ვიკის უყვარს ძეგლები (ინგლ.Wiki Loves Monuments) ყოველწლიური საერთაშორისო ფოტოგრაფიული კონკურსია, რომლის მონაწილეები იღებენ ადგილობივი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოებს და ვიკისაწყობში ათავსებენ. პროექტის მიზანია ხაზი გაუსვას ამა თუ იმ ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას და შეიქმნას ფოტოები, რომელთა გამოყენება ვიკიპედიაში და მის გარეთაც თავისუფალი ლიცენზიით მოხდება.
შედეგები გამოქვეყნდება 2016 წლის ოქტომბრის დასასრულს!
პრიზები
ადგილობრივი კონკურსი
ფულადი სახით დაჯილდოვდება სამი საუკეთესო ფოტოს ავტორი. 01 პირველი ადგილი : 400 ₾ 02 მეორე ადგილი : 300 ₾ 03 მესამე ადგილი : 200 ₾ კომპანია „ბარბალე“ სამ გამარჯვებულს ერთდღიან ტურს მოუწყობს სამცხე-ჯავახეთში. 10 ყველაზე დიდი რაოდენობის ფოტოს ამტვირთელ მონაწილეს გადაეცემა პროექტის ლოგოიანი მაისურები.
საერთაშორისო კონკურსი
ადგილობრივი გამარჯვებულებიდან საუკეთესო 10 ფოტო გადაიგზავნება საერთაშორისო კონკურსზე, სადაც შემდეგი პრიზებია:
პირველი ადგილი: ერთი მივლინება (სამოგზაურო გრანტი) „ვიკიმანიაზე“ მაქსიმალური ღირებულებით €2000 (აგვისტო 2017, მონრეალი, კანადა) მეორე ადგილი: ორი €1000-იანი ვაუჩერი/ფულადი პრიზი მესამე ადგილი: ორი €500-იანი ვაუჩერი/ფულადი პრიზი.
საერთაშორისო კონკურსის 5 გამარჯვებულს საშუალება ექნება აირჩიოს პრიზის რომელ ვარიანტს ამჯობინებს.
ყველა ფოტო უნდა იყოს თქვენი პირადი ნამუშევარი ყველა ფოტო უნდა აიტვირთოს 2016 წლის სექტემბრის განმავლობაში ყველა ფოტო უნდა იყოს CC BY-SA 4.0 ლიცენზიით უნდა გქონდეთ აქტიური ელ-ფოსტა, რათა ორგანიზატორები დაგიკავშირდეთ. გაითვალისწინეთ: საქართველოში ჯერ არ არის პანორამის თავისუფლება, აქედან გამომდინარე, თქვენ შეგიძლიათ ატვირთოთ მხოლოდ იმ ძეგლების ფოტოები რომელთა ავტორიც 1946 წლამდე გარდაიცვალა, ან თუ ავტორი უცნობია და ძეგლი აშენებულია ამ თარიღამდე.
როგორ გავხდეთ მონაწილე
თქვენი ფოტოები უნდა ატვირთოთ ქვემოთ მოცემული ძეგლების სიის მიხედვით გაიარეთ ავტორიზაცია ან შექმენით ახალი ანგარიშივიკისაწყობზე კარგად დაასათაურეთ თქვენი ფოტოები დააწკაპეთ აქ რათა ატვირთოთ ფოტო (ან გადაყევით სიას და იქიდან დაამატეთ) შეგიძლიათ გააზიაროთ თქვენი ფოტოები სოციალურ ქსელებში ჰაშთაგით: #WLMGeorgia • #WLM2016. და მოითმინეთ შედეგების გამოქვეყნებამდე! გისურვებთ გამარჯვებას!