ბარბალე (კომპანია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბარბალე
დარგი სოფლის მეურნეობა
დაფუძნდა 2015
დამაარსებელი გაგა მუმლაძე
ქეთევან დიდმანიძე
სათავო ოფისი საქართველოს დროშა საქართველო, ახალციხე, აწყური
პროდუქცია ბიო-პროდუქტები
მფლობელი გაგა მუმლაძე
ქეთევან დიდმანიძე
სერვისის ენა ქართული

„ბარბალე“სოფლის მეურნეობის ორგანული მიმართულების პირველი კომერციული ბრენდი საქართველოში, ის დაარსდა 2015 წლის 5 ოქტომბერს. "ბარბალე" აწარმოებს ორგანულ პროდუქტებს. "ბარბალეს" ათამდე ფერმერს მოჰყავს სოფლის მეურნეობის კულტურები ეკოლოგიურად სუფთა მეთოდებით, ქიმიური სასუქების და ჰერბიციდების გარეშე.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორგანული სოფლის მეურნეობა „ბარბალეს“ სახელწოდება უკავშირდება ქართულ მითოლოგიაში მზის განმასახიერებელ ქალღმერთ ბარბალეს, მას ძირითადად თაყვანს სცემდნენ, როგორც ქალის ნაყოფიერების საწყისის მფარველ ღვთაებას. ხალხური წარმოდგენით, ბარბალე განაპირობებს მიწათმოქმედების და მესაქონლეობის პროდუქტების სიუხვეს. ორგანული სოფლის მეურნეობა „ბარბალეს“ ლოგოს კი ნარინჯისფერი გოგრა წარმოადგენს[1].

ფასეულობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ბარბალეს“ სამ ძირითად მიმართულებას ორგანული სოფლის მეურნეობის კულტურების მოყვანა, აგრო-ტურიზმის განვითარება და ადგილობრივ მოსახლეობაში ორგანული სოფლის მეურნეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს[2].

სოფლის მეურნეობის კულტურები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იასამნისფერი და თეთრი კარტოფილი
„ბარბალეს“ მზის ელექტროსადგური
მოხალისეთა ჯგუფი ბარბალეში

„ბარბალე“ აწარმოებს ბოსტნეულიდა ბახჩეული კულტურებს, საქართველოში გავრცელებულ ბოსტნეულთან ერთად მეურნეობა ცდილობს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების დანერგვას ქართულ ბაზარზე. „ბარბალე“ პირველად იასამნისფერი კარტოფილის პოპულარიზაციას შეუწყო ხელი საქართველოში. 2020 წლიდან მეურნეობამ ჟოლოსფერი კარტოფილი შესთავაზა თავის მომხმარებელს. 2020 წლიდან ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ დახმარებით ახორციელეს ძველი ქართული კულტურების ცერცვის, ძაძას, ღომის და ცულისპირას კულტურების აღდგენას. „ბარბალე“ აწარმოებს ოცამდე სახის მურაბას, ჯემს, მწნილებსა და სამკურნალო მცენარეებს, ჩაის.

მეფუტკრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ბარბალეს“ სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს მეფუტკრეობა წარმოადგენს. 2019 წელს "ბარბალეს" მეურნეობაში, საქართველოს მასშტაბით პირველად დაიწყო ფუტკრის თერაპია. მცირე გრანტების პროგრამის დაფინანსების მეშვეობით „ბარბალეს“ ბაზაზე აშენდა პირველი „აპი-სახლი“ საქართველოში, სადაც სკის კლიმატით მკურნალობაა შესაძლებელი[3].

ენერგო-ეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარემოს დაცვაის კუთხით „ბარბალემ“ მცირე გრანტების პროგრამის დაფინანსების მეშვეობით ფერმერებისათვის შეიძინა მზის ელექტოსადგური. რომელიც განახლებადი ელექტროენერგიის გამოყენების ერთ-ერთი საუკეთესო პრეცედენტია ახალციხის მუნიციპალიტეტში. აღსანიშნავია, რომ მზის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას „ბარბალეს“ ფერმერები მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის არ გამოიყენებენ და ის რევერსული მრიცხველის საშუალებით იყიდება ცენტრალურ ენერგოსისტემაში[4].

მოხალისეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორგანული სოფლის მეურნეობა „ბარბალე“ აქტიურად იყენებს მოხალისეობრივ შრომას მეურნეობის ორგანიზებისას, ასეულობით მოხალისე მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მონაწილეობს ჯანსაღი პროდუქტების წარმოებაში და საკუთარი წვლილი უანგაროდ შეაქვს მეურნეობის განვითარებაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]