრაფიით, რამაც ხელი შეუწყო ტურიზმის პოპულარიზაციას იტალიაში. გარდა ამისა, მან აღრიცხა 1908 წლის მესინას მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ზარალი, რითაც შეიძლება აიხსნას ადგილიობრივი მოსახლეობის სიყვარული მისი ნამუშევრებისადმი.
გლოედენის ფოტოების უმეტესობა პირველ მსოფლიო ომამდეა გადაღებული, 1890 წლიდან 1910-მდე. ომის დაწყების შემდეგ, იგი იძულებული გახდა, რომ იტალია დაეტოვებინა. 1918 წელს, დაბრუნების შემდეგ, იგი შედარებით მცირე რაოდენობის იღებდა, მაგრამ აგრძელებდა არქივებიდან ბეჭდვას. ჯამში, მან გადაიღო 3000-ზე მეტი სურათი (შესაძლოა 7000-მდე), რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ დაუტოვა ერთ-ერთ თავის მოდელს, პანკრაზიო ბუჩინის (თარიღი ხანდახან მოცემულია, როგორც 1864 – 1951, მაგრამ სავარაუდოდ უნდა იყოს 1879 – 1963), ასევე ცნობილი, როგორც Il Moro (ან U Moru)[4] თავისი ჩრდილოეთ აფრიკული შეხედულების გამო. იგი გლოედენის შეყვარებული იყო 14 წლიდან, როდესაც პირველად გადავიდა მის სახლში. 1933 წელს, 1000 ფირფიტა და 2000 ნაბეჭდი ფოტო ბენიტო მუსოლინის ფაშისტური პოლიციის მიერ იყო ჩამორთმეული, პორნოგრაფიის ბრალდებით, ხოლო მოგვიანებით იქნა განადგურებული; კიდევ 1000 ფირფიტა განადგურდა 1936 წელს, მიუხედავად ბუჩინის ჩივილისა მესინას სასამართლოში (1939–41). გადარჩენილი სურათების უმეტესობა ახლა ფრატელი ალინარის არქივშია, ფლორენციაში (1999-ში ნაყიდი იყო 878 ფირფიტა და 956 ვინტაჟური პრინტი, რომელიც მანამდე ბუჩინის ეკუთვნოდა, რომ დამატებულიყო უკვე არსებული 106 სურათის კოლექციაში)[5], ხოლო სხვა ნაბეჭდი ფოტოები (რომლებიც მოგვიანებით აუქციონზე ასობით ფუნტად ფასდებოდა) კერძო კოლექციებსა ან საჯარო ინსტიტუტებშია, როგორებიცაა მილანში.
ნამუშევრებისადმი დამოკიდებულება მისი ცხოვრების განმავლობაში და შემდეგ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გლოედენი, საზოგადოდ, სხვადასხვა სახის ფოტოებს იღებდა. სურათები, რომლებმაც ყველაზე მეტი ყურადღება მიიპყრო ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ, ჩვეულებრივ ასახავდა გლეხებს, მწყემსებს, მეთევზეებსა და სხვას, რომლებიც შემოსილნი იყვნენ ტოგასა ან სიცილიური ტრადიციული კოსტუმებში, რაც მათ ჰომოეროტულ წარმოდგენას აქვეითებდა. ასევე გადაღებული აქვს პეიზაჟები და რამდენიმე ქალის სურათი. ჩვეულებრივ, მის მოდელებს უღებდა მის სახლთან, ადგილობრივ ძველ ნანგრევებს შორის, ან მონტე ზირეტოსთან, რომელიც მდებარეობს ტაორმინას ჩრდილოეთით ორ კილომეტრში და ცნობილია ანტიკვარებითა და წითელი მარმარილოთი. მან 1898 წელს დაწერა: „ბერძნული ფორმები მიზიდავენ, ისევე როგორც ძველ ელინთა ბრინჯაოს შთამომავლები და მე შევეცადე ეს ძველი, კლასიკური ცხოვრება ამეღორძინებინა სურათებში. …მოდელები, ჩვეულებრივ, ისვენებდნენ ღია ცის ქვეშ მხიარულად და მსუბუქად, ან წინ მიმავალი ნაბიჯებით ფლეიტისა და ჟრიამულის თანხლებით. ვინმე დიდად ტკბებოდა ნამუშევრებითა და მოუთმენლად ელოდა იმ მომენტს, როდესაც მე მათ დასრულებულ სურათს ვუჩვენებდი.“[6]
უფრო აშკარა ფოტოები, რომლებშიც დაახლოებით ათიდან ოც წლამდე ასაკის ბიჭები და ზოგჯერ ხანდაზმული ასაკის მამაკაცები შიშველნი იყვნენ გამსახულნი (ზოგჯერ გამოჩენილი სასქესო ორგანოებით) და რომლებიც, თვალის ან ფიზიკური კონტაქტის გამო, სექსუალური თვალსაზრისით გამოირჩეოდნენ, იყიდებოდნენ „მაგიდის ქვეშ“ ან ფოტოგრაფის ახლო მეგობრებს შორის, მაგრამ „რამდენადაც ცნობილია, გლოედენის არქივში არ შედიოდა არც პორნოგრაფიული და არც ეროტიკულად დამცინავი მოტივები“. [7]
მსგავსი იმდროინდელი ფოტოგრაფები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გლოედენის ბიძაშვილი გუგლიმმო პლიშოუ ასევე იღებდა შიშველ მამაკაცთა ფოტოებს, რომლებიც რომში მუშაობდნენ. პლიშოუ უკვე ფოტოგრაფი იყო, როდესაც გლოედენმა საკუთარი ფოტოების გაკეთება 1890-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. ვარაუდობენ, რომ (რთული) ფოტოგრაფია გლოედენს სწორედ მან შეასწავლა. ამასთან, გლოედინმა მალე მოიცვა პლიშოუ, ხოლო მოგვიანებით პლიშოუს ნაშრომები ხშირად შეცდომით მიეწერებოდა გლოედენს. მხატვრული თვალსაზრისით, პლიშოუის ნამუშევრები, გარკვეულწილად, გლოედენისას ვერ აღემატებოდა, თავისი ზედმეტად უხეში განათებითა და მოდელთა დაუხვეწელი პოზების გამო.
1907 წლამდე პლიშოუს თანაშემწე ვინჩენცო გალდი ფარულად ცდილობდა, რომ თავისი ნამუშევრები პლიშოუს სახელით გაეყიდა. თუმცა, გალდის სურათებს ელეგანტურობა აკლიათ, და ძირითადად ქალები პორნოგრაფიული თვალსაზრისით არიან გამოსახულნი.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ვაზასთან მიყრდნობილი შიშველი ბიჭი მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში
-
კაინო
-
ჰიპნოსი
-
ავტოპორტრეტი არაბულ ტანსაცმელში
-
ბიჭი მფრინავი თევზით
-
სიცილიელ გოგონად გადაცმული ბიჭი
-
ბიჭი გლოედენის ძაღლ ნედდათი
-
ფაუნა
-
შიშველი კაცი
მნიშვნელოვანი გამოფენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სამეფო ფოტოგრაფიული საზოგადოება, ლონდონი: 1893 (ნაჩვენებია 21 სურათი); 1895 (3); 1907 (10); 1908 (3) [8]
- ბრიტანული ჟურნალის ფოტოგრაფიის გამოფენა, ლონდონი, 1909 წლის იანვარი (60 გლოდენის ნამუშევარი. მათი ნახევარი ახალგაზრდებისა და ქალიშვილების პორტრეტებია) [9]
- Internationale Ausstellung zur Amateurphotographie, ბერლინი (1899)
- ბარონ ვილჰელმ ფონ გლოედენი, კუნსტალე ბაზელი (1979)
- ვილჰელმ ფონ გლოედენი - Auch ich Arkadien, MEWO კუსტალე მემინგენი (2008): 400 ფოტო გამოფენაზე, 800 კატალოგში [10]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ტაორმინას მოსახლეობა 1881-ში; 1911 4832. ჯუზეპე რესტიფო: ტაორმინას ტურიზმი და ისტორია 1750-1950 (2001)
- ↑ პლმანის ფასციმილია 1987, გვ 42.
- ↑ რესტიფო 2001 გვ 166 ნ. 59 პიეტრო ნიკოლოსი I baroni di Taormina (პალერმო, 1959, გვ.-ები 32-48) და დ.პაპალე: Taormina segreta. La belle Epoque 1876-1914 (მესინა, 1995, გვ. 58); იხ. ასევე გაი ჰოკენგემი Race D'Ep (1979)
- ↑ რესტიფო 2001, გვ. 126
- ↑ ფონ გლოედენის არქივი ფრატელი ალინარის სამუზეომო კოლექციებში მონიკა მაფიოლი 2008 წლის გამოფენის კატალოგში
- ↑ პოლმანის ციტირება 1998, გვ. 14 გლოედენის სტატიიდან „Kunst in der Photographie“ Photographische Mitteilungen, No. 36 (1898), გვ. 4.
- ↑ პოლმანი 1998, გვ. 16.
- ↑ პოლმანი 1987, გვ. 61 ნ. 79.
- ↑ თაიმსი 8 იანვარი, 1909.
- ↑ ვილჰელმ ფონ გლოედენი: "... auch ich in Arkadien" გერმანულად. Stadt Memmingen. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-26. ციტირების თარიღი: 2010-04-02.
გარე ბმულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბიოგრაფია და მისი ნამუშევრის გალერეა # 1
- ბიოგრაფია და მისი ნამუშევრის გალერეა #2
- ბიოგრაფია და მისი ნამუშევრის გალერეა # 3
- ვილჰელმ ფონ გლოედენი (1856-1931) . ბიბლიოგრაფია და ორიგინალი დოკუმენტები, ძირითადად, იტალიურად.
- (ესპანური) ფონ გლოედენი და მისი ნამუშევრები