ვიკიპედია:დიოგენე/საკონკურსო/20110129162451/არტისტული გადატრიალება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„არტისტული გადატრიალება“

ზაზა მანია
„დიოგენე/საკონკურსო/20110129162451/არტისტული გადატრიალება“
ავტორი ოთარ ჩხეიძე
გარეკანის მხატვარი ჯ.ზენაიშვილი
ქვეყანა საქართველო
ენა ქართული
ჟანრი ისტორიული რომანი
გამომცემელი ლომისი
გამოცემის თარიღი 1994

არტისტული გადატრიალებაოთარ ჩხეიძის რომანი, ერთიანდება ნაწარმოებების ციკლში „მატიანე ქართლისაი“. პირველად გამოიცა 1994 წელს. ამბავი 1991 წლის შემოდგომისა და 1992 წლის პირველი კვირის მოვლენების ფონზე მიმდინარეობს. რომანის გმირთა უმრავლესობა რეალური პირია (პრეზიდენტი გამსახურდია, კიტოვანი, იოსელიანი, სიგუა...), ზოგიერთის სახელი დაქარაგმებულია (განათლების მინისტრი კვაჭი – თამაზ კვაჭანტირაძე, მწერალთა თავმჯდომარე წივა – თამაზ წივწივაძე). ნაწარმოებში ქალაქ ზუგდიდის სახელი ოდნავ შეცვლილი ფორმით არის მოცემული – გდიდი.საქართველოს მწერალთა კავშირმა რომანის გამოსვლის შემდეგ საგანგებო ყრილობა მოიწვია, სადაც ოთარ ჩხეიძე გააკრიტიკეს იმის გამო, სამოქალაქო ომის შემდეგ დიდი დრო არ იყო გასული და რომანის დაწერა ასე მოკლე დროში არ შეიძლებოდა. თუმცა, მწერლის თქმით, მან კრიტიკოსების რჩევას ყური არ უგდო და მომდევნო წლებში სხვა რომანებიც დაწერა, სადაც მოქმედება 1990–2000–იან წლებში მიმდინარეობს: თეთრი დათვი, ბერმუდის სამკუთხედი, 2001 წელი, მორჩილი, ლაზერშოუ.

  • ოთარ ჩხეიძე, არტისტული გადატრიალება, თბ., 1994