ვახტანგ შოშიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვახტანგ შოშიაშვილი (დ. 1 დეკემბერი, 1961, ველისციხე) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1985 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1985–1987 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ანესთეზიოლოგია–რეანიმატოლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი. 1987–1989 წლებში ონკოლოგიური სამეცნიერო ცენტრის ანესთეზიოლოგია–რეანიმატოლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი. 1989–1992 წლებში საკავშირო ონკოლოგიური სამეცნიერო ცენტრის ანესთეზიოლოგიის განყოფილების ასპირანტი. 1992 წლიდან თბილისის ონკოლოგიური სამეცნიერო ცენტრის ანესთეზიოლოგიის განყოფილების ექიმი–ორდინატორია. ავტორია 14 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ბავშვთა ცერებრული დამბლის ქირურგიული მკურნალობის შედეგებს, აპენდიქსის მიქსოგლობულოზის შემთხვევას, მოცირკულირე სისხლის მოცულობის გაზომვის რეოგრაფიულ მეთოდს, პერიოპერაციული იმუნოკორექციის საკითხებს ონკოლოგიაში.

1992 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „პერიოპერაციული იმუნოკორექცია ონკოლოგიურ ავადმყოფებთან“.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პერიფერიული რეგიონული ანესთეზია თბილისი, 2013 გვ. 71 ISBN: 978-9941-0-6098-4

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 317

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]