ვერნ ტროიერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვერნ ტროიერი
Verne Troyer 2, 2012.jpg
ვერნ ტროიერი 2012 წელს
დაბ. თარიღი ვერნ ტროიერი
1 იანვარი, 1969
სტერჯისი, აშშ
გარდ. თარიღი 21 აპრილი, 2018
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1994–2018

ვერნ ტროიერი (ინგლ. Verne Troyer; დ. 1 იანვარი, 1969 — გ. 21 აპრილი, 2018, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია) — ამერიკელი მსახიობი. განსაკუთრებით ცნობილი გახდა ფილმ „ოსტინ პაუერსში“ შესრულებული მინი-მეს როლით. ტროიერი ცნობილია აგრეთვე როლით ფილმში: „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“. ტროიერი ჯუჯა იყო (81 სმ).

ვერნ ტროიერი დაიბადა მიჩიგანში, ქალაქ სტერჯისში, მამამისის — რუბენ ტროიერისა და დედამისის — სიუზენის ოჯახში.[1] ჰყავს და-ძმა, შესაბამისად დებორა და დევონი. გაიზარდა მიჩიგანში. 1987 წელს დაამთავრა სკოლა. მისი კინოდებიუტი შედგა 1994 წელს ფილმში „ჩვილი ბავშვი გასეირნებაზე“, სადაც გვევლინება ბავშვის დუბლიორად. 1999 წლამდე ტროიერი ძირითადად მუშაობდა კასკადიორად. ასევე ეპიზოდურ როლებს ღებულობდა ფილმებში. პოპულარობა მოუტანა მინი-მეს როლმა ფილმში „ოსტინ პაუერსი: შპიონი რომელმაც შემაცდინა“.

2004 წლის 22 თებერვალს ვერნ ტროიერმა იქორწინა ჟენევიევ გალენზე, თუმცა მათი ქორწინებაში ყოფნა ანულირებული იყო მეორე დღესვე. ცხოვრობდა კალიფორნიაში, ჰოლივუდში. ვერნ ტროიერი გარდაიცვალა 2018 წლის 21 აპრილს.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმი
წელი სახელწოდება როლი შენიშვნა
1994 ჩვილი ბავშვი გასეირნებაზე
1996 პინოქიოს შურისძიება პინოქიო
1997 მამაკაცები შავებში უცხო
1997 სურვილების ამსრულებელი
1998 ჩემი გიგანტი
1999 ინსტინქტი გორილა
1999 ოსტინ პაუერსი: შპიონი რომელმაც შემაცდინა მინი-მე
2000 გრინჩი
2001 ბიჭი ბუშტიდან ფრიკი
2001 ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა გობლინი
2002 მყარი ფული ატილა
2002 ოსტინ პაუერსი: გოლდმემბერი მინი-მე
2007 ფოსტალი ასრულებს თავის თავს
2008 სექსის გურუ პანჩი
2008 კოლეჯი ასრულებს თავის თავს
2009 ექიმ პარნასის წარმოსახვა პერსი
2012 კეით ლემონი: ფილმი არქიმედე

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Verne Troyer Biography (1969-) from FilmReference.com