ვასილი პოტო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვასილი პოტო

ვასილი პოტო (რუს. Василий Александрович Потто; 1 იანვარი 183629 ნოემბერი 1911) — რუსი სამხედრო ისტორიკოსი, გენერალ-ლეიტენანტი (1907).

ვასილი პოტო დაიბადა გერმანული წარმოშობის მემამულის ოჯახში ტულის გუბერნიაში. ორლოვის კადეტთა კორპუსის დასრულების შემდეგ მონაწილეობდა ყირიმის ომსა და პოლონეთის 1863–64 წლების აჯანყების ჩახშობაში. 1887 წლიდან მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის მთავარ შტაბში, 1899 წლიდან — იქვე, სამხედრო-ისტორიული განყოფილების უფროსად. გამოქვეყნებული აქვს არაერთი ნაშრომი კავკასიის ხალხთა ისტორიის შესახებ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი 5-ტომეული „კავკასიური ომი“ (1885–91).[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Murtuzaliev, Sergey (2010). "Potto about the role of the Caucasus front in the 1828–1829 war in the Balkans", რედ. Mitev, Plamen: Empires and Peninsulas: Southeastern Europe Between Karlowitz and the Peace of Adrianople, 1699–1829. LIT Verlag Münster, გვ. 73–74. ISBN 3643106114.