ვიდუკინდ კორვეიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კორვეის მონასტერი ჰექსტერში, გერმანია

ვიდუკინდ კორვეიელი (დაახლოებით დ. 925 — გ. 980) — გერმანელი ისტორიკოსი. მიიღო კლასიკური განათლება, იყო ვესტფალიაში ბენედიქტური კორვეის მონასტრის ბერი.

ვიდუკინდ კორვეიელი არის ავტორი ქრონიკისა „საქსების გმირობანი“ (ლათ. Res gestae saxonicae), რომელიც დაწერილია 3 წიგნად. ამ წიგნებში მას სურდა საქსებისა და მათი მეფეების გმირობებზე დიდების შესხმა. იგი ძველ საგებზე, სიმღერებზე, თქმულებებზე, ანტიკურ და შუასაუკუნოვან წყაროებზე, ასევე საკუთარ ცოდნაზე დაყრდნობით მოგვითხრობს საქსებისა და საქსონიური დინასტიის მეფეების, ჰაინრიხ I ფრინველმჭერისა და ოტო I დიდის, ისტორიას. მოვლენები „საქსების გმირობანში“ მიყვანილია 967 წლამდე, მოცემულია ცნობები საქსო-სლავური ურთიერთობების ისტორიის შესახებ. ეს წიგნი ვიდუკინდმა შექმნა ოტო I-ის ქალიშვილის, კვედლინბურგის აბატისა მატილდას თხოვნით.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Видукинд Корвейский. Деяния саксов = Res Gestae Saxonicarum. — М.: Наука, 1975. — (Памятники средневековой истории народов центральной и восточной Европы).
  • Санчук Г. Э. Политические взгляды Видукинда Корвейского // Исследования по славяно-германским отношениям. М., 1971;
  • Санчук Г. Э. Видукинд Корвейский и его «Деяния саксов» // Вопросы историографии и источниковедения славяно-германских отношений. М., 1973.
  • Видукинд Корвейский. Деяния саксов, кн. I. — М.: Наука, 1975.
  • Видукинд Корвейский. Деяния саксов, кн. II. — М.: Наука, 1975.
  • Видукинд Корвейский. Деяния саксов, кн. III. — М.: Наука, 1975.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Источниковедение истории южных и западных славян: Феодальный период: Учебное пособие / Отв. ред. Л.П. Лаптева.. — М.: Издательство МГУ, 1999. — გვ. 24. — გვ.  . — ISBN 978-5-211-03409-9