ვასილ იანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვასილ იანი
დაბ. თარიღი 23 დეკემბერი 1874 (4 იანვარი 1875)
დაბ. ადგილი კიევი, რუსეთის იმპერია[1]
გარდ. თარიღი 5 აგვისტო 1954(1954-08-05)[1] (79 წლის)
გარდ. ადგილი ზვენიგოროდი[1]
დასაფლავებულია ვაგანკოვოს სასაფლაო
საქმიანობა მწერალი, ჟურნალისტი და პროზაიკოსი
ენა რუსული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Flag of the Soviet Union (1924–1955).svg სსრკ
ალმა-მატერი Gustav Adolf Grammar School
Magnum opus Mongol Invasion
ჯილდოები სტალინური პრემია და მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“

ვასილ იანი (რუს. Васи́лий Григо́рьевич Ян; ნამდვილი გვარი იანჩევეცკი; დ. 4 იანვარი, 1875 [ძვ. სტ. 23 დეკემბერი, 1874], კიევი, რუსეთის იმპერია — გ. 5 აგვისტო, 1954, ზვენიგოროდი, რსფსრ, სსრკ) — რუსი საბჭოთა მწერალი, ისტორიული რომანების ავტორი.

1897 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი. იმოგზაურა ჩრდილო და ცენტრალურ რუსეთში. ორი წელი ფეხით დადიოდა სოფელ-სოფელ, მონადირეთა და მეთევზეთა დაბებში და დნეპრის მეტივეებთან. ამ გზით შეიძინა მან რუსი ხალხის ზნე-ჩვეულებისა და ენის ღრმა ცოდნა. თავის შენიშვნებს იგი გაზეთებში ბეჭდავდა. 1901 წელს ვასილ იანმა ცხენით გადაიარა ყარაყუმის ქვიშიანი უდაბნო და ბუხარა ინახულა. იქიდან ირანში გაემგზავრა. ავღანეთის საზღვრის გაყოლებით გაიარა სეისტანი, ბელუჯისტანი და ინდოეთის საზღვრამდე მივიდა. აქ იანს დაებადა აზრი, დაეწერა რამე აზიის ისტორიული წარსულიდან. როდესაც იაპონელი ნაღმოსნები თავს დაესხნენ რუსეთის გემებს პორტ არტურში, იანი მანჯურიაში გაემგზავრა, როგორც პეტერბურგის დეპეშათა სააგენტოს სპეციალური კორესპონდენტი მთავარსარდლის შტაბთან. რუსეთ-იაპონიის ომი რომ დამთავრდა იანი შუა აზიაში დაბრუნდა, მერე კვლავ ეწვია ირანს, ხოლო შემდეგ რამდენიმე წელს იყო იმავე სააგენტოს სპეციალური კორესპონდენტი კოსტანტინეპოლსა და ბალკანეთში. იმ ხანას ეკუთვნის იანის პირველი მოთხრობები. 1923 წელს დასახლდა მოსკოვში. 1939 წელს გამოაქვეყნა რომანი „ჩინგიზ-ხანი“ რომელსაც I ხარისხის სტალინური პრემია მიენიჭა, ხოლო 1941 წელს მისი გაგრძელება — „ბათო-ყაენი“. 1955 წელს გამოვიდა ტრილოგიის მესამე წიგნი „უკიდურესი ზღვისაკენ“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • იანი ვ., ჩინგიზ-ხანი, გვ. 3–4, თბ., 1958.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]