ვახტანგ იაგორაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ვახტანგ იაგორაშვილი (დ. 5 აპრილი, 1964, თბილისი) — ქართველი სპორტსმენი, ოლიმპიური ბრინჯაოს მედლის მფლობელი თანამედროვე ხუთჭიდში (XXIV ოლიმპიური თამაშები, 1988, სეული).

არის მსოფლიოს ჩემპიონი (1990, ლაჰტი, ფინეთი; გუნდური), მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (1989, ბუდაპეშტი, უნგრეთი; გუნდური), მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1989, ბუდაპეშტი, უნგრეთი), ევროპის ჩემპიონი (1987, 1989; გუნდური), ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1987), კეთილი ნების თამაშების ჩემპიონი (1986), სსრკ ჩემპიონი (1986, 1988, 1989), ასევე სსრკ თასის მფლობელი (1986, 1988). ვახტანგ იაგორაშვილს 1990 წელს მიენიჭა სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება. 1991–2014 წლებში ცხოვრობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და 1997 წლიდან ასპარეზობდა ამ ქვეყნის სახელით. 1997, 1999 და 2013 წლებში აშშ-ის ჩემპიონატში გაიმარჯვა, 2000 წელს კი პანამერიკული თამაშების ოქროს მედალი მოიგო, 1998 წელს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ძირითადი შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისციპლინა ადგილმდებარეობა ტურნირი ადგილი
თანამედროვე ხუთჭიდი Flag of Finland.svg ლახტი,ფინეთი მსოფლიო ჩემპიონატი (1990) 1st
თანამედროვე ხუთჭიდი Flag of Hungary.svg ბუდაპეშტი, უნგრეთი მსოფლიო ჩემპიონატი (1989) 3rd
თანამედროვე ხუთჭიდი Flag of Hungary.svg ბუდაპეშტი, უნგრეთი მსოფლიო ჩემპიონატი (1989) 2nd
თანამედროვე ხუთჭიდი Flag of South Korea.svg სეული,კორეა ზაფხულის ოლიმპიური თამაშები (1988) 3rd

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „თბილისი“, გვ. 556, თბ., 2002 წელი.
  • ელგუჯა ბერიშვილი, ქართული სპორტის ოქროს წიგნი, გვ. 118, თბილისი: პალიტრა L, 2013.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]