ვაფდი
იერსახე
ვაფდი — პოლიტიკური პარტია ეგვიპტეში 1919-1952 წლებში. დააარსა ზაღლულმა 1918 წლის ნოემბერში. 1927 წლიდან მისი თავმჯდომარე იყო მუსტაფა ნაჰას-ფაშა. წარმოადგენდა მემარჯვენე ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების პარტიას, მასში შედიოდნენ ინტელიგენციის, მემამულეების, წვრილი ბურჟუაზიის წარმომადგენლები. პარტიის მიზანი იყო ეგვიპტის დამოუკიდებლობის მიღწევა. სათავეში ედგა ეგვიპტის ხელისუფლებას 1924, 1928-1930, 1936-1937, 1942-1944, 1950-1952 წლებში. არ მიიღო მონაწილეობა 1952 წლის რევოლუციაში და გაუქმდა. „ვაფდის“ წევრების ნაწილი უშედეგოდ იბრძოდა გამალ აბდელ ნასერის მთავრობის წინააღმდეგ 1954, 1957 და 1961 წლებში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 326.
- ვაფდი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)