შინაარსზე გადასვლა

ვარსკვლავთკარიბჭის პერსონაჟები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აქ წარმოდგენილია ტელესერიალ ვარსკვლავთკარიბჭის პერსონაჟთა სია.

ვარსკვლავთკარიბჭე SG–1

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დანიელ ჯექსონი SG–1-ის გუნდის წევრია, ძირითადად დაკავებულია გოა'ულდური, ალტერანული და სხვა რასების წერილობითი წყაროების თარგმნით. საკმაოდ მიამიტი, მაგრამ მტკიცე ნებისყოფისაა. რაზმში მუშაობის დროს ყველაზე ხშირად საფრთხის ქვეშ სწორედ მისი სიცოცხლე დგებოდა, მაგრამ, 2002 წელს რადიოაქტიური ნაკვადრიუმისგან მიიღო სასიკვდილო ნეიტრონული დასხივება, რის შედეგადაც მალე გარდაიცვალა, თუმცა, თავისი ცოდნის წყალობით, ამაღლდა. მიუხედავად ამაღლებულთათვის დაწესებული წესებისა (ამაღლებულებს მოკვდავთა დახმარება ეკრძალებოდათ), დანიელი სხვადასხვა გზით ხშირად ეხმარებოდა თავის მეგობრებს. 2003 წელს იგი შეეცადა ანუბისისთვის არ მიეცა აბიდოსის განადგურება, როდესაც მან თავისი ძალის გამოყენება დააპირა ანუბისის შესაჩერებლად, სხვა ამაღლებულებმა იგი დასაჯეს: მეხსიერება წაუშალეს და მოკვდავთა სამყაროში დააბრუნეს. დანიელმა მალე დაიბრუნა მეხსიერება, ამასთანავე აღმოაჩინა, რომ ალტერანული წარწერების წაკითხვა უპრობლემოდ შეეძლო, რის გამოც SGC-ში მთავარი ლინგვისტი გახდა. დანიელს ამასთანავე დიპლომატიის შეუდარებელი უნარი გააჩნია და ამის წყალობით მრავალ უცხოპლანეტურ ცივილიზაციასთან ამყარებდა მეგობრულ კავშირს, განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებდა უნას ჩაკასთან, რომელიც მას არაერთხელ ეხმარებოდა სხვა პლანეტებზე მცხოვრებ უნასებთან კონტაქტში. ორაების შემოჭრის დროს დანიელი მრავალ გვიანდელალტერანულ წარწერებს შიფრავდა „მერლინის იარაღის“ (ჭეშმარიტების კიდობნის) მოსაძიებლად. „ორაების ჯვაროსნული ლაშქრობის“ შემდეგ დანიელი SG–1-დან წავიდა და SGC-ის არქეოლოგიური ჯგუფის წევრი გახდა.

სამანტა „სემ“ კარტერი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

SG–1-ის წევრი, ძირითადად დაკავებულია სხვადასხვა ხელსაწყო-დანადგარების დაპროექტებით. სემი კარგად ერკვევა სხვადასხვა ასგარდულ და გოა'ულდურ ტექნოლოგიებში, ძირითადად ცდილობს მათი დედამიწური ანალოგები შექმნას. სემს ახლო ურთიერთობა აქვს ჯეკთან, მაგრამ ეს მხოლოდ მეგობრობის ფარგლებში რჩება (თუმცა პარალელურ სამყაროებში სხვაგვარადაა: ერთში ისინი დანიშნულები იყვნენ, ხოლო მეორეში — დაოჯახებულები). სემს არ უჭირს ურთიერთობა სხვა რასის წარმომადგენლებთან, განსაკუთრებით კი ასგარდებთან, ვინაიდან მათი ტერმინოლოგიის SG–1-ში ყველაზე კარგად ესმისю გოა'ულდების იმპერიის დამხობის შემდეგ გუნდიდან წავიდა და სამუშაოდ „დედალოსის“ კლასის ხომალდებზე მოეწყო, მაგრამ მალევე დაბრუნდა ორაებიდან მომდინარი საფრთხის ფონზე, ჯვაროსნული ლაშქრობის დასრულების შემდეგ გუნდიდან წავიდა და SGC-ის მრავალ პროექტში მონაწილეობდა, მათ შორის — ატლანტიდის ექსპედიციის ხელმძღვანელიც იყო.

ჯეკ ო'ნილი SG–1-ის მეთაური იყო. თავდაჯერებული, ერთგული, მკაცრი და იუმორით აღსავსე პიროვნებაა. ჯეკს სიამოვნებად მიაჩნია სხვადასხვა, მისთვის გაუგებარი ტექნოლოგიებისთვის თავისებური სახელების დარქმევა, ამასთანავე მოსწონს, როდესაც პატივს სცემენ. მაგალითად, ძალიან ესიამოვნა, როდესაც გაიგო, რომ ასგარდებმა თავიანთ უახლეს ხომალდს „ო'ნილი“ დაარქვეს. გუნდში ჯეკი ყველაზე კარგად ეგუება ტილ'კს, რომელიც მასავით მეომარია, თუმცა განსაკუთრებით აღიზიანებს სემის და დანიელის დიალოგები, როდესაც ისინი მრავალ, მისთვის გაუგებარ მეცნიერულ ტერმინებს იყენებენ. ჯეკს ძლიერ აქვს გამოკვეთილი ძტა გენის არსებობა, რაც ორმა ერთნაირმა შემთხვევამ განაპირობა: პირველად, როდესაც შემთხვევით ძველების ინფორმაციის შემნახავმა დანადგარმა მთელი ინფორმაცია, რომელსაც ინახავდა, მის თავში „ჩატვირთა“ (ამან მის ფიზიოლოგიურად სათანადო დონეზე განუვითარებელ ორგანიზმზე უარყოფითად იმოქმედა და რომ არ მომკვდარიყო, ასგარდებმა მთელი ინფორმაცია წაუშალეს), სავარაუდოდ, სწორედ ამან გააქტიურა ძტა გენი; ხოლო მეორედ ტაუ'რის მეორე ისეთივე დანადგარში ჩატვირთული ინფორმაცია სჭირდებოდათ ანუბისისგან დასაცავად, ვინაიდან ანუბისი პლანეტას უკვე უტევდა, დანადგარის მოსახსნელად დრო არ ჰქონდათ და ჯეკმა მთელი ინფორმაცია კვლავ საკუთარ თავში ჩატვირთა, ამან კი მასზე შედარებით სხვაგვარად იმოქმედა: მას შეხებით განკურნების უნარი განუვითარდა (სწორედ ამ მდგომარეობაში მყოფმა შექმნა ასგარდებისთვის რეპლიკატორების დამშლელი, რის შემდეგ ასგარდებმა მას კვლავ წაუშალეს ინფორმაცია. 2004 წელს ჯეკ ო'ნილი SGC-ის მეთაურად დანიშნეს, ხოლო ერთი წლის შემდეგ კი პენტაგონში გადაიყვანეს და მთელი პროექტი და მასთან დაკავშირებული პროგრამები, მათ შორის ატლანტიდის და „ბედისწერის“ ექსპედიციები, ჩააბარეს.

ჯეკს ახლო ურთიერთობა აქვს სამანტა კარტერთან, მაგრამ ეს მხოლოდ მეგობრობის ფარგლებში რჩება.

ჯორჯ ჰამონდი SGC-ის ხელმძღვანელი იყო 1997-2004 წლებში. იგი დინჯი, მკაცრი და მტკიცე ბუნების მქონე ადამიანი იყო. ჯორჯი პროექტის შემადგენლობას საკუთარი ოჯახივით ეპყრობოდა, პენტაგონიდან მოსულ ბრძანებებს არაერთხელ არღვევდა, როდესაც ეს არღვევდა რომელიმე არსების უფლებებს: მაგალითად, როდესაც სამხედროებმა ტოლანებისგან მათი ტექნოლოგიების ძალით გაგება გადაწყვიტეს, მან ტილ'კს და დანიელს (ეს უკანასკნელი სამხედრო არ იყო და სამხედრო ტრიბუნალზე ვერ უჩივლებდნენ) მათი ნოქსების პლანეტაზე ევაკუაციის ბრძანება გასცა. როდესაც ანუბისმა დედამიწას შეუტია, ჯორჯი „პრომეთეთი“ პირდაპირ მის ფლაგმანს უტევდა, ხოლო როდესაც საბრძოლო ჭურვები გაუთავდათ, ტარანზე შეტევის ბრძანება გასცა (საბედნიეროდ, იმავე წამს ანუბისის ფლოტს ანტარქტიდიდან დრონების ხროვამ შეუტია და მთლიანად გაანადგურა). ანუბისის თავდასხმის შემდეგ ჯორჯ ჰამონდს დედამიწის კოსმოსური დაცვის და ხომალდების ხელმძღვანელობა ჩააბარეს.

ჯორჯ ჰამონდი გულის შეტევით გარდაიცვალა 2009 წელს, მის პატივსაცემად „დედალოსის“ ახალ ხომალდს „ჯორჯ ჰამონდი“ უწოდეს.

კამერონ „კემ“ მიტჩელი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰენრი „ჰენკ“ ლენდრი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორაი და ორაების მიმდევრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვარსკვლავთკარიბჭე ატლანტიდა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვარსკვლავთკარიბჭე სამყარო

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადამიანები პლანეტა ნოვუსიდან

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]