შინაარსზე გადასვლა

ვიკიპედია:ფორუმი/ვიკიშეხვედრები/არქივი/1

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

შეხვედრა თეიმურაზ პეტრიაშვილთან

დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.
თუ გსურთ იხილოთ განხილვა, რომელიც ეხება შეხვედრას თეიმურაზ პეტრიაშვილთან, დააწკაპუნეთ მარჯვნივ ღილაკზე „[ჩვენება]

კოლეგებო, ახლა ვესაუბრე მომხმარებელ თეიმურაზს ჩემს შეთავაზებასთან დაკავშირებით, ვინც საქმის კურსში არ ხართ, იხილეთ მისი განხილვა. ოთხშაბათს, 15:00 საათზე გველოდება სამედიცინო უნივერსიტეტში, დაგვახვედრებს სტუდენტებს, დეკანს და რექტორატის წარმომადგენლებს (რაც მთავარია კომპიუტერს და ინტერნეტსაც), საქმეს სერიოზული ელფერი უჩანს, იმედია დავაინტერესებთ სტუდენტებს და ვიკიპედიას სულ მცირე ერთ ახალ რედაქტორს მაინც შევძენთ, თან სამედიცინო სფეროში, სადაც ასე გვიჭირს. აქვე დავამატებ, რომ ბატონი თეიმურაზი დიდი ენთუზიაზმითაა განწყობილი. მაშ ასე, ვისაც სურვილი გაქვთ წამოსვლის, აქვე ჩავეწეროთ. --მიხეილ (მომწერე) 17:15, 22 ოქტომბერი 2011 (UTC)[პასუხი]

(მომხრე) --მიხეილ (მომწერე) 17:15, 22 ოქტომბერი 2011 (UTC)[პასუხი]

ვიკიპედია:ფორუმი/ვიკიშეხვედრები აქ ხომ არ გადაიტანდი?--ცანგალა () 17:42, 22 ოქტომბერი 2011 (UTC) დაგვახვედრებს სტუდენტებს, .... შეგვახვედრებს....--ცანგალა () 17:43, 22 ოქტომბერი 2011 (UTC)[პასუხი]
რა ვიცი, ვიფიქრე, მაგრამ ეს ვიკიშეხვედრაა? ერთად გადავწყვიტოდ ... ერთად გადავწყვიტოთ --მიხეილ (მომწერე) 17:46, 22 ოქტომბერი 2011 (UTC)[პასუხი]
ნამდვილად გადასატანია, რადგან იმ სექციის სახელწოდება, რომელშიც ეს თემა უნდა გადავიდეს, არის „ვიკიშეხვედრები და პოპულარიზაცია“. უკანასკნელი სიტყვა კი ზუსტად იმას გულისხმობს, რაც მიხეილმა დაწერა ბატონ თეიმურაზთან შეხვედრის შესახებ. Nodar Kherkheulidze განხილვა 18:16, 22 ოქტომბერი 2011 (UTC)[პასუხი]
გადმოტანილია ფორუმის შესაბამის განყოფილებაში Nodar Kherkheulidze განხილვა 18:32, 22 ოქტომბერი 2011 (UTC)[პასუხი]

(მომხრე)--David 18:22, 22 ოქტომბერი 2011 (UTC)[პასუხი]

(ნეიტრალური). მშვენიერია, თუ შევხვდებით, ძალიან კარგი იქნება ვიკიპედიისათვის, მაგრამ მე, სამწუხაროდ, ალბათ დრო არ მექნება ოთხშაბათს ვწუხვარ. ვნახოთ... Deu aw 05:03, 23 ოქტომბერი 2011 (UTC)[პასუხი]

ამ შეხვედრაზე რამე ხომ არ შეცვლილა?--David 13:49, 24 ოქტომბერი 2011 (UTC)[პასუხი]
ჯერ არაფერი დათო, ხვალ საღამოს დამირეკავს ბატონი თეიმურაზი და დავწერ აქ კიდევ. --მიხეილ (მომწერე) 13:53, 24 ოქტომბერი 2011 (UTC)[პასუხი]
დღეს კიდევ დამირეკა ბატონმა თეიმურაზმა და ხვალ 3 საათზე გველოდება სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში (ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ასათიანის ქუჩის გადაკვეთის კუთხეში). წამსვლელები 14:30-ზე შევიკრიბოთ ამ კორპუსის წინ. --მიხეილ (მომწერე) 14:37, 25 ოქტომბერი 2011 (UTC)[პასუხი]
რა ყველაფერი ჩემ სახლთანვეა ვიკრიჭები ზუსტად 14:30-ზე (შეიძლება ცოტა ადრეც) იქ ვარ--David 15:08, 25 ოქტომბერი 2011 (UTC)[პასუხი]
მოკლედ ბედი გაქვს დათო, მოვლენათა ეპიცენტრში ცხოვრობ ვიკრიჭები --მიხეილ (მომწერე) 15:12, 25 ოქტომბერი 2011 (UTC)[პასუხი]
კოლეგებო, ბარემ ისიც გაარკვიეთ, რა თემატიკაზე შეიძლება შეთანხმდეთ - სტატიების ოსტატი რომ გავაუმჯობესოთ სწორედ ამ თემატიკის განხრით.--Melberg; 10:48, 27 ოქტომბერი 2011 (UTC)[პასუხი]

ვიკიპედიის 11 წლის იუბილე

კოლეგებო, 15 იანვარს არ მოვაწყოთ ვიკიშეხვედრა? --მიხეილ (მიწერა) 19:43, 28 დეკემბერი 2011 (UTC)[პასუხი]

აუცილებლად და შევაჯამოთ წელი, დავგეგმოთ მომავალი წლის გეგმები და უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი. ;);) — GIO→13 19:54, 28 დეკემბერი 2011 (UTC)[პასუხი]
რა თქმა უნდა. დიდი სიამოვნებით დავესწრებოდი, იმედია ბევრი მომხმარებელი გამოთქვამს სურვილს. :) – BruTe () 06:21, 29 დეკემბერი 2011 (UTC)[პასუხი]
ხო მეც იმედი მაქვს, რომ მსურველი ბევრი იქნება და მათ შორის ისეთებიც ვისაც ჯერ პირადად არ ვიცნობთ ვიღიმი--David 07:23, 29 დეკემბერი 2011 (UTC)[პასუხი]
შევიკრიბოთ 15-ში და აღვნიშნოთ, თუ როგორ, ამას მოვიფიქრებთ. :) — GIO→13 18:42, 11 იანვარი 2012 (UTC)[პასუხი]

მოკლედ, ვინაიდან არავინ არაფერი აზრი გამოთქვა, შემომაქვს წინადადება, ხვალ, 12 საათზე, შევიკრიბოთ პუშკინის სკვერში, წამომსვლელებს გთხოვთ ჩაეწეროთ:

დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

ვიკიპედიის 11 წლის იუბილე ბაკურიანში

კოლეგებო, ამა წლის 20, 21 და 22 იანვარს, ვიკიპედიის 11 წლის იუბილესთან დაკავშირებით გადაწყვეტილია ბაკურიანში წასვლა.

გასვლა 20 იანვარს, დილის 9 საათზე მეტროსადგურ დიდუბიდან სამარშრუტო ტაქსით, პირდაპირ ბაკურიანში. შეკრება 08:30, მეტრო დიდუბის ბაქანზე.

მგზავრობის საფასური — 1 კაცი, 11 ლარი. (ჯამში 22 ლ.).

სასტუმროს საფასური — 1 კაცი, 1 ღამე 25 ლარი. (დასაზუსტებელია).

საჭირო ნივთები — ნოუთბუქი (ნეთბუქი) ინტერნეტით; ციფრული აპარატი (რაც მეტი, უკეთესი); საკვები (ძირითადად მშრალი, შეფუთული); სასმელი წყალი (გზაში სამყოფი); წამლები (ელემენტარული - ტკივილ გამაყუჩებელი)...

წამოსვლის მსურველებმა ხელის მოწერით დაადასტურეთ თანხმობა. — კითხვები კი ქვემოთ, ქვეთავში. — GIO→13 18:22, 5 იანვარი 2012 (UTC)[პასუხი]

წამოსვლის მსურველნი

კითხვები

შეხვედრა შუქია აფრიდონიძესთან

მეგობრებო და თანამოკალმეებო, ერთი იდეა მაქვს: რაკი ვიკიპედიის ქართულ გვერდებზე ძალიან ბევრი რამ არის საკამათო ქართული ენის სალიტერატურო ნორმებთან დაკავშირებით, იქნებ მოვაწყოთ ერთი შეხვედრა ქალბატონ შუქია აფრიდონიძესთან? წინასწარ მოვამზადოთ კითხვები და შეხვედრისას დავუსვათ, დაგვაკვალიანებს და სამომავლოდ გამოგვადგება. რას იტყვით?

მე 25 იანვარს, ოთხშაბათს, ქალბატონი შუქია პირდაპირ ეთერში მეყოლება სტუმრად სტარ ფმ-ზე, 93,9 FM 12:00-დან 13:00-მდე და ვეცდები ბევრი კითხვა დავუსვა, მაგრამ თქვენს ინტერესებს სათითაოდ ვერ დავაკმაყოფილებ, ამიტომ, თუ თქვენი სურვილიც იქნება, იქნებ გამოხატოთ თქვენი აზრი შეხვედრასთან დაკავშირებით და მერე მე შევუთანხმდებოდი პირადად. --ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 15:56, 23 იანვარი 2012 (UTC)[პასუხი]

მე ორივე ხელით მივესალმები! მადლობა ლევან, ძალიან კარგი წინადადებაა! --მიხეილ (მიწერა) 16:01, 23 იანვარი 2012 (UTC)[პასუხი]
ძალიან კარგი აზრია. კითხვები მოვიფიქროთ წინასწარ. Deu. 16:09, 23 იანვარი 2012 (UTC)[პასუხი]
ერთი კითხვაც ჩემგან. 1) ქართული სალიტერატურო ენის ნორმებისთვის რა სახელმძღვანელო გამოვიყენოთ. მე მას ერთხელ ვესაუბრე ტელეფონით მაგ. ისტორიკოსებს (თუ არ ვცდები) სურდათ გერმანიისთვის ისეთივე სახელი მიენიჭებიათ როგორც რუსეთი, შვედეთი, ე. ი. რომ გამხდარიყო გერმანეთი. მაგრამ ნორმების დამდგენელმა კომისიამ უარი თქვა. 2) რამდენად შეიძლება, რომ ქსე-ეს დავეყრდნოთ ქართული სალიტერატურო ენის ნორმებთან მიმართებაში; 3) აზიური (ჩინეთი, იაპონია, კორეა და ა. შ.) გვარ-სახელების შესახებ რამე ახალი ლიტერატურა თუ არის გამოსული (ადრე ეს გვარ-სახელები შემოსული იყო რუსულის გავლით) 4) თუ აქვს დრო და სურვილი ახალგაზრდა ვიკიპედიელებთან შეხვედრის? ჯერჯერობით სხვა არაფერი.სტარ ფმ-ზე, 93,9 FM 12:00-დამ 13:00-მდე რადიოა? როგორ მოვძებნო ინტერნეტში?-ცანგალა () 17:34, 23 იანვარი 2012 (UTC)[პასუხი]
ცანგალა აი აქ შეგიძლია მოუსმინო სტარ ფმ-ს--David 17:47, 23 იანვარი 2012 (UTC)[პასუხი]
მადლობა და მიხეილმა უკვე სკაიპში მომწერა (იქ მადლობა არ მითქვია და აქ ვეტყვი) მადლობთ.--ცანგალა () 17:49, 23 იანვარი 2012 (UTC)[პასუხი]
თუკი არ დაიზარებთ და აქ შებრძანდებით, [1], მერე LIVE-ს დააწკაპებთ, სტარ ეფ-ს პირდაპირ ეთერში 24 საათის განმავლობაში მოუსმენთ. ყველა კითხვას დავუსვამ შეძლებისდაგვარად. ფრაუ უნბექანთმა როგორც ყოველთვის საინტერესო კითხვები ჩამოგვიწერა ;) --ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 17:53, 23 იანვარი 2012 (UTC)[პასუხი]
მადლობა. იმედია ჩანაწერის მოსმენის საშუალებაც იქნება.--ცანგალა () 18:17, 23 იანვარი 2012 (UTC)[პასუხი]
კი, ცხადია, ოღონდ მხოლოდ 2 კვირის განმავლობაში, მერე იშლება.--ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 18:33, 23 იანვარი 2012 (UTC)[პასუხი]

ძალიან კარგი იქნება პირადად გასაუბრება. პ.ს. აქ ვერ ვაქტიურობ და იქნებ მობილურზე შემატყობინოთ დრო და ადგილი თუ შეიკრიბეთ. — GIO→13 09:28, 24 იანვარი 2012 (UTC)[პასუხი]

იხ. განხილვა:Xbox 360 და ასეთი მრავალი სტატია. ვისი დამტკიცებულია კომპიუტერული ენის ქართული ტერმინოლოგია და შეიძლება მისი ნახვა? ლევან, კარგად იცნობ უცხოური პირთადა გეოგრაფიულ სახელების ორთოგრაფიულ ლექსიკონები. მითითებული წიგნის მიხედვით დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში მაქვს შემოტანილი. არის თუ არა ამის განახლება? და სად შეიძლება სხვა ენები მოიძებნოს?--ცანგალა () 16:43, 24 იანვარი 2012 (UTC)[პასუხი]
მაპატიეთ და იქნებ მიმითითოთ დღევანდელი გადაცემის ჩანაწერს სად მოვუსმინო?--ცანგალა () 09:46, 25 იანვარი 2012 (UTC)[პასუხი]

აი, აქ--ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 15:46, 25 იანვარი 2012 (UTC)[პასუხი]

ლევან, შეხვედრაზე ხომ არ შეუთანხმდი?--მიხეილ (მიწერა) 15:51, 25 იანვარი 2012 (UTC)[პასუხი]
ლევან, რა შეტევითი იყავი, დახრჩობამდე მიიყვანე ქალბატონი და წყლის მაგივრად რეკლამა შესთავაზე. წყლის მიტანაც ვიგრძენი. კ(ქ)ლინტონზე ჩვენი კამათი გამახსენდა ოკ(ქ). ხოლო ნორმებთან დაკავშირებით დაუჯეროთ ქსე-ეს და ცანგალასო ვიღიმი. ენას ხალხი ქმნისო, მაგრამ ქართულ სალიტერატუროს ენას ავტოტიტეტებიო. ეთერის მიღმა თუ იყო საინტერესო კითხვები? შუაღამე გამარჯობაო? ამ ჩანაწერის შენახვა თუ შეიძლება რომ ვიკიში გამოგვადგეს? და ბოლოს მადლობა ლევანს შუქია აფრიდონიძის მიწვევისთვის. ცანგალა () 19:36, 25 იანვარი 2012 (UTC)[პასუხი]
))) წყალი არა, ჩაი მოაუტნეს გოგოებმა. კი, შეტევა ერთადერთი უებარი საშუალებაა წინა თაობის ადამიანს რომ კონკრეტულად ათქმევინო სათქმელი. ძველ თაობას ძალიან უყვარს მიკიბ-მოკიბული ლაპარაკი და აზრის გაუგებრად გადმოცემა. ისე, უფრო სხარტად მოსაუბრეს ველოდი. შენ არა, ფრაუ უნბექანთ?
ქსეს ენდეთ, მაგრამ ბოლომდე არაო, ხომ თქვა, მას მერე რამდენიმე ჩასწორებააო გაკეთებული სალიტერატურო ნორმებში. მაგრამ საერთო ჯამში სანდო წყაროა და ჩვენც სხვა რა დაგვრჩენია. ქ\კ-ზე კამათისას აღიარა, რომ სწორი ფორმა ქ-ა, მაგრამ რაკი ტრადიცია არსებობს, რომ კ-თი გადმოჰქონდათ ეს ბგერა, ნუ დავარღვევთო, მაგრამ ახალ სიტყვებში კიდევ შეიძლებაო.
შეხვედრაზე შევუთანხმდი, უფრო სწორად, დავითანხმე, უბრალოდ ჯერ ჩვენ უნდა ჩამოვწეროთ ყველა კითხვა და გადავუგზავნოთ, რომ პასუხები სათანადო ლიტერატურაში მოიძიოს და მერე დავურეკოთ და დღეზე შევუთანხმდეთ, რაც მთავარია, უარს არ არის.
ჩანაწერის შენახვა შეიძლება, თუკი ელემენტარული გადმომწერ-შემნახავი პროგრამა გაქვს კომპში. სერვერზე დადებული ეს ჩანაწერი ორ კვირაში აღარ იქნება, ამიტომ, სიმართლე გითხრა, მეც მინდა შენახვა. --ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 05:47, 26 იანვარი 2012 (UTC)[პასუხი]
ყველაფერი ძალიან კარგად ჟღერს. მთავარია განხორციელება და იმედია ამასაც მოვახერხებთ.--ცანგალა () 11:00, 26 იანვარი 2012 (UTC)[პასუხი]
სწორი შენიშვნაა, ფრაუ უნბექანთ ;) --ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 15:32, 26 იანვარი 2012 (UTC)[პასუხი]

აბა, მოიფიქრეთ და ჩამოწერეთ კითხვები, რომლებიც უნდა დავუსვათ შეხვედრისას. შემდეგ ლევანი (Leovizza) გაუგზავნის და შეხვედრაზეც დავიწყოთ ფიქრი... :) — GIO→13 15:33, 29 იანვარი 2012 (UTC)[პასუხი]

მოკვდა იდეა? მეც მინდა წამოსვლა. კაკმინიმუმ მოგისმენთ. --93.186.211.251 18:05, 3 ივლისი 2012 (UTC)[პასუხი]

შეხვედრა საერთო სასამართლოების სისტემის წარმომადგენლებთან

მოგესალმებით. რამდენიმე დღის წინ მივწერე საქართველოს სასამართლოებს Facebook-ის გვერდზე და ვთხოვე, მოეცათ უფლება, რომ ვიკიპედიაში გამოგვეყენებინა მათ გვერდზე განთავსებული სურათები. ჩემს წერილზე პასუხად მივიღე ეს:

რას ფიქრობთ ამაზე? Nodar Kherkheulidze განხილვა 09:01, 17 ივლისი 2012 (UTC)[პასუხი]

მშვენიერი წინადადებაა ნოდარ, იაქტიურეთ და შემდეგ ამ გვერდზე ჩავამატოთ წესისამებრ (მე მგონი საიტი ექნებათ). --ჯაბა ლაბაძე 10:20, 17 ივლისი 2012 (UTC)[პასუხი]
კი, რა თქმა უნდა, აქვთ (თან არაერთი). მთავარია, რომ დაინტერესება იყოს ჩვენი მხრიდანაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მე მომიწევს მათთან შეხვედრა. უმჯობესია, რამდენიმე შევხვდეთ, რომ უკეთ წამოვადგინოთ ვიკიპედია და ვიკიპედიის ინტერესები (მე შეიძლება რამე გამომრჩეს და სხვას შეიძლება სხვა კარგი იდეაც ჰქონდეს). Nodar Kherkheulidze განხილვა 10:25, 17 ივლისი 2012 (UTC)[პასუხი]

ნოდარ უამრავი საქმის გამო ხაშურიდან ნამდვილად ვერ მოვხერხებ ჩამოსვლას. თბილისელი ვიკიპედიელებიც ეყოფით მაგ საქმეს. :) იმედია ვინმე დაინტერესდება. --ჯაბა ლაბაძე 10:38, 17 ივლისი 2012 (UTC)[პასუხი]

ლიცენზიებზე უთხარით აუცილებლად (CC-BY-SA 3.0, შეიძლება მისი პირობები არ მოეწონონ - უპირველეს ყოვლისა ესაა გასარკვევი). თუ მეწონებათ ეს ლიცენზია, მაშინ OTRS-ში გააგზავნონ წერილი.--Melberg; 10:54, 17 ივლისი 2012 (UTC)[პასუხი]
პრობლემა ისაა, რომ ლიცენზიებში ვერ ვერკვევი ვიკრიჭები Nodar Kherkheulidze განხილვა 11:16, 17 ივლისი 2012 (UTC)[პასუხი]
დიდი პრობლემაა მართლაც - მაშინ როგორ შეგვიძლია მათთან თანამშრომლობა?--Melberg; 14:09, 17 ივლისი 2012 (UTC)[პასუხი]
მათ აინტერესებთ ვიკიპედიაში სასამართლოების შესახებ ინფორმაციის დადება, რასაც თავს უპრობლემოდ გავართმევ. მე მხოლოდ სურათების გამოყენების უფლება ვთხოვე, მათ კი თანამშრომლობა შემოგვთავაზეს. ლიცენზიებთან დაკავშირებით ერთადერთი გზა არის ის, რომ ჩემთან ერთად წამოვიდეს ისეთი ვიკიპედიელი, რომელიც ლიცენზიებში ერკვევა. Nodar Kherkheulidze განხილვა 17:22, 17 ივლისი 2012 (UTC)[პასუხი]

საზაფხულო ვიკიშეხვედრა

კოლეგებო, როგორ ფიქრობთ ხომ არ ავაღორძინოთ მიძინებული იდეა რეგიონალური საზაფხულო ვიკიშეხვედრებისა და ხომ არ შევიკრიბოთ თელავში? (გარკვეულწილად სტიქიით დაზარალებული თელაველებისადმი თანაგრძნობის ნიშნადაც). იქნებ დაასახელოთ თარიღი და დრო. ან იქნებ სხვებს გაქვთ იდეები? --ჯაბა ლაბაძე 09:40, 30 ივლისი 2012 (UTC)[პასუხი]

ეჰ ასეთი მშვიდი საკითხები არავის აინტერესებს. უფრო ინტრიგას ეტრფიან ქართულ ვიკიპედიაში? --ჯაბა ლაბაძე 12:20, 30 ივლისი 2012 (UTC)[პასუხი]
10 აგვისტოდან დაახლოებით 20 აგვისტომდე არ ვარ კახეთში, თუ ამ პერიოდს არ დაემთხვა შეხვედრა, სიამოვნებით მოვალ. --მიხეილ მიწერა 12:25, 30 ივლისი 2012 (UTC)[პასუხი]

ანუ ან 10-მდე, ან 20-ის მერე. ახლა კოლეგებო შევთანხმდეთ ამაზე. --ჯაბა ლაბაძე 12:26, 30 ივლისი 2012 (UTC)[პასუხი]

ჩემი ყოფნა არყოფნა მგონი გადამწყვეტი არ უნდა იყოს. შეთანხმდით და თუ ამ პერიოდს არ დაემთხვევა, უბრალოდ, მესიამოვნება. --მიხეილ მიწერა 12:28, 30 ივლისი 2012 (UTC)[პასუხი]

მოკლედ ნუ იბუტები ბავშვივით, ძალიანაც მნიშვნელოვანია ყველასთვისაც და ჩემთვისაც და ეს შენ ძალიან კარგად იცი. --ჯაბა ლაბაძე 12:29, 30 ივლისი 2012 (UTC)[პასუხი]

ძალიან გთხოვ, უმორჩილესად, აქ მაინც ნუ გადმოგაქვს კონფლიქტი, სად დაინახე გაბუტვა. — მიხეილ მიწერა 12:31, 30 ივლისი 2012 (UTC)[პასუხი]

მიშა ნუ პოპულისტობ რა. სად დაინახე აქ კონფლიქტი? გიწერ ჩემთვისაც მნიშვნელოვანია შენი შეხვედრაზე ყოფნა-მეთქი და ეს კონფლიქტია? აი ეს კიდევ შენი ობიექტურობის ერთ-ერთი ნიმუში ჩემო კარგო. --ჯაბა ლაბაძე 12:36, 30 ივლისი 2012 (UTC)[პასუხი]

ხოდა ძალიან კარგი - ესე იგი შეხვედრის ჩასატარებლად 10 აგვისტოდან დაახლოებით 20 აგვისტომდე პერიოდი გამოირიცხა.--Melberg; 12:40, 30 ივლისი 2012 (UTC)[პასუხი]

100 %-ით ვეთანხმები გიორგის. --ჯაბა ლაბაძე 12:42, 30 ივლისი 2012 (UTC)[პასუხი]

მე უახლოეს მომავალში შაგატყობინებთ, როდის ვიქნები კახეთში :). სავარაუდოდ მეც აგვისტოს ბოლოს. Deu. 15:24, 30 ივლისი 2012 (UTC)[პასუხი]

20 დან 29 აგვისტომდე, მეც მანდეთ ვიქნები და ეს შუალედი მაწყობს.--ლაბაძე93 განხილვაწვლილი 16:11, 30 ივლისი 2012 (UTC)[პასუხი]

დაახლოებით გამოიკვეთა შეხვედრის დრო, აგვისტოს ბოლო. ხომ არ აჯობებს ეს იყოს შაბათი ან კვირა? სავარაუდოდ 25 ან 26? --ჯაბა ლაბაძე 21:20, 31 ივლისი 2012 (UTC)[პასუხი]

10 აგვისტომდე რომ იყოს, რას იტყვით? — მიხეილ მიწერა 08:08, 5 აგვისტო 2012 (UTC)[პასუხი]
10 აგვისტომდე? ისეთი პასიურობაა მე მგონი არც კი მოესწრება. თუმცა მე მაინც არ მაწყობს, რადგან დროებით ისევ ხაშურისკენ ვარ.--ჯაბა ლაბაძე 04:43, 7 აგვისტო 2012 (UTC)[პასუხი]

გურჯაანი

დღეს საღამოს, მე და სანდრო შემთხვევით გადავაწყდით ერთმანეთს გურჯაანში, შესაბამისად, პატარა ვიკიშეხვედრასავით შედგა ვიკრიჭები იმედია სხვა არაფერს დაუკავშირებთ (ზოგიერთები), მხოლოდ შემთხვევითობა იყო. — მიხეილ მიწერა 19:15, 31 ივლისი 2012 (UTC)[პასუხი]

მშვენიერია :D. Deu. 19:49, 31 ივლისი 2012 (UTC)[პასუხი]
მე და მიშა ყოველდღე ვხვდებით ერთმანეთს და იმედია ზოგიერთები არც ამას დაუკავშირებთ რამეს. ვიკრიჭები ვიკრიჭები ვიკრიჭები ვიკრიჭები ვიკრიჭები --ჯაბა ლაბაძე 21:18, 31 ივლისი 2012 (UTC)[პასუხი]

გვინდა შეხვედრა საერთოდ?

თუ გვინდა შეხვედრა იქნებ დაწეროთ რამე და თუ არ გვინდა იქნებ ესეც დაწეროთ და მიზეზიც მიაწეროთ რატომ არ გვინდა. --ჯაბა ლაბაძე 21:16, 12 აგვისტო 2012 (UTC)[პასუხი]

მე დაახლოებით 20 აგვისტოდან (ან უფრო მალე), კახეთში ვარ და თანახმა ვარ. --მიხეილ მიწერა 22:43, 12 აგვისტო 2012 (UTC)[პასუხი]
მიშა შენ ისედაც თანახმა იყავი, ეს კომენტარი უფრო სხვებს ეკუთვნის. შევარჩიოთ მაშინ რიცხვი, რადგან შაბაათი ან კვირაა პრაქტიკიდან გამომდინარე შეხვედრის დღეები გვაქვს მხოლოდ ორი ვარიანტი, ჯერ რიცხვი შევათანხმიოთ მერე დროსაც მივხედოთ. --ჯაბა ლაბაძე 04:50, 13 აგვისტო 2012 (UTC)[პასუხი]
ყველანაირად ვეცადე, თუმცა ხვალ მე ვერანაირად ვერ ვიქნები თელავში. იმედი მაქვს შეხვედრა ნაყოფიერად ჩაივლის. :) BruTe () 15:42, 25 აგვისტო 2012 (UTC)[პასუხი]
ანუ ეს ვიკიშეხვედრა ჩაიშალა. — მიხეილ მიწერა 18:20, 25 აგვისტო 2012 (UTC)[პასუხი]
იქნებ აღდგეს ვიკიშეხვედრა თელავში?--ცანგალა () 10:06, 28 აგვისტო 2012 (UTC)[პასუხი]

25 აგვისტო

26 აგვისტო

  1. (მომხრე) --ჯაბა ლაბაძე 04:50, 13 აგვისტო 2012 (UTC)[პასუხი]
  2. (მომხრე) --მიხეილ მიწერა 16:51, 13 აგვისტო 2012 (UTC)[პასუხი]
  3. (მომხრე)--ლაბაძე93 განხილვაწვლილი 18:16, 13 აგვისტო 2012 (UTC)[პასუხი]
  4. (მომხრე)--დათო1010 19:28, 13 აგვისტო 2012 (UTC) კომენტარი: სამწუხაროდ ვეღარ ვახერხებ ვიკიშეხვედრაზე მოსვლას--დათო1010 17:10, 25 აგვისტო 2012 (UTC)[პასუხი]
რას ვაპირებთ 26 ში? ვიკრიბებით? --ლაბაძე93 განხილვაწვლილი 15:15, 20 აგვისტო 2012 (UTC)[პასუხი]