ველური ბანდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ველური ბანდა
ჟანრი ვესტერნი
დამდგმელი რეჟისორი სემ პეკინპა
პროდიუსერი ფილ ფელდმანი
სცენარის ავტორი სემ პეკინპა, უოლენ გრინი
ნაწარმოები უოლენ გრინი
როლებში უილიამ ჰოლდენი
მუსიკა ჯერი ფილდინგი
ოპერატორი ლუსიენ ბალარდი
მონტაჟი ლუ ლომბარდო
სტუდია Warner Bros.-Seven Arts
დისტრიბუტორი Warner Bros.-Seven Arts
გამოსვლის თარიღი 18 ივლისი 1969
ხანგრძლივობა 143 წუთი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $6 მილიონი
შემოსავალი $10,500,000 [1]

ველური ბანდა (ინგლ. The Wild Bunch) — სემ პეკინპას ვესტერნის ჟანრის ფილმი, რომლის მოქმედება ვითარდება აშშ-მექსიკის საზღვარზე 1913 წელს. ამერიკის კინოს ინსტიტუტის შეფასებით „ველური ბანდა“ მეექვსეა ყველა დროის საუკეთესო ვესტერნს შორის.[2]

კინომცოდნე დევიდ უედლი წერდა, რომ „ველურ ბანდაში“ ჩვენ ვხვდებით მონტაჟის ხელოვნების ყველაზე უფრო შემოქმედებით გამოყენებას სერგეი ეიზენშტეინის „ჯავშნოსანი პოტიომკინის“ (1925) შემდეგ.[3] 

1969 წელს კი „ველურ ბანდისადმი“ მიძღვნილ წერილში კრიტიკოსმა პოლინ ქეილმა აღნიშნა: „სემ პეკინპამ ვესთერნის ძველ ბოთლში ახალი ღვინო ჩაასხა, რომელმაც ეს ჭურჭელი გახეთქა“.[3] 

სემ პეკინპას გმირები მარტოხელა ადამიანები არიან, მაგრამ ჯონ ფორდის პერსონაჟებისგან განსხვავებით მათთან ლირიკას და პათეტიკას ადგილი არ აქვს. პეკინპას გმირები იარაღისა და ძალადობრივი გზებით წყვეტენ საკუთარ პრობლემებს. „ველური ბანდით“ პეკინპამ ვესტერნის ჟანრი გაიყვანა ნამდვილ საბრძოლო ველზე, მის ფილმებმა ნამდვილი ამბოხი მოაწყვეს ვესტერნის დოგმად ქცეულ ჟანრში: ცხენებმა გზა დაუთმეს ავტომობილს, კოლტებმა ტყვიამფრქვევს, მარტოხელა გმირმა კი თავზეხელაღებულ ბანდიტებს.[3] 

სემ ფექინფას, როგორც კინოხელოვანის, უდიდესი მიღწევაა, რომ იგი აგრესიულად და შეუბრალებლად უგულვებელყოფდა და ანგრევდა იმ ტაბუსა და დოგმებს, რითაც სულდგმულობდა ვესთერნი და საერთოდ კინო. მისი დამსახურებაა რომ თავისუფლების ახალი ტალღა შემოიჭრა კინემატოგრაფში — ეს გამოიხატება არა მხოლოდ იმ დროისთვის უჩვეულო ძალადობის ჩვენებაში, რაპიდკამერის გამოყენებაში, მონტაჟის ხელოვნებაში, ნარატიულ არჩევანში, არამედ იმაში რომ მან გვიჩვენა აუთსაიდერები, არც თუ სიმპათიური, მაგრამ ამავე დროს ტრაგიკული ბიოგრაფიის ადამიანები, რომლებიც ხანდახან იძულებულნი არიან თავისი სინდისისა და ღირსების საწინააღმდეგოდ წავიდნენ, რათა თავი გაიტანონ ამ ნიჰილიზმითა და სისასტიკით გაჟღენთილ სამყაროში, რაც თუმცა მათ ვერ შველით და ბოლოს ისინი ისევ საკუთარ ღირსების კოდექსს მიჰყვებიან და იღუპებიან. ერნესტ ჰემინგუეისეული თემა „გამარჯვებული არაფერს იღებს“ ნათლად არის გატარებული „ველურ ბანდაში“.[3] 

დღესაც სემ ფექინფასა კინემატოგრაფი საკუთარი თვითმყოფადი აზროვნების სტილით, მსოფლმხედველობით ისევ დიდ გავლენას ახდენს ამერიკულ და მსოფლიო კინოს შემდგომ განვითარებაზე.[3] 

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Box Office-ს ინფორმაცია ველური ბანდის შესახებ. Worldwide Box Office. წაკითხვის თარიღი: ივნისი 13, 2012.(ინგლისური)
  2. Top Western. American Film Institute. წაკითხვის თარიღი: 2012-06-13. (ინგლისური)
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 ირაკლი მახარაძე, რევაზ მახარაძე, ერთი მუჭა ვესთერნი, არტეტე, 2007.