ვერხოტურეს კრემლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვერხოტურეს კრემლი
Верхотурский кремль
კოორდინატები 58°51′39″N 60°48′26″E / 58.86072° ჩ. გ. 60.807242° ა. გ. / 58.86072; 60.807242
მდებარეობა ვერხოტურე, რუსეთი
თარიღდება 1698
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6610067000

ვერხოტურეს კრემლი (რუს. Верхотурский кремль) — ციხესიმაგრე, კრემლი, ქალაქ ვერხოტურეში, სვერდლოვსკის ოლქი, რუსეთს ფედერაცია. ვერხოტურეს კრემლი ტობოლსკის კრემლთან ერთად ერთადერთი ქვის ციხესიმაგრეა ცენტრალური ურალის ტერიტორიაზე. ვერხოტურეს კრემლი რუსეთის კრემლებს შორის ყველაზე პატარაა[1].

ვერხოტურეს კრემლი მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან 8 კმ-ის დაშორებით. სვერდლოვსკის ოლქის ცენტრ, ქალაქ ეკატერინბურგიდან დაშორებულია 300 კმ-ით, ხოლო პერმიდან - 382 კმ-ით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვერხოტურეს პირველი კრემლი ააგეს 1598 წელს და იგი ხისგან იყო აგებული. მისი მშენებლობა უკავშირდებოდა ციმბირისკენ მიმავალი მოკლე გზის მშენებლობას. შემთხვევით გაჩენილი ხანძრებისაგან კრემლი რამდენჯერმე დაიწვა და ყოველ ჯერზე ხელახლა აგებდნენ. 1699 წელს პეტრე I დიდის ბრძანებით ვერხოტურეში დაიწყო ქვის კრემლის მშენებლობა, რომელიც უკანასკნელი იყო რუსეთში. ქვის კრემლის მშენებლობასთან ერთად დაიწყეს წმინდა სამების ტაძრის მშენებლობაც, რომელიც შენდებოდა მოსკოვური ბაროკოს სტილში[1], რომელიც დღესაც კრემლის მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. სამების საკათედრო ტაძარი ურალის საეკლესიო არქიტექტურის გამოჩენილი ძეგლია. კრემლის ტერიტორიაზე ასევე აგებული იყო ბეღელი, სადარაჯო და სამზრეულო. ვერხოტურეს კრემლის არქიტექტურული ანსამბლი 1712 წლისთვის უკვე ჩამოყალიბებული იყო.

XVIII საუკუნეში ვერხოტურე მთელი ურალის დედაქალაქი გახდა. XVIII საუკუნის ბოლოს ადგილობრივი ადმინისტრაციის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, საქალაქო და სამაზრო მმართველობისათვის საჭირო სპეციალური შენობები ააგეს. ამასთან დაკავშირებით 1802 წელს კრემლის ტერიტორიაზე განათვასეს სამაზრო სასამართლო.

1880-იან წლებში ვერხოტურეს კრემლის ტერიტორიაზე ააგეს სახანძრო დეპო. უკანასკნელი, რევოლუციამდელი ნაგებობა კრემლის ტერიტორიაზე გახდა ერთსართულიანი აგურის კორპუსი, რომელიც ეკუთვნოდა სამაზრო ხაზინას, იგი ააგეს 1912 წელს.

ამჟამად ვერხოტურის კრემლი წარმოადგენს არქიტექტურულ ანსამბლს და არის სამუზეუმო-ისტორიული კომპლექსი. კრემლის ტერიტორიაზე მდებარეობს მუზეუმი „მეფის ბეღლები“. მსურველებს ასევე შეუძლიათ სამების საკათედრო ტაძრის სამრეკლოზე ასვლა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]