ამაღლება (ვარსკვლავთკარიბჭე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg ეს სტატია გამოგონილ მოვლენას ეხება. სხვა მნიშვნელობების შესახებ იხილეთ ამაღლება.
ომა დესალა — ამაღლებული ძველი

ამაღლება ვარსკვლავთკარიბჭის გამოგონილ სამყაროში არის გარდაცვალება, რომლის შედეგადაც ფსიქიკურად მაღალგანვითარებული გონიერი არსება ტოვებს ფიზიკურ სხეულს და მხოლოდ ენერგიისაგან შემდგარ არსებად გარდაიქმნება. ფიზიკური სხეულის არქონა და ის, რომ იგი მხოლოდ ენერგიისაგან შედგება, ამაღლებულ არსებას აძლევს ცოდნითა და უნარებით სავსე ყოფიერების უფრო მაღალ სიბრტყეში მარადიული ცხოვრების საშუალებას. ამგვარად, ამაღლებული პიროვნებები ჰკარგავენ თავდაპირველ მატერიალურ ფორმას, მაგრამ ინარჩუნებენ ცნობიერებას.

ამაღლება სულიერი, გონებრივი და ევოლუციური გასხივოსნებაა, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს სიბრძნისა და თვითშემეცნების გარკვეული საფეხურის მიღწევამ. ვარსკვლავთკარიბჭის სამყაროში ამაღლების მიღწევის რამდენიმე ფაქტორი ჩნდება თანდათან, ზოგიერთი მათგანი მეცნიერულად შემოწმებადია, მაგ.: როდესაც ტვინის 90 % გამოიყენება[1]. ასევე შესაძლებელია ამაღლება ამაღლებული პიროვნებების დახმარებით (მაგ., ასე ამაღლდა დანიელ ჯაქსონი ომა დესალას დახმარებით[2]).

ძველებმა ამაღლებას მიმართეს აგრეთვე ჟამით გამოწვეული მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად.

  • ირმის ნახტომში ამაღლებულ პიროვნებას ეკრძალება არამაღლებულთა საქმეებში ჩარევა. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში დამნაშავის მეხსიერებას (როგორც წესი) შლიან და მას ადამიანად განსხეულებულს აბრუნებენ ყოფიერების ჩვენს განზომილებაში, რამეთუ ძველებს (ჩვენი გალაქტიკის არსებები, რომლებიც ამაღლდნენ) არ სურთ, რომ მათი ჩარევის შედეგად არამაღლებულებმა ისინი ღმერთებად ჩათვალონ და თაყვანი სცენ (იხ. Stargate SG-1 — მე-9 სეზონის მე-11 სერია: აპოკალიფსის მეოთხე მხედარი).
  • ძველებისაგან განსხვავებით ორაები ყოველგვარი საშუალებით ცდილობენ არამაღლებულ არსებათა სულიერი ენერგიის მისაკუთრებას მათზე ქადაგთა საშუალებით ზემოქმედებითა და საწყისებში რწმენის დანერგვით (იხ. Stargate SG-1 — მე-9 სეზონის მე-11 სერია: აპოკალიფსის მეოთხე მხედარი).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. SG1 09x09 : პროტოტიპი
  2. SG1 05x21 : ზენიტი