ჰაინრიხ I ფრინველმჭერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „ჰაინრიხ I“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ჰაინრიხ I.
მეფე ჰაინრიხი, მიქაელ მთავარანგელოზის ალამით ხელში, აფუძნებს ალბრეხტსბურგს

ჰაინრიხ I (დ. დაახლ. 876 — გ. 2 ივლისი, 936, მემლებენი) — გერმანიის მეფე 919 წლიდან, საქსონიის ჰერცოგი (912 წლიდან) ლიუდოლფინგების გვარიდან (მეტსახელად "ფრინველმჭერი"), საქსონიური დინასტიის დამაარსებელი. 925 წელს ბრძოლით დაიბრუნა ლოთარინგია. უნგრელთა თარეშის აღსაკვეთად შექმნა სიმაგრეთა სისტემა და მძლავრი კავალერია. 933 წელს რიადის ბრძოლაში (მდინარე უნსტრუტთან) დაამარცხა უნგრელები. 928-929 წწ. დაიწყო ელბისპირა სლავების (პოლაბების) მიწა-წყლის დაპყრობა.

ლეგენდა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი გარდაცვალების შემდეგ მის სახელს დაუკავშირდა ლეგენდა სისხლის აღრევასთან დაკავშირებით. ცოლის გარდაცვალების შემდეგ მოინდომა საკუთარ ქალიშვილზე დაქორწინება, თუმცა მან მოახერხა სხვადასხვა სირთულეების დაძლევით გაქცევა. მეფე შემდეგში დარდისგან გარდაიცვალა.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Margaret Schlauch, Chaucer's Constance and Accused Queens, New York: Gordian Press 1969 p 64
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: