ვასილ კაცაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ვასილ კაცაძე (ლომუ) (დ. 16 ივლისი, 1976, პოტსდამი, გდრ) — ქართველი მორაგბე, უნივერსალი. უთამაშია როგორც შერკინებაში, ისე უკანა ხაზზე.

საქართველოს ნაკრებში ჩაატარა 34 მატჩი (2 კაპიტნად, 8 ლელო). 2001 წლის ევროპის ერთა თასის მფლობელი (5 მატჩი, 1 ლელო), 2003 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების მონაწილე (4 მატჩი). ორჯერ ითამაშა შვიდკაცას მსოფლიო თასზე (2001, 2005). გამოდიოდა საქართველოს ხელბურთელთა ახალგაზრდულ ნაკრებშიც.