ვახტანგ გოგილაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ვახტანგ ნიკოლოზის ძე გოგილაშვილი (დ. 20 ნოემბერი, 1933, თბილისი — გ. 9 აპრილი, 2019, თბილისი) — ქართველი ინჟინერი მანქანათმშენებლობის დარგში. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1990), პროფესორი (1991).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1957 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკის ფაკტულტეი მანქანათმშენებლის სპეციალობით. 1960 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მექანიზმებისა და მანქანების თეორიის კათედრაზე. 2005 წლიდან არის კათედრის გამგე. გოგილაშვილის სამეცნიერო კვლევები ეხება მექანიკურ სისტემებში ენერგიის დანაკარგების შესწავლას; რთული სტრუქტურის ჯაჭვური სისტემების დინამიკის ანალიზსა და სინთეზს; კოსმოსური ბაზირების ტრანსფორმირებადი სისტემების გაანგარიშებისა და დაპროექტების საკითხებს. მონაწილეობდა პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის – დიდი გასაშლელი რეფლექტორის – ღია კოსმოსში გაყვანის ექსპერიმენტში. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999).

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ტრანსფორმირებადი სისტემების სტრუქტურული და კინემატიკური სინთეზი, თბ., 2009 (თანაავტორი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]