ვარშავის რკინიგზის სადგური (სანქტ-პეტერბურგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვარშავის რკინიგზის სადგური
Варшавский вокзал
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
არქიტექტორი პეტრე სალმონოვიჩი
ტიპი რკინიგზის სადგური
სტილი ეკლექტიკა
დაწყების თარიღი 1857
დასრულების თარიღი 1860
მდგომარეობა კარგი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7830742000

ვარშავის რკინიგზის სადგური (რუს. Варшавский вокзал) — მგზავრთა მომსახურებისათვის განკუთვნილი ისტორიული შენობა საქნტ-პეტერბურგში. მდებარეობდა პეტერბურგ-ვარშავის რკინიგზის დასაწყისში.

ამჟამად პირველადი დანიშნულებით არ მოქმედებს. არის არქიტექტურული ძეგლი, რეკონსტრუქციის შემდეგ ფუნქციონირებს, როგორც სავაჭრო-გასართობი ცენტრი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რკინიგზის სადგური ააშენეს 1852-1853 წელს არქიტექტორ ქსავერ სკარჟინსკის პროექტის მიხედვით და განსაზღვრული იყო რკინიგზისათვის რომელიც უნდა გაეყვანათ დედაქალაქიდან გატჩინის სამეფო რეზიდენციამდე. გზის სიგრძე იყო 44,6 კმ. რკინიგზა გაიხსნა 1853 წლის 31 ოქტომბერს[1]. შენობას თავდაპირველად სამი მხრიდან გარს ერტყა ბაქანი, რომელიც ერთმანეთთან დაკავშირებული იყო მეტალისა და რკინის თაღოვანი კონსტრუქციით.

1857-1860 წლებში სადგურის გაფართოების მიზნით ააგეს ახალი შენობა (არქიტექტორი პეტრე სალიმანოვიჩი), ორი ქვის სახლი მომსახურე პერსონალისათვის (ერთი შემორჩენილია). 1857 წლიდან ხაზის მშენებლობა მიმდინარეობს რუსეთის რკონიგზის მთავარი საზოგადოების მიერ[2].

1859 წელს გზა გააგრძელეს ფსკოვამდე (273 კმ), 1862 წლის 15 (27) დეკემბერს გაიხსნა მოძრაობა ვარშავამდე[2]. ცალკე ტოტმა პრუსიის საზღვრამდე (ლანდვაროვო-ვერჟბოლოვო) სანქტ-პეტერბურგი დააკავშირა ევროპის სახელმწიფოთა დედაქალაქებს. ვარშავის ხაზების მატარებლები გამოირჩეოდნენ კომფორტული და კეთილმოწყობილი ვაგონებით, რომლებიც, პირველ რიგში, პირველი კლასის მგზავრებისთვის იყო განკუთვნილი. სწორედ სანქტ-პეტერბურგიდან გაემგზავრა ევროპაში ვლადიმერ ნაბოკოვი „ჩრდილოეთის ექსპრესით“.

პირველი მსოფლიო ომის დროს ვარშავის ვაგზალი, როგორც ნაკლებდატვირთული, დაჭრილების ეშელონს იღებდა. მათ მისაღებად სპეციალური რკინიგზის ხაზი დაამონტაჟეს[2].

1930-იან წლებში ვარშავის სადგურის ახლოს ააშენეს სარკინიგზო-ტრამვაის სატვირთო სადგური, რომელმაც მოგვიანებით მიიღო ევგენი კრასუცკის სახელწოდება. სანქტ-პეტერბურგის 1935 წლის გენერალური გეგმის თანახმად იგეგმებოდა იზმაილოვის პროსპექტის გაგრძელება რკინიგზის სადგურამდე, რის გამოც ვაგზლის შენობა უნდა დანგრეულიყო, თუმცა ამ გეგმის განხორციელება არ შედგა[2].

დიდი სამამულო ომის პერიოდში შენობა დაბომბვებისაგან სერიოზულად დაზიანდა. სარესტავრაციო სამუშაოები დასრულდა 1949 წელს. სადგურის მთავარ ფასადზე, ნიშში დააყენეს ვლადიმერ ლენინის ქანდაკება. საბჭოთა პერიოდში ვარშავის ვაგზლიდან იგზავნებოდა მატარებლები ბალტიისპირეთში, დასავლეთ უკრაინაში, ასევე საერთაშორისო რეისები (ბერლინი, ვარშავა. პრაღა).

2001 წლის 15 მაისს სადგური დაიხურა სარესტავრაციო სამუშაოებისთვის.

სადგურის სახელიდან მომდინარეობს მთელი რიგი ტოპონიმები: მატარებლის, ხიდის, ტაძრისა და ქუჩის სახელწოდებები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. газета «Северная Пчела» № 245 от 2 ноября 1853 г.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Это что за остановка?. Журнал «Вокруг света» (2006-08-20). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-16. ციტირების თარიღი: 2012-09-27.