ვახშამი (რომანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ვახშამი“
Het Diner

პირველი ქართული გამოცემა, 2015
ავტორი ჰერმან კოხი
ქვეყანა ნიდერლანდები
ენა ნიდერლანდური
ჟანრი რომანი
გამომცემელი Anthos
გამოცემის თარიღი 2012
ქართულად გამოიცა 2015
მედია ბეჭდური

ვახშამი (ნიდერლ. Het Diner) 一 თანამედროვე ნიდერლანდელი მწერლის, ჰერმან კოხის 2009 წლის რომანი. მისი სიუჟეტის უდიდესი ნაწილი ორიენტირებულია ორი ძმის და მათი მეუღლეების შეხვედრაზე, რა დროსაც ისინი აღმოაჩენენ, რომ საკუთარ შვილებს კრიმინალურ საქმეში აქვთ ხელი გარეული. წიგნი მალევე საერთაშორისო ბესტსელერად იქცა, რის გამოც მისმა წარმატებამ სცენაზეც უმალ გადაინაცვლა - ის ეკრანებზე სამჯერ ადაპტირდა, 2013, 2014 და 2017 წლებში, ამ უკანასკნელში კი, რომელიც ამერიკულ ვარიაციას წარმოადგენს, ერთ-ერთ მთავარ როლს რიჩარდ გირი ასრულებს.

ნაწარმოების ჰოლანდიურენოვან სათაურს „ცხელი სასადილო“ (Het Diner) წარმოადგენს.

ფონი და თემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანის სიუჟეტი ბარსელონაში მომხდარი ინცინდენტითაა ინსპირირებული 一 2005 წლის დეკემბერში, უსახლკარო ქალს, მარია დელ როსარიო ენდრინალ პეტის ერთ-ერთ ბანკთან სამმა ახალგაზრდამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ასაკოვან ქალბატონს ცეცხლი წაუკიდეს. თავდასხმა დააფიქსირა ბანკის უსაფრთხოების კამერებმა, გავრცელდა შოკისმომგვრელი სურათები იმ დროის ესპანურ ტელევიზიაშიც.[1] ჩანაწერი გავრცელდა YouTube პლატფორმაზეც.[2] სამი ახალგაზრდა ცხელ კვალზე დაიჭირეს, რომელთაგან ორს 2008 წელს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო მესამეს 8 წლით.[3]

ნაწარმოებში არანაკლებ დიდი ადგილი ეთმობა ისეთ თემას, როგორიცაა პრენატალური დიაგნოზი. პოლი ვარაუდობს, რომ მისთვის უმჯობესი იქნებოდა, თუ მისი მეუღლე, თავის დროზე, აბორტს გააკეთებდა. ამის მიზეზად ის საკუთარ ძალადობრივ გენომს ასახელებს. თანდათანობით ირკვევა, რომ კლარამ ორსულობის ტესტი გაიკეთა, თუმცა ბავშვის გაჩენა მაინც გადაწყვიტა.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წიგნს აქვს 46 მოკლე თავი, დაყოფილია ხუთ ნარატიულ ნაწილად, რომელთაგან თითოეულს საკვების შესაბამისი სახელწოდება გააჩნია.

ნაწარმოების მთხრობელად გვევლინება პოლ ლომანი, ყოფილი ისტორიის მასწავლებელი, რომელიც მეუღლესთან, კლერთან ერთად საკუთარი ძმის, გამოჩენილი ნიდერლანდელი პოლიტიკოსის, სერჟისა და ამ უკანასკნელის ცოლის, ბაბეტის მოსანახულებლად ამსტერდამში მიემგზავრება. მათ მთავარ ამოცანას წარმოადგენს, განიხილონ, რა რეაგირება მოახდინონ მათი თინეიჯერი ვაჟების - მიშელისა და რიკის - მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით. აშკარაა, რომ ორი ადამიანის ძალადობრივი ქმედება კამერამ დააფიქსირა და ამასთან დაკავშირებით ტელევიზიითაც გავრცელდა ინფორმაცია, თუმცა მათი ვინაობა დადასტურებული ჯერჯერობით არაა. მშობლებმა უნდა მოიფიქრონ, რა გააკეთონ სიტუაციის განსამუხტავად. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით საუბრობენ ისინი ვახშამზე, რაც მათ ამ შეხვედრას კიდევ უფრო მეტ სიმძაფრეს ანიჭებს.

მიღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წიგნმა ძირითადად დადებითი გამოხმაურება ჰპოვა. 2012 წლისთვის, მთელი ევროპის მაშტაბით, წიგნის მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.[4]

გაზეთ The Independent-ში ითქვა, რომ რომანი „მზაკვრული“ და „მოქნილია“, რომელიც, როგორც ჩანს, „სცდება თავის ფარგლებს, მიდის ერთი მიმართულებით და, მოულოდნელად, საკუთარი აღმაფრთოვანებელი დასასრულით, სანახაობრიობა იმარჯვებს“.[4]

ნაწარმოები ორჯერ მიმოიხილეს The New York Times-ში. ჯანეტ მასლინმა აღნიშნა, რომ სიუჟეტის მორალი „ნამდვილად სევდიანია“ და თქვა, რომ ვახშამზე მყოფი ოთხი პერსონაჟიდან არცერთი არ არის საღ აზრზე, რითაც წიგნი ოპოზიციურად დააკავშირა გილიან ფლინის ნაწარმოებთან 一 "გაუჩინარებული ქალი", სადაც "გმირები უმანკოები სულაც არ არიან, მაგრამ სიმპათიური მხატვრული ფორმებით ხასიათდებიან".[5] გარდა ამისა, ისიც ითქვა, რომ წიგნში „გაძლიერებულია სისასტიკე“, რადგან უფრო და უფრო მეტი საიდუმლო მჟღავნდება.[6] ერთ-ერთი შეფასების თანახმად, ვახშამი, გარკვეულწილად, „იმ ევროპულ საზოგადოებაზეა მორგებული, რომელიც საკმაოდ ცივილიზებულ იერს ტოვებს, თუმცა გაცილებით უფრო მეტ ველურობასაც ავლენს“.[6]

გაზეთ The Guardian-ში ალექს პრესტონმა წიგნი „ბოროტად“ შეაფასა და აღნიშნა, რომ „ესაა კარგი ტემპის მქონე გასართობი რომანი, რომელიც აჩვენებს მოძალადე არსებებს წესიერების თხელი ფასადების ქვეშ".[7]

გაზეთ The Washington Post-ში, ლიზა ზეიდნერმა დასძინა, რომ რომანში აშკარად შეინიშნება შავი იუმორი. მან თქვა, რომ კოხი ასახავს ჩვენი პრივილეგირებული ყოველდღიური ცხოვრების აბსურდებს და დასცინის "ჰოლანდიურ მედიდურობას".

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "De neefjes van Herman Koch" Blogpost van journalist Edwin Winkels over de jongens in Barcelona die een dakloze vrouw vermoordden.
  2. თარგი:Citeer boek
  3. Twee jongeren veroordeeld tot 17 jaar cel in Barcelona Artikel in de Spaanse krant El Pais.
  4. 4.0 4.1 Arifa Akbar. (July 28, 2012) The Dinner, By Herman Koch, trans. Sam Garrett. The Independent. ციტირების თარიღი: April 16, 2015.
  5. Janet Maslin. (February 6, 2013) Now Serving Spite and Dutch Malaise. The New York Times. ციტირების თარიღი: April 16, 2015.
  6. 6.0 6.1 Claire Messud. (March 8, 2013) Nasty Bits. The New York Times. ციტირების თარიღი: April 16, 2015.
  7. Alex Preston. (July 28, 2012) The Dinner by Herman Koch – review. The Guardian. ციტირების თარიღი: April 16, 2015.