ვედენის არხი
ვედენის არხი (რუს. Введенский канал) — არხი რუსეთში, საადმირალოს რაიონში, სანქტ-პეტერბურგში. არხის მშენებლობა მიმდინარეობდა 1807-1810 წლებში. მისი სიგრძეა 1,2 კილომეტრი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არხის პროექტი ფ. ი. გერარდომ ჯერ კიდევ 1804 წელს შეიმუშავა. არხის გაჭრა დაიწყო ჯერ კიდევ 1807 წელს. ვედენის არხი იწყება, ობოვანის არხიდან, შემდგომ გაივლის ეგერსკის პოლკის ყოფილ ყაზარმებსა (მარცხენა მხრიდან) და ვიტებსკის სარკინიგზო მაგისტრალს (მარჯვენა მხრიდან) შორის, შემდეგ კვეთს ზაგოროდნის გამზირს, შემდეგი ადგილი რომელსაც არხი გაივლის ფონტანკა და ობუხოვის ხიდია. გამოიყენება ძირითადად ტვირთის გადასატანად, საკანალიზაციოდ და ასევე წყალმომარაგებისთვის უფრო მოგვიანებით არხს იყენებდნენ ნარჩენების კოლექციონერები. ვედენის არხზე აშენდა ოთხი ხიდი, ესენია: ალექსანდროვსკის ხიდი — ფონტანკას სანაპიროზზე; სითბური ხიდი — მესამე ჰიდროელექტრო სადგურის საპირისპიროდ; ეგერსკის ხიდი — ობოდნის არხის სანაპიროზე და ვედენის ხიდი, რომელიც კვეთს ზაგოროდნი გამზირს. ვედენის არხს ეს სახელი უწოდეს 1980 წლის 29 დეკემბერს, მანამდე მას ერქვა ვიტებსკის არხის სანაპირო. სხვადასხვა დროს მას ასევე უწოდებდნენ ახალ სემენოვსკის (სემენოვსკის პოლკის ყაზარმის მახლობლად მდებარეობის გამო). ამჟამინდელი სახელი ვედენი კი არხმა მიიღო ახლოს მდებარე ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიიდან.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 68. — 511 с.
- Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 31. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.
- Зодчие Санкт-Петербурга. XIX — начало XX века / сост. В. Г. Исаченко; ред. Ю. Артемьева, С. Прохватилова. — СПб.: Лениздат, 1998. — 1070 с. — ISBN 5-289-01586-8.
- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — СПб.: Норинт, 2002. — 353 с. — ISBN 5-7711-0019-6.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Исчезнувшие каналы. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-17. ციტირების თარიღი: 2019-02-04.