ვიკიპედია:რჩეული ბიოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიმიტრი ამილახვარი (დ. 1905, ბაზორკინო (ახლანდ. ჩერმენი), თერგის ოლქი ― გ. 1942 წლის 24 სექტემბერი, ელ-ალამეინი, ჩრდ. ეგვიპტე), საფრანგეთის არმიის ქართველი მოღვაწე, საფრანგეთის უცხოური ლეგიონის პოლკოვნიკი. დაბადების ადგილის მიხედვით „ბაზორკად“ იწოდებოდა. იგი იყო მე-19 საუკუნის გამოჩენილი სამხედრო და საზოგადო მოღვაწის, გენერალ ივანე ამილახვრის (1829-1905) შვილიშვილი. მისი მამა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ასევე სამხედრო მოღვაწე გიორგი ამილახვარი ოჯახით ემიგრაციაში წავიდა 1921 წელს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია-ანექსიისთანავე. (სრულად...)