ვახტანგ გორგანელი
იერსახე
ვახტანგ პეტრეს ძე გორგანელი (დ. 25 თებერვალი, 1921, თბილისი — გ. 4 მაისი, 1996, იქვე) — ქართველი პოეტი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1948 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოლოგიის ფაკულტეტი. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. ლიტერატურული მოღვაწეობა 1944 წლიდან დაიწყო. პირველი წიგნი „სიცოცხლის ტალღები“ 1947 წელს გამოაქვეყნა. მის პოეტურ კრებულთაგან აღსანიშნავია „გზა მთებში“ (1956), „მთელი გულით“ (1959), „გზები და მწვერვალები“ (1965), „ცეცხლი და ყვავილი“ (1969), „ლექსები, პოემა“ (1973), „ნახტომი იტალიის მთებიდან“ (1974), „ყაყაჩოები არაგვის პირას“ (1976) და სხვ. გორგანელი ავტორია აგრეთვე საბავშვო ლექსების კრებულებისა. მისი ლექსები თარგმნილია უცხოურ ენებზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 100.
- თითმერია ჯ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 222.