ვიკიპედია:დიოგენე/საკონკურსო/20110130112359/

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

{{ketiara, =ქეთი ქურციკიძე! |იმეილი=maripusku@mail.ru, !| სათაური=ნიკო ლორთქიფანიძის ,,ტრაგედია უგმიროთ" განხილვა

ნიკო ლორთქიფანიძის ნოველის ,,ტრაგედია უგმიროთ" - სათაურიდან ვიგებთ, რომ ეს არის ტრაგიკული ნაწარმოები, რომელსაც არ ჰყავს კონკრეტული გმირი, მაგრამ ნაწარმოების წაკითხვისთანავე შეიძლება ვთქვათ: რომ ამ ნოველის გმირი შიმშილია. მისი სახით მწერალმა ადამიანს მოუწყო გამოცდა, მაგრამ შიმშილმა იგი უუნარო გახადა და დაავიწყა სულიერი ცხოვრება. მას მხოლოდ ცხოველური თვითგადარჩენის ინსტინქტი ამოძრავებს. რაზეც მოგვაგონდება ილია ჭავჭავაძის ,,კაცია-ადამიანი?!" პერსონაჟი ლუარსაბ თათქარიძე, რომელიც სხვაზე არაფერზე ფიქრობს, გარდა ჭამისა, მისთვის მთავარია ხორციელი სიცოცხლე და საერთოდ არ აინტერესებს სულიერება.

    განსხვავებით ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებისა, ნიკო ლორთქიფანიძის ნოველის გმირი ბოლოს ხვდება თავის დანაშაულს.
    ,,მე შევჭამე...
    ბავშვებს არაფერი ვაჭამე...
    ღმერთო, რა მომივიდა?..
    სირცხვილი!.. ხალხს რაღა უთხრა?!. ვაი, თუ დაიხოცენ...
    ადგა მივიდა ბავშვებთან.
    შტრუცული ბჟოლის ძირში მიგდებულიყვნენ... ეძინათ... მამა მიუწვა. ცრემლი შეჩერებოდა წამწამზე. თავს იკავებდა: არ გავაღვიძო მაინც! რა ვქენი, რა ვქენი! დედა ხომ არ იზამდა!!."
    ,,ცრემლი შეჩერებოდა წამწამზე!" - გამძღარმა ადამიანმა უკვე იგრძნო თავისი დანაშაული, ანუ მასში გამომჟღავნდა ის თვისება, რაც ჩვენ, ადამიანებს, გამოგვარჩევს მხეცებისაგან.
    ,,დედა ხომ არ იზამდა!!." - ამ სიტყვებით ჩვენ ვიგრძენით, რომ ბავშვების ობლობამ მასში გაამძვინვარა დანაშაულის გრძნობა. 
     როცა უმცროსს გამოეღვიძა, იგი ჩააჩერსდა მამას და ჰკითხა:
     - ,,მამა..." წყნარად დაიწყო ბავშვმა.
     - ,,რა შვილო?" - ნაზათ უპასუხა...
     - ,, მთლად შეჭამე?"
     - ,,!!"
     - ,,მამა, ცოტა იქნებ დაგრჩა - მომეცი... მუცელი მტკივა - არ გაგამხელ..."
     - ,, მამას ზლუქუნი წასკდა."
     როცა ბავშვი ეუბნება: ,,მამა..." და ამაზე იგი პასუხობს: ,,რა იყო, შვილო?" - ცრემლი ეძალება.
     - ,, მამა, ცოტა იქნებ დაგრჩა - მომეცი... მუცელი მტკივა - არ გაგამხელ..." აქ უკვე შიმშილმა პატარა ბავშვიც დაიპყრო და მანაც მამის მსგავსად დაიწყო ფიქრი. იმ მომენტში მასაც თვითგადარჩენის ინსტინქტი ამოძრავებდა.
     ,,მამას ზლუქუნი წასკდა," - ვეღარ შეიკავა თავი. მას ახრჩობდა დანაშაულის გრძნიბა და ერთი ნაბიჯი აკლდა, რომ ყველაფერი დაესრულებინა. 
     ამ დროს გამოეღვიძა პატარა ბავშვსაც და მის მიერ ნათქვამმა ,,მშია - მშიამ" გამოუტანა სასჯელი მას.
     ,, მამა წამოიჭრა, ეზო გადაირბინა. ვენახში მოხვდა. გბმული ცხვარი ძოვდა. ახსნა. გავიდა ხეზე. დაჯდა. ბაწარი ტოტს მაგრათ მოაბა, მარყუჟი გამოსკვნ მეორე ბოლოში, გაშინჯა - კისერზე თუ მომიჭერსო, და..."
      ნოველაში წერია რომ  ,,გაბმული ცხვარი ძოვდა".
      რატომ ცხვარი?
     ალბათ, იმიტომ, რომ ცხვარი შესაწირია და ეს ადამიანიც მაშინდელ საზოგადოებას შეეწირა.
     როცა ეს ყველაფერი მეზობელმა ნახა, დაიწყო წყევლა, მაგრამ ნათლია, რომელმაც ფქვილი მისცა, ობლებს დარდობდა.
     ,, - რაღა ჩემს ვენახში, ჩემი კარის უკან,ჩემი ბაწრით ჩამოიხრჩო თავი ამ ოჯახქორმა! - ბრაზობდა და იწყევლებოდა მეზობელი, რომელსაც ამ შემთხვევის გამო, ვინ იცის, რა მოელოდა..."
     მეზობელს არ ადარდებს ადამიანის სიკვდილი. ის მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს და არ იცის, რა მოელის მას ამ შემთხვევის გამო.
      ამაში იგი ნაწილობრივ  მართალიც იყო, რადგან უდანაშაულოა და შეიძლება დამნაშავედაც გამოაცხადონ.
      მე რომ ვყოფილიყავი ამ ნოველის ავტორი, სათაურად, ალბათ, შიმშლს დავარქმევდი, რადგან იგი ნაწარმოების გმირია.
      იგი ადამიანებს აკარგვინებს სიყვარულს ერთმანეთის მიმართ და ხდის მხეცად, ეგოისტად.
      ადამიანის ეგოიზმზე მიგვანიშნებს ნათლიის სიტყვები რძალზე: ,,ფქვილი ხომ დავკარგე, მარა ჩემი რძალი მაინც არ გაიგებდესო".