ვახუშტი ჩიჯავაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვახუშტი ლომკაცის ძე ჩიჯავაძე (დ. დაახლ. 1730 – გ. 1811 წლის შემდეგ) — იმერეთის სამეფოს სახელმწიფო მოღვაწე, მდივანბეგი. ძმა ხონის მთავარეპისკოპოს ანტონ ჩიჯავაძისა.

დაახლოებული იყო მეფე სოლომონ II-თან, რომელმაც ჩიჯავაძეს მდივანბეგობა უბოძა და ჩიჯავაძეთა საგვარეულოს დაკარგული მამულების ნაწილი აღუდგინა. დაქორწინებული იყო დადიანის ასულ მარიამზე, რომელიც სოლომონ II-ის მეუღლის მარიამ დადიანის ახლო ნათესავი იყო. ჰყავდა სამი ვაჟი: ვახტანგი, ნიკოლოზი და გიორგი და ორი ქალიშვილი. ჩიჯავაძე ყოფილა წიგნიერი, კანონმთცოდნეობის საქმეში ფრიად გაწაფული მოღვაწე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვანელი ჩიჯავაძეების წარმომავლობის და პოლიტიკურ-კულტურული მოლღვაწეობის ისტორიიდან : ჩიჯავაძეთა გვარის წარმომავლობა // მოგონებები, ნარკვევები, ესსეები : ტ. 3 / თორნიკე ეფრემიძე. - ქუთაისი, 2011. - ISBN 978-9941-432-11-8
  • ჩიჯავაძეთა სათავადო / გ. ქოქიაშვილი // საქართველო და მსოფლიო. - თბილისი, 2011. - 16-22 მარტი. - N9. - გვ.24

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]