ვიკიპედია:წაშლილი გვერდების განხილვები/2016/განხილვა:გაერთიანებული საქართველო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

წყაროები

ვინაიდან ამ სტატიაში დამუშავების თარგია ჩასმული, ვაპირებდი განხილვა მისი ამოღების შემდეგ დამეწყო. თუმცა ავტორი ბევრს შრომობს და ვაითუ მაინც წაშლა მოგვიწიოს... @Georgiano, გთხოვთ წარმოადგინოთ სანდო და ავტორიტეტული წყაროები, რომელიც ასეთი ირედენტისტული იდეის არსებობას ადასტურებს. – BruTe () 18:47, 23 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, ჯერ არ დამისრულებია სტატია, თან თარგიც მივუთითე რო არ წაეშალათ. წყაროებს თანდათან მივუთითებ --Georgiano განხილვაწვლილი 18:51, 23 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

მადლობა, ველით მაშინ. – BruTe () 18:55, 23 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]
დიდწილად არსებული ინფორმაცია დაკოპირებულია ვიკიპედიის გვერდებიდან ან სხვა საიტებიდან. - OTOGI Messages 18:56, 23 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]
გასაგებია. მაგას რომ თავი დავანებოთ, არ ვიცი რა წყაროების დადებას აპირებს Georgiano. აქ საერთოდ საქართველოს ისტორიულ–პოლიტიკური მიმოხილვაა, რაც მართლა შეიძლება წყაროებით გამყარდეს. ავტორს მოუწევს იმის დამტკიცება, რომ ასეთი ტერმინი და იდეა არსებობს. სხვა შემთხვევაში სტატია წაიშლება. – BruTe () 19:01, 23 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]
სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი ამ სტატიას გადახედეთ, ეს ერთ-ერთი გამოვლინებაა ქართული ირედენტიზმის. ამიტო მგონი ღირს ქართულ ირედენტიზმზე ცალკე თემაც გახსნილიყო. --Georgiano განხილვაწვლილი 19:26, 23 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]
წყაროზეა აქ საუბარი. თუ წყარო იქნება, რა პრობლემაა? (თუმცა სტატიის შინაარსი დასაზუსტებელი იქნება, მგონია. გადავხედე და გარკვეული საკითხები წინააღმდეგობრივია). Deu. 19:35, 23 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]
ჯერ არ დამისრულებია სტატიის წერა, არ მეგონა უკვე თუ შეამოწმებდნენ. სანდო წყაროებს როგორმე გამოვნახავ რო სტატია გავამყარო. ჯერ თითქმის მონახაზია და მაგიტოა ზედმეტი "კითხვის ნიშნები" რო ჩნდება :) --Georgiano განხილვაწვლილი 19:40, 23 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

სტატიას არ გავცნობივარ და არ ვიცი შინაარსობრივად როგორია, თუმცა ირედენტიზმი, როგორც ასეთი საქართველოში მსგავსი ტერმინი არ არსებობდა, მაგრამ ირედენტიზმის ნიშნები იყო. და კიდევ ამას მივაგენი: ამ თარგში, მონიშნულია საქართველოც, საიდანაც სტატია პირდაპირ გადადის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სექციაზე პოლიტიკური გეოგრაფია. --ჯაბა 1977 20:02, 23 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

ესეც შეამოწმე.--Georgiano განხილვაწვლილი 20:11, 23 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

დიახ. მაგაზე ვთქვი მეც: სტალინსაც კი უნდოდა ტაო-კლარჯეთის შემოერთება. --ჯაბა 1977 20:14, 23 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

სამუსლიმანო საქართველო შესაძლოა მართლაც ირედენტისტული მოძრაობა იყო, თუმცა მას დღევანდელობასთან არავითარი კავშირი არ აქვს, ბოლოსდაბოლოს აჭარაც და მესხეთიც საქართველოს ნაწილია. ასევე ვერ მივიღებ არგუმენტად სტალინის მაგალითს, ძნელი სათქმელია მას საქართველოსთვის ისტორიული მიწების დაბრუნების სურვილი აწუხებდა თუ საბჭოთა იმპერიალიზმი. ჩემი აზრით, ქართული ირედენტიზმი, როგორც ასეთი, დღეს არ არსებობს. ჩვენ არ გვყავს არც პოლიტიკური პარტია, არც არასამვთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს. ასევე: რა პრინციპით შეირჩა ამ სტატიის სათაურად „გაერთიანებული საქართველო“? იმედია, ამის მაგალითზე არა. სხვათა შორის, სომხეთში ბევრი პოლიტიკური სუბიექტია (ძალიან გავლენიანი დაშნაკცუთიუნის ჩათვლით), რომელთა იდეოლოგია ირედენტიზმზეა აგებული. მოკლედ, ამ სტატიის შინაარსი და სათაურიც მაფიქრებინებს რომ აქ პირად კვლევასთან გვაქვს საქმე, რაც ვიკიპედიაში არ არის დაშვებული და, როგორც იცით, წაშლით სრულდება. – BruTe () 13:32, 24 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

სანდრო ჩემს კომენტარებს თუ გადახედე კარგად წერია, რომ მსგავსი რამ არა არსებობდა, მაგრამ ნიშნები იყო (სტალინს რა ადარდებდა ამაზე ნუ ვიმკითხვებთ, ქართველი ცნობილი პოეტები ლექსებს წერდნენ და ლექსებში ქვეყნის დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზე ოცნებობდნენ), თუმცა აბსოლიტურად გეთანხმები ეს არაა ზოგიერთი მეზობელივით სახელმწიფო იდეოლოგიამდე აყვანილი (არც გვინდა). სტატია ჯერ არაა დასრულებული და თუკი ავტორი სათანადო წყაროებით ვერ გაამყარებს ადმინისტრატორები წაშლიან აუცილებლად და მეც მხარს დავუჭერ მის წაშლას. --ჯაბა 1977 13:47, 24 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

გეთანხმებით. Deu. 16:23, 24 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

სამწუხაროდ, რასაც ვითხოვდით, ვერ შესრულდა. ჩემი აზრით,  წასაშლელია. – BruTe () 08:30, 30 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედია ორიგინალური კვლევეის ადგილი არ არის, ამიტომ მეც ანალოგიურად ვფიქრობ, რომ  წასაშლელია--დათო1010 10:02, 30 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]