ვარსკვლავთკარიბჭის ხომალდები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ამ სტატიაში მოცემულია სია იმ კოსმოსურ ხომალდებზე, რომლებიც ნაჩვენებია ვარსკვლავთკარიბჭის გამოგონილ სამყაროში.

ტაუ'რი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაუ'რის, ანუ დედამიწელი ადამიანების კოსმოსური ხომალდები ირმის ნახტომში იმითაა გამორჩეული, რომ იგი გარკვეულ ნაზავს წარმოადგენს გოა'ულდურ, ასგარდულ და დედამიწურ ტექნოლოგიებს შორის. სხვა ხომალდებისგან განსხვავებით, ტაუ'რის კრეისერები არ არის შეიარაღებული ენერგეტიკული იარაღით — მათ უმთავრეს საცეცხლე ძალას რელსტონები (რელსური ქვემეხები) შეადგენენ.

X–301[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი კოსმოსური ხომალდი-გამანადგურებელი, რომელიც ტაუ'რიმ შექმნეს გოა'ულდების ტექნოლოგიებზე დაყრდნობით, მაგრამ სისტემური გართულებების გამო მისი წარმოება შეწყდა.

F–302 (პროექტი — X–302)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

F–302 – მეორე გამანადგურებელი, რომელიც ბევრად უკეთესი გამოდგა, ვიდრე X–301, იგი გარკვეულ ჰიბრიდს წარმოადგენს ტაუ'რის და გოა'ულდების ტექნოლოგიებს შორის.აღჭურვილია ოთხი რაკეტით, ორი რეაქტიული და ერთი რაკეტული ძრავით. გამანადგურებლის პირველი სერია აღჭურვილი იყო ჰიპერძრავით, მაგრამ არამდგრადი ჰიპერგვირაბის გახსნის და ძალზე სახიფათო ნაკვადრიუმის რეაქტორზე მუშაობის გამო, ჰიპერძრავა წარმოებიდან ამოიღეს. გოა'ულდური გლაიდერის მსგავსად, მასაც აქვს ინერციის ჩამქრობები, მაგრამ ბევრად მძლავრი, რაც მას ადგილზე გაჩერებას და სწრაფად მანევრირების საშუალებას აძლევს, მაღალ სიჩქარეებზეც კი. გარეგნულად F–302 გლაიდერს ძალიან ჰგავს ჩამოშვებული ფრთებით, მაგრამ დედამიწური დიზაინი აქვს, ძირითადად, პილოტის კაბინა, ასაკეც-დასაკეცი შასი და ძრავები. F–302 გლაიდერისთვის ძალზე სახიფათო მოწინააღმდეგეა, ვინაიდან ერთ F–302-ს ოთხი გლაიდერის განადგურება უპრობლემოდ შეუძლია.

კრეისერი „პრომეთე“ (პროექტი — X–303)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაუ'რის პირველი კოსმოსური კრეისერი. ეს ხომალდი გამოცდის გარეშე დაეშვა რეპლიკატორების პლანეტაზე და დაუზიანებლად დაბრუნდა. ეს ხომალდი აიგო დედამიწურ მატერიალებზე და დედამიწური ტექნოლოგიებისთვის დამახასიათებელი აღნაგობის იყო (გრძელი ცხვირი და ძლიერ გამოყვანილი საკაპიტნო ხიდური ჰქონდა), ამ კლასის მხოლოდ ერთი ხომალდი დამზადდა. მიუხედავად ზემოთქმული შედარებისას, ამ ხომალდმა თავი გამოიჩინა ანუბისის მიერ დედამიწის ალყის დროს, როდესაც თავდაპირველად ის ტელ'ტაკი დაიცვა, რომლითაც SG–1 ანტარქტიდაზე ძველების ავანპოსტს ეძებდა, ხოლო შემდეგ თავად ანუბისის ფლაგმანს შეუტია.

სახაზო ხომალდი „დედალოსი“ (პროექტი — X–304)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„დედალოსი“ „პრომეთეს“ შემდგომი ხომალდების კლასი გახდა. იგი იყო ტაუ'რის პირველი ხომალდი, რომელიც შეიარაღდა ასგარდთა სხივურ-პლაზმური იარაღით, ამ კლასის პირველი ხომალდი იყო „დედალოსი“, რომელიც ძირითადად პეგასის გალაქტიკაში ბაზირებდა. ხოლო „ოდისევსი“ პირველი გახდა, რომელზეც ასგარდებმა განადგურების წინ თავიანთი ტექნოლოგიები დააყენეს და ამასთანავე, ეს ხომალდი ტაუ'რის პირველი ხომალდი გახდა, რომელიც ალტერანთა მშობლიურ გალაქტიკაში იმყოფებოდა. სულ ცნობილია ამ კლასის 6 ხომალდი: ამერიკული „დედალოსი“, „ოდისევსი“, „გენერალი ჰამონდი“ და „აპოლონი“, რუსული „კოროლიოვი“ და ჩინური „სუნ ძი“.

გალაქტიკათშორისი კოსმოსური სადგური „შუაგზა“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს კოსმოსური სადგური შეიქმნა, როგორც ირმის ნახტომის და პეგასის გალაქტიკების ვარსკვლავთკარიბჭეებით დამაკავშირებელი „ხიდი“. აქამდე ამ ორ გალაქტიკაში მოგზაურობა ერთი მხრიდან (ჯერ დედამიწიდან, ხოლო შემდეგ ატლანტიდიდან) ნუწემით ხდებოდა, ხოლო მეორე მხრიდან სამკვირიანი მოგზაურობა იყო საჭირო „დედალოსის“ კლასის კრეისერით. როდესაც ატლანტიდის ნუწემში ენერგია ამოიწურა, პროექტმა ამოქმედება დაიწყო.

სადგურის სრული სახელია „მაკკეის და კარტერის სახელობის გალაქტიკათშორისი კარიბჭეთა ხიდი“ (შემქმნელი როდნი იყო, ხოლო იდეა სემს ეკუთვნოდა), იგი შედგება ჩვიდმეტი პეგასის და ჩვიდმეტი ირმის ნახტომის ვარსკვლავთკარიბჭისაგან. სპეციალური პროგრამა ობიექტს ჰიპერგვირაბში მანამ ამყოფებს, სანამ იგი არ მიაღწევს ვარსკვლავთკარიბჭეს, რომელიც სადგურზე მდებარეობს. იქიდან ობიექტი ირმის ნახტომის ვარსკვლავთკარიბჭეთა ქსელში გადადის და იმავე პროგრამის წყალობით ირმის ნახტომის რომელიმე ვარსკვლავთკარიბჭესთან აღმოჩნდება, ასევე ხდება მოძრაობა ირმის ნახტომიდან პეგასის გალაქტიკაში.

სამწუხაროდ, ამ სადგურის არსებობის შესახებ რეიფებმაც გაიგეს და მისი გამოყენება გადაწყვიტეს დედამიწაზე მოსახვედრად. სადგურზე შეჭრილებმა დედამიწაზე რამდენიმე მეომარი გააგზავნეს, მაგრამ ყველა მათგანი ტილ'კმა და რონონ დეკსმა გაანეიტრალეს. თავად სადგური კი თვითგანადგურების პროგრამამ გაანადგურა.

მეორე სადგურის აშენების ნებართვა არ გასცა საერთაშორისო სამეთვალყურეო კომიტეტმა, რომელიც მასში პოტენციურ საფრთხეს ხედავდა.

ძველები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალტერანთა კოლონიური ხომალდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალტერანთა პირველი გალაქტიკათშორისი ხომალდი, რომლითაც ძველები ორაებს გაექცნენ თავიანთი მშობლიური გალაქტიკიდან. ეს გიგანტური ხომალდი დღემდე არსებულთა შორის უძველესია, იგი „ბედიწერაზე“ ძველიც კია. მისი ზომებიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე, იგი შეიძლება ატლანტიდისმაგვარი ქალაქი-ხომალდების წინაპრებად ჩაითვალოს.

ჯამპერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მცირე ზომის პლანეტთაშორისი შატლი, ჯამპერი ძველების მიერ სხვადასხვა მიზნით გამოიყენებოდა. დაახლოებით 20-მდე ასეთი ხომალდი ატლანტიდის დოკებში იმყოფებოდა. ხომალდი აღჭურვილია ქვესინათლური ძრავებით, გამაუჩინარებელი დანადგარით, ფარის გენერატორით და მცირე ზომის დრონული ქვემეხებით. ჯამპერის დანიშნულება მრავალგვარია: სადაზვერვო, სადესანტო, სატრანსპორტო და ა.შ..

ცნობილია, რომ არანაკლებ 2 ჯამპერი მეცნიერმა იანუსმა დროის მანქანებად გადააკეთა, ერთ-ერთი მათგანი ატლანტიდაზე იმყოფებოდა, სანამ ატლანტიდის ექსპედიციის ხელმძღვანელი, დოქტორი ელისაბედ ვეირი წარსულში არ მოხვდა (ეს ალტერნატიულ რეალობაში მოხდა) და მისი მოსმენის შემდეგ ლანტიელთა უმაღლესმა საბჭომ მისი განადგურება არ გადაწყვიტა. ხოლო მეორე ჯამპერი ირმის ნახტომში იმყოფებოდა, რომლითაც SG–1-მა წარსულში იმოგზაურა.

სახაზო კრეისერი „ავრორა“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველების მძლავრი კოსმოსური კრეისერი, რომელიც საგანგებოდ რეიფთა წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა. „ავრორა“ აღჭურვილია რამდენიმე დრონების გამშვები შახტით, მძლავრი ფარებით, ქვე- და ზესინათლური ძრავებით, რომლის სიჩქარე 2-ჯერ აღემატება სინათლის სიჩქარეს და ვარსკვლავთშორისი ჰიპერძრავით. ხომალდს შეუძლია რეიფთა რამდენიმე სკა-ხომალდი გაანადგუროს დრონული ჭურვების დიდი რაოდენობის წყალობით და ამასთანავე, საკმაოდ მძლავრი ფარებით მცირე დაზიანება მიიღოს. სერიალში ვარსკვლავთკარიბჭე ატლანტიდა ნაჩვენებია ამ კლასის მხოლოდ ოთხი ხომალდი: 1-ლი — „ავრორა“, პეგასის შორეულ კუთხეში აღმოაჩინეს ატლანტიდელებმა, მაგრამ იძულებულნი გახდნენ, რომ გაენადგურებინათ, ვიდრე რეიფებისთვის ჩაეგდოთ ხელში (2.09); მე-2 — „ორიონი“, აღმოაჩინეს განადგურების პირას მდგარ პლანეტა ტარანისზე (2.19), იგი რეიფთა ორმა სკა–ხომალდმა გაანადგურა, მაგრამ ხომალდმა შეძლო და ერთი მათგანი გაანადგურა (3.01); მე-3 „დედალოსს“ წააწყდა პეგასსა და ირმის ნახტომს შორის სივრცეში და მასზე ცოცხალი ლანტიელები იმყოფებოდნენ (3.10); ხოლო მე-4 ჯონ შეპარდისგან მოხეტიალეებმა მიიღეს „საჩუქრად“ (4.05), მაგრამ ვარსკვლავთკარიბჭის აფეთქების შედეგად განადგურდა ატეროს დანადგარის ამოქმედებისას (5.10).

ქალაქი–ხომალდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფიფქის ფორმის უზარმაზარი კოსმოსური ხომალდი, ცენტრალურ კოშკში ვარსკვლავთკარიბჭით, შეიძლება ერთადერთი კლასია, რომელიც აღჭურვილია გვირაბული ძრავით. ხომალდი აღჭურვილია ენერგეტიკული ფარით, დრონული იარაღით, გამაუჩინერებელი დანადგარით, ჯამპერების დოკებით და პირსებით, რომლებზეც გაჩერება შეუძლიათ „დედალოსის“ და „ავრორას“ კლასის ხომალდებს.

სამეცნიერო–საკვლევი ხომალდი „ბედისწერა“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ბედისწერა“ ძველებმა ააგეს თითქმის 60 მილიონი წლის წინ, როდესაც აღმოაჩინეს გაურკვეველი სახის გამოსხივება, აღმოჩნდა, რომ ეს გამოსხივება სიგნალს წარმოადგენს და მისი წარმოშობა ჯერ კიდევ დიდ აფეთქებამდე მოხდა. „ბედისწერამ“ ირმის ნახტომი და პეგასი მრავალი მილიონი წლის წინ დატოვა და ამ დროისთვის მრავალი მილიარდი სინათლის წლით დაშორებული შორეულ გალაქტიკებში სიგნალის წყაროს დაეძებს. „ბედისწერა“ აღჭურვილია ენერგეტიკული ფარებით, იმპულსური იარაღით, ქვესინათლური და ზესინათლური ძრავებით, მაგრამ არ აქვს ჰიპერძრავები, გემბანზე აქვს ვარსკვლავთკარიბჭე, რომელთან დაკავშირება მხოლოდ ცხრაშევრონიანი კოდით შეიძლება, თანაც აქვს სამი შატლი.

„ბედისწერის“ შატლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს პატარა ხომალდი გარკვეულწირად ჯამპერის წინამორბედს წარმოადგენს, მაგრამ არ აქვს გამაუჩინარებელი მოწყობილობა და შედარებით სუსტი შეიარაღება აქვს. ჯამპერის მსგავსად, აღჭურვილია პლანეტთაშორისი ძრავებით, ენერგეტიკული ფარით და მცირე ზომის ქვემეხებით.

მთესავი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთესავი — ეს არის ავტომატიზირებული კოსმოსური ხომალდი, რომელიც გალაქტიკებში მოძრაობს და სხვადასხვა პლანეტებზე ვარსკვლავთკარიბჭეებს დგამს, ასაშენებლად საჭირო ნაკვადას კი პლანეტებზე პოულობს. ეს ხომალდი „ბედისწერის“ შემცირებულ ვარიანტს წარმოადგენს, თავად „ბედისწერა“ კი ამ ტიპის რამდენიმე ხომალდს უკან მიჰყვება და მათ მიერ გათვლილ კურსს მისდევს. ეს ხომალდი ძალზე სუსტი სამიზნეა, მას არც ფარები აქვს, არც შეიარაღება. იგი, გარკვეულწილად, გალაქტიკათშორის ვარსკვლავთკარიბჭეთა ქარხანას წარმოადგენს.

ორაი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორაის კრეისერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ გიგანტურ ხომალდს ორაები ირმის ნახტომში „ჯვაროსნული ლაშქრობისთვის“ იყენებდნენ. უნივერსალური ხომალდი, შეიარაღებული ერთი მთავარი და რამდენიმე მცირე ქვემეხით. ხომალდის მთავარ ქვემეხს შეუძლია გოა'ულდთა სტანდარტული ჰა'ტაკი ერთი გასროლით გაანადგუროს, მაშინ, როდესაც ტაუ'რის „დედალოსები“ ამ ქვემეხის სამ გასროლასაც კი უძლებენ. მცირე ქვემეხები კი ძირითადად მცირე სამიზნეების გასანადგურებლად გამოიყენება, თუმცა მათაც შეუძლიათ ჰა'ტაკების განადგურება რამდენიმე გასროლით.

კრეისერის ფარი შეიძლება იმდროინდელი თავდაცვითი ტექნოლოგიების მწვერვალად ჩაითვალოს, ფარის გარღვევა არც ტაუ'რის რაკეტებს, არც გოა'ულდთა ქვემეხებს და არც ასგარდთა იარაღს შეეძლო, ჩულაკის ბრძოლის დროს ბრა'ტაკმა ერთ-ერთ ხომალდს თავისი ჰა'ტაკით ტარანზე შეუტია, მაგრამ ხომალდი მხოლოდ ფარზე დაიმსხვრა, კრეისერს კი ვერანაირი დაზიანება ვერ მიაყენა. ფარის გამორთვა შესაძლებელი გახადა ასგარდთა უკანასკნელმა გამოგონებამ, სხივურ-პლაზმურმა ქვემეხებმა, რომლებიც ორი-სამი გასროლით კრეისერის ფარებსაც თიშავდა და ხომალდსაც დამატებითი ერთი გასროლით ანადგურებდა.

ენერგოგენერატორად ამ ხომალდს აქვს რგოლის ფორმის დანადგარი, რომელიც ვარსკვლავთკარიბჭეს ჰგავს, რგოლის შიგნით მთელ სივრცეს ავსებს ცისფერი სფერო, რომელიც ენერგიას გამოიმუშავებს, მისი ენერგია საკმარისია იარაღის, ენერგეტიკული ფარის, ძრავების და ხომალდის შიგნითა სისტემების ენერგომოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

ჯვაროსნული ლაშქრობის დროს ორაებმა სამი ასეთი ხომალდი დაკარგეს: პირველი ზეკარიბჭის გახსნას ემსხვერპლა. როდესაც ტაუ'რიმ პეგასის გალაქტიკიდან შავი ხვრელით ზეკარიბჭის გახსნა შეძლეს, გახსნის დროს წარმოქმნილმა არამდგრადმა ქარიშხალმა ხომალდი ორად გახლიჩა (10.03); დანარჩენი ორი კი „ოდისევსმა“ გაანადგურა, როდესაც ასგარდთა ტექნოლოგიებით აღჭურვილი „ოდისევსის“ განადგურებას ცდილობდნენ, „ოდისევსმა“ ისინი სხივურ–პლაზმური ქვემეხებით გაანადგურა (10.20).

ორაის გამანადგურებელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ მცირე ზომის კოსმოსურ ხომალდებს ორაების მეომრები იყენებდნენ ირმის ნახტომის დაპყრობის დროს. ეს ხომალდები გამოიყენებიან როგორც მზვერავები, ისინი ბევრად დიდები არიან გლაიდერებზე, მაგრამ ალ'კეშებთან შედარებით პატარები არიან. ხომალდის ენერგეტიკული იარაღი შეიძლება გამოიყენოს არა მარტო როგორც საჰაერო ან კოსმოსური ბრძოლისთვის, არამედ ბომბდაშენისთვის, თანაც მას აქვს ენერგეტიკული ფარი, რაც ამ ზომის ხომალდებისთვის იშვიათობაა. ფარი იმდენად მძლავრია, ალ'კეშიშთვისაც კი რთულია მათი გარღვევა (ეს კარგად გამოჩნდა ჩულაკის ბრძოლის დროს).

გამანადგურებლების ანგარი განთავსებულია კრეისერის ცხვირა ნაწილში, სადაც შეიძლება 500-მდეც კი ინახებოდეს. კრეისერის მსგავსად, ამ ხომალდსაც აქვს ენერგეტიკული რგოლები, რაც საკმარისია მისი იარაღის, ფარის და ძრავების ენერგიით უზრუნველსაყოფად.

ასგარდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრეისერი „ბელისკნერი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ბელისკნერი“, ასგარდთა მთავარი საბრძოლო და სამეცნიერო ხომალდი იყო მრავალი წლის განმავლობაში, გარეგნულად ამ ხომალდს უროს ფორმა აქვს სახელურზე ორი ფრთით და თითქმის შავი ფერისანი იყვნენ. ხომალდს ძალზე მგრძნობიარე სენსორები აქვს, რომლებსაც ხომალდის შიგნით და ახლომახლო ნებისმიერი ორგანიზმის დაფიქსირება შეუძლიათ, მათი დაზიანების შემთხვევაში ხომალდი სითბურ სენსორებს იყენებს. ხომალდზე არსებობს ავტომატური სამედიცინო სისტემა, რომელიც ეკიპაჟის წევრებს დაშავების ან დაავადების შემთხვევაში კურნავდა, მაგრამ სისტემაში უცხოს ჩარევას პაციენტის დაღუპვა შეეძლო. ეს ხომალდები ძალზე მძლავრია გოა'ულდთა ჰა'ტაკებთან შედარებით, მაგრამ ანუბისის ხომალდები, რომლებიც ძველების დამცავი სისტემემით იყვნენ აღჭურვილნი, ამ ხომალდებისთვის სახიფათო მეტოქეები იყვნენ.

სახაზო ხომალდი „ო'ნილი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ ხომალდს სახელი ეწოდა პოლკოვნიკი ჯეკ ო'ნილის პატივსაცემად, რომელიც პირველი ადამიანი იყო, ვინც ასგარდებთან ვიზუალური კონტაქტი დაამყარა. ეს ხომალდი ბევრად დიდი, მძლავრი და დაცულია „ბელისკნერებთან“ შედარებით, რომლის მთლიანად ჩანაცვლებას ასგარდები ამ ხომალდებით აპირებდნენ. და რამდენიმე მათგანი უკვე მზად ჰქონდათ ორაების ჯვაროსნული ლაშქრობის დაწყებისთვის.როდესაც მოხდა ბრძოლა P3Y–229-თან, ასგარდთა მხრიდან მხოლოდ ამ კლასის ერთი ხომალდი მონაწილეობდა, რომელმაც, მიუხედავად თავისი გაბარიტებისა, ძალზე მკვეთრი მოძრაობები შეასრულა და თუ არ ჩავთვლით ტაუ'რის „ოდისევსს“ და ლუციანთა კავშირის მთავარ ხომალდს, ბრძოლაში ყველაზე დიდხანს გაძლო.

სამეცნიერო ხომალდი „დანიელ ჯექსონი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ ხომალდს სახელი ეწოდა დოქტორი დანიელ ჯექსონის პატივსაცემად, რომელიც პირველი დაუკავშირდა მათ. ეს ხომალდებიც „ბელისკნერების“ ჩასანაცვლებლად შეიქმნა, ოღონდ ასგარდი მეცნიერებისთვის. მართალია, რომ ეს ხომალდი შეიარაღებით მნიშვნელოვნად ჩამორჩება „ბელისკნერს“ და „ო'ნილს“, მაგრამ მისი ფარები ბევრად მძლავრია. ამ ხომალდებზე დაყენებულია ისეთივე იონური ქვემეხები, როგორიც „ო'ნილზე“, გარდა ამისა, ხომალდი შეიარაღებულია რეპლიკატორთა დამშლელით. „დანიელ ჯექსონი“ აღჭურვილია ძალზე მძლავრი გალაქტიკათშორისი ჰიპერძრავით, რაც მას აიდადან (ასგარდათა მშობლიური გალაქტიკა) ირმის ნახტომამდე მანძილს ძალზე მცირე დროში აფარვინებს. ამ კლასის ხომალდი იყო თორის ფლაგმანიც, რაც მის მნიშვნელობაზე მიუთითებს.

თორის ფლაგმანზე დამონტაჟებული იყო პლანეტარული მასშტაბის რეპლიკატორთა დამშლელი, რომელიც გასროლის შემთხვევაში რეპლიკატორებს მთელ პლანეტაზე ანადგურებდა.

ვანირთა ხომალდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვანირები – ასგარდთა ფრაქცია პეგასის გალაქტიკაში, რომლებიც გენეტიკური დეგრადაციის თავიდან ასაცილებლად ცდებს ადამიანებზე ატარებდნენ.

ეს ხომალდები აღჭურვილია ენერგოველების გენერატორებით, რაც მას საშუალებას აძლევს ისეთ მძლავრ ფარებშიც კი გაიაროს, როგორიცაა ატლანტიდისმაგვარი ქალაქი–ხომალდების ფარები. ხომალდი აღჭურვილია ვარსკვლავთაშორისი ჰიპერძრავით, ამასთანავე შეუძლია ჰიპერგვირაბი პლანეტის ატმოსფეროში, ზედაპირთან ძალიან ახლოს გახსნას. მიუხედავად ასეთი ტექნოლოგიური უპირატესობისა, ამ ხომალდების შეიარაღება და ფარები იმდენად სუსტია, რომ მოხეტიალეების ხომალდებს (რომლებიც ლანტიელების, ტაუ'რის და სხვა ასგარდების ხომალდებთან შედარებით ტექნოლოგიურად ბევრად ჩამორჩენილები არიან) ძალზე ადვილად შეუძლიათ მათი განადგურება, მაშინაც კი, როდესაც ვანირებს რიცხობრივი უპირატესობა აქვთ.

გოა'ულდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გოა'ულდების კოსმოსური ხომალდები ძველების ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული, მაგრამ მათი ხომალდებისგან განსხვავდებიან ფორმით და აგებულებით. ხომალდებში ენერგია გადაეცემა სხვადასხვა ფერის კრისტალებით, რომელთა არასწორმა მოქმედებამ შეიძლება ხომალდის ყველა სისტემა გამოიყვანონ მწყობრიდან. გოა'ულდები თავს ღმერთებად თვლიდნენ და თავიანთ ხომალდებსაც დამორჩილებულ ხალხებში შიშის ჩასანერგად იყენებდნენ. მაგრამ მათმა ხომალდებმა ვერ იხსნეს მათი იმპერია, მისი დამხობის შემდეგ გადარჩენილი ხომალდები გადაინაწილეს თავისუფალმა ჯაფაებმა, ტოკ'რამ და ლუციანთა კავშირმა (ყაჩაღების და მეკობრეების გაერთიანება).

სიკვდილის გლაიდერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გოა'ულდების ორადგილიანი გამანადგურებელი, გამოიყენება მიწისზედა სამიზნეების გასანადგურებლად, ამასთანავე შეუძლია საჰაერო და კოსმოსური ბრძოლების გამართვაც, შეიარაღებულია ენერგეტიკული იარაღით, რომელიც ძალიან ჰგავს ჯაფას პლაზმურს შუბს. ვინაიდან ამ ხომალდებზე არ არის ჰიპერძრავები, იგი ინახება ბაზების ან ჰა'ტაკების ანგარებში. არსებობს მათი მრავალი მოდიფიკაცია, რომელიც იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ სისტემურ ლორდს ეკუთვნის იგი.

ხომალდებს ბრძოლის წარმოება შეუძლიათ პლანეტის ატმოსფეროში და კოსმოსურ სივრცეშიც. როგორც ყველა სხვა ხომალდებზე, მასზეც არის ინერციის ჩამქრობები, თუმცა ისინი არ არის იმდენად მძლავრი, როგორც ტაუ'რის F–302-ზე და ისინი არ არის ეფექტიანი მაღალ სიჩქარეებზე. როდესაც ტილ'კმა აჯანყება წამოიწყო, გლაიდერებზე დააყენეს დაბრუნების პროგრამა, რაც გატაცებულ გლაიდერს მისი პატრონი სისტემური ლორდის მთავარ პლანეტაზე აბრუნებდა.

გოა'ულდთა იმპერიის დამხობის შემდეგ ეს ხომალდები თავისუფალ ჯაფათა, ტოკ'რას და ლუციანთა კავშირს ნადავლად ერგოთ.

ტელ'ტაკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტელ'ტაკი — პირამიდისმაგვარი პატარა ხომალდი, ცხვირა ნაწილი ძალზე წინაა წაგრძელებული, ქვედა გვერდითი წიბოები კი უფრო განზეა გაწეული და თავისებურად ფრთებს წარმოქმნის. ფრთების ბოლოები დაშვების დროს შიგნით შედის, აფრენის დროს კი კვლავ გამოდის. ხომალდი გაყოფილია ორ ნაწილად — მთავარ გემბანად და სატვირთო ნაკვეთურად ტრანსპორტული რგოლებით, ისინი გაყოფილია ტიხრით, რომელიც შეიძლება გაიხსნას მეტი ტვირთის დასატევად. ტელ'ტაკის მთავარი დანიშნულება ტვირთის და მგზავრების გადაყვანაა.

ეს ხომალდი აღჭურვილია ენერგეტიკული ფარებით, მცირე ზომის ქვემეხებით, გამაუჩინარებელი დანადგარით, ჰიპერძრავით და ტრანსპორტული რგოლებით. მცირე ზომების წყალობით ეს ხომალდი ძალზე მანევრირებადია, მაგრამ მისი სიჩქარე ბევრად ჩამორჩება ჰა'ტაკების და ალ'კეშების სიჩქარეს.

სადესანტო ხომალდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ ხომალდებს გოა'ულდები ჯაფა–მეომრების გადასაყვანად იყენებდნენ, მას შეუძლია ასობით მეომარი გადაიყვანოს, იგი თითქმის 2–ჯერ გრძელია ალ'კეშზე, აქვს ენერგეტიკული ფარები და ტრანსპორტული რგოლები, მაგრამ უცნობია, აქვს თუ არა შეიარაღება. ეს ხომალდი სერიალში ვარსკვლავთკარიბჭე SG–1 ძალზე იშვიათად ჩნდება.

ალ'კეში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალ'კეში, როგორც გოა'ულდთა ხომალდების უმრავლესობა, ფორმით პირამიდას ჰგავს. ქვედა გვერდითი წიბოებიდან ცხვირამდე ორი დიდი ფრთაა გადაჭიმული. ფრთებზე დაყენებულია ოთხი ქვესინათლური ძრავა, ამასთანავე, აქვს ჰიპერძრავაც, რაც ჰიპერსივრცეში გადაადგილების საშუალებას აძლევს. ხომალდის სისტემები გოა'ულდთა სტანდარტული კრისტალებით იმართება.

ხომალდი აღჭურვილია ორი ენერგეტიკული ქვემეხით, რომელიც ფსკერზე დამაგრებულ მბრუნავ კოშკურებზეა დაყენებული. ამასთანავე, ალ'კეშს აქვს პლაზმური ბომბები, საკმაოდ მძლავრი, რომ სქელი გრუნტი გაარღვიოს. ალ'კეშის იარაღის დამანგრეველი ძალა ბევრად აღემატება სიკვდილის პლანერის იარაღისას, აქვს გამაუჩინარებელი დანადგარი, ასე რომ, ამ უკანასკნელს მხოლოდ მანევრირებაში ჩამორჩება. ხომალდი აღჭურვილია ენერგეტიკული ფარითაც, მაგრამ მისი სიმძლავრე ძალზე საკამათოა, ვინაიდან ტაუ'რის რამდენიმე რაკეტასაც კი შეუძლია მათი გამორთვა. ალ'კეში საბრძოლოდ ხშირად გამოიყენება და ჩვეულებრივ, რამდენიმე სიკვდილის პლანერით იფარება.

ალ'კეშის სატვითო ნაკვეთური ძალზე დიდია და რამდენიმე ვარსკვლავთკარიბჭის დატევა შეუძლია, ამასთანავე აღჭურვილია ტრანსპორტული რგოლებითაც. ალ'კეშს შეუძლია მატარებლის მაგივრობა გასწიოს, როდესაც ტვირთს ვაგონებივით ჩაუბამენ.

ალ'კეშის სიგრძე 35 მეტრია.

ჰა'ტაკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ ხომალდს პირამიდისმაგვარი ფუძე და გარშემო გარკვეული ფორმის კონსტრუქცია აქვს „შემოვლებული“. მას ძირითადად სამეთაურო ფუნქცია აქვს დაკისრებული, მაგრამ მარტოსაც შეუძლია მოწინააღმდეგის მცირე ხომალდების განადგურება თავისი მძლავრი შეიარაღებით, მაგრამ, ასგარდების „ო'ნილებთან“, ძველების „ავრორებთან“ და ორაების კრეისერებთან შედარებისას ისინი საკმაოდ პრიმიტიულები არიან.

გოა’ულდების იმპერიის დამხობის შემდეგ ისინი ტოკ'რას, თავისუფალი ჯაფაების და ლუციანთა კავშირის შემადგენლობაში გადავიდნენ.

სისტემური ლორდის ფლაგმანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სისტემური ლორდები გოა'ულდთა იმპერიის უმნიშვნელოვანესი პიროვნებები არიან. მათი პირადი ხომალდებიც გამოირჩევიან სხვა ხომალდებისგან, რომლებიც ძირითადად ჰა'ტაკებზე არიან დაფუძნებულნი.

რას ფლაგმანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს გიგანტური პირამიდის ფორმის ხომალდი შეიძლება ჰა'ტაკების წინამორბედად ჩაითვალოს. იგი უზენაეს სისტემურ ლორდს, რას, ეკუთვნოდა, მისი სიკვდილის შემდეგ კი მის ვაჟს, ჰერუურს. ხომალდზე რამდენიმე ანგარი არსებობს, რომლებიც გლაიდერებისთვის, ტრანსპორტებისთვის და ალ'კეშებისთვის არის განკუთვნილი. ფლაგმანი ჯეკ ო'ნილის რაზმმა გაანადგურა, როდესაც აბიდოსიდან გაქცევას აპირებდა. დანიელ ჯექსონმა ტრანსპორტული რგოლებით მისი ხომალდის ბორტზე ნაკვადათი გამდიდრებული ბირთვული ბომბი გადაიტანა, რამაც ხომალდი არნახული სიმძლავრით ააფეთქა.

აპოფისის ფლაგმანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს ხომალდი სისტემურმა ლორდმა სოკარმა ააგო, როდესაც თავისი მძლავრი ფლოტით სხვა სისტემური ლორდების დამორჩილებას აპირებდა, მისი სიკვდილის შემდეგ მისი ფლოტიც და ფლაგმანიც აპოფისმა მიითვისა. ამ ხომალდს მრავალი უპირატესობა გააჩნია ჩვეულებრივ ჰა'ტაკებზე: იგი ბევრად დიდია, უფრო სწრაფი ჰიპერძრავა აქვს, ამასთანავე ბევრად მძლავრი შეიარაღება აქვს, რომლითაც შეუძლია სტანდარტული ჰა'ტაკი ექვსი გასროლით გაანადგუროს. ჰერუურის განადგურების შემდეგ აპოფისმა გადაწყვიტა ტოკ'რას ბაზა გაენადგურებინა პლანეტა ვორაშზე, მაგრამ სამანტა კარტერმა ვორაშის ვარსკვლავი ააფეთქა, გამოტყორცნილმა მატერიამ აპოფისის მთელი ფლოტი გაანადგურა, აპოფისმა ჰიპერსივრცეში გაქცევა მოასწრო, მაგრამ აფეთქების ენერგიამ იგი ძალიან შორს, აიდას გალაქტიკაში გადააგდო, სადაც პირისპირ შეეჩეხა რეპლიკატორების საპატრულო ხომალდს. რეპლიკატორებმა ხომალდზე გადასვლა შეძლეს და მისი დაინფიცირება დაიწყეს, აპოფისმა ხომალდის მტრისთვის დატოვება არ მოისურვა და თვითგანადგურების პროგრამა ჩართო, პროგრამის გამორთვა რეპლიკატორებმა ვარ მოახერხეს და ხომალდი აფეთქდა.

ანუბისის ფლაგმანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამაღლების შემდეგ ანუბისს ხელი მიუწვდა ძველთა ცნობიერებისკენ, მაგრამ ძველებს არ სურდათ, რომ მათ შორის ძალაუფლების მოსურნე ყოფილიყო და ანუბისი თავიანთი რიგებიდან გამოაძევეს, თუმცა მან ძველთა ცოდნა იმას მოახმარა, რომ თავისი ხომალდები, მათ შორის ფლაგმანიც (რომელიც ორი ცალი ააგო), ძველთა ტექნოლოგიებით აღჭურვა.

ეს უზარმაზარი ხომალდი სხვა სისტემური ლორდების ფლაგმანებისგან იმით განსხვავდება, რომ, მისი საფუძველი პირამიდა არ არის. პირამიდის ნაცვლად, ხომალდის ცენტრში სპეციალური დანადგარია დამონტაჟებული, რომელიც თავის მხრივ, მასობრივი განადგურების იარაღს წარმოადგენს. დანადგარი აქტივაციის დროს მაღლა იწევა, შემდეგ, მისი ხუფი ყვავილივით „იშლება“, „ფურცლებზე“ ენერგიის ნაკადები წარმოიქმნება, ნაკადებს ორი რეჟიმი აქვთ, პირველ შემთხვევაში, ერთი ენერგეტიკული ნაკადი იქით მიემართება, საითაც „ფურცელია“ მიმართული, ეს რეჟიმი ხომალდების გასანადგურებლად გამოიყენება; ხოლო მეორე შემთხვევაში ნაკადები დანადგარის თავზე ერთ წერტილში იკრიბებიან და წარმოქმნიან სხივს, რომელსაც პლანეტების ლითოსფეროს განადგურება შეუძლია.

ანუბისმა აბიდოსის განადგურების შემდეგ გეზი ლანგარასკენ აიღო, ვინაიდან იცოდა, რომ მასზე ნაკვადრიუმის დიდი მარაგები არსებობდა, მაგრამ იქ იგი ბა'ალის ფლოტის ალყაში მოჰყვა და განადგურდა, თუმცა ანუბისმა გაქცევა მოასწრო.

რამდენიმე ხნის შემდეგ ანუბისმა მეორე ხომალდი ააგო და სხვა სისტემური ლორდების წინააღმდეგობის ჩახშობის შემდეგ 30 ჰა'ტაკით დედამიწას შემოარტყა ალყა, თუმცა ამჯერადაც დამარცხდა. ჯეკ ო'ნილმა ძველების ავანპოსტი აღმოაჩინა ანტარქტიდაზე და იქიდან, ანუბისის ფლოტს დრონების ხროვა შეუსია, დრონებმა ყველა ხომალდი გაანადგურეს, მათ შორის ფლაგმანიც.

კოსმოსური სადგური „ჰასარა“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს კოსმოსური სადგური მდებარეობდა გოა'ულდთა იმპერიის ნეიტრალურ ტერიტორიაზე, ვარსკვლავ ჰასარას სისტემაში. ათასწლეულების განმავლობაში „ჰასარა“ სისტემური ლორდების შეხვედრის ადგილი იყო, სადაც იმპერიის მნიშვნელოვან ამბებს წყვეტდნენ.

2005 წელს, მორიგ შეხვედრაზე, სისტემურმა ლორდმა ბა'ალმა თავისი წარმომადგენელი გაგზავნა სხვა სისტემურ ლორდებთან მშვიდობის დამყარებაზე, სწორედ იმ დროს შეუტია ჰასარას რეპლიკატორთა ფლაგმანმა რეპლიკარტერის მეთაურობით, რეპლიკარტერმა ყველა სისტემური ლორდი დახოცა, კოსმოსური სადგური კი ახალი რეპიკატორების საწარმოებლად გადაამუშავებინა.

რეიფები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეიფთა ხომალდები ბოიტექნოლოგიის უნიკალურ ნიმუშებს წარმოადგენენ, მათი ხომალდები მცენარის მაგვარი მასალისგანაა აგებული და თვითაღდგენის უნარი გააჩნიათ, ამ თვისების გამო რეიფებმა უარი თქვეს ენერგეტიკულ ფარებზე. ჰიპერსივრცეში მოძრაობის დროს, ფარების უქონლობის გამო, ჰიპერსივრცის რადიაცია დამღუპველად მოქმედებს ხომალდის ორგანულ კორპუსზე, ამიტომ რეიფთა ხომალდები მიზნამდე ჰიპერსივრცეში ერთბაშად კი არა, ნახტომ–ნახტომ მოძრაობენ, დროდადრო ჰიპერსივრციდან გამოდიან და კორპუსის აღდგენას ელოდებიან, შემდეგ კი კვლავ ჰიპერსივრცეში გადადიან.

ისარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მცირე ზომის გამანადგურებელი, რომელიც ადამიანების გასატაცებლად და სკა–ხომალდებზე ან კრეისერებზე გადასაყვანად გამოიყენება. მისი ზომები მას ვარსკვლავთკარიბჭეში გასვლის საშუალებას აძლევს, ამიტომ, ამ ხომალდებზე ასაკრეფი ხელსაწყოც არის. მაგრამ, იგი ძირითადად სკა–ხომალდების ან კრეისერების მიერ გადაადგილდება. ბრძოლის დროს პილოტები თავგანწირვით ცდილობენ დაიცვან მატარებელი ხომალდი (სკა–ხომალდი ან კრეისერი), მისი განადგურების შემთხვევაში, ვინაიდან ამ ხომალდებზე არ არის ჰიპერძრავა, ისინი კამიკაძეზე უტევენ მოწინააღმდეგეს.

ისარზე დაყენებულია ტრანსპორტული სხივი, რომლითაც რეიფები ადამიანებს იტაცებენ, ამასთანავე, ამ ტექნოლოგიით პილოტს შეუძლია ხომალდიდან გადმოვიდეს, თავად გამანადგურებელი კი ავტოპილოტით უკან ბრუნდება.

პილოტის კაბინას ენერგეტიკული ხუფი აქვს, რომელიც მას კოსმოსური რადიაციისგან და ჰაერის გაპარვისგან იცავს, იგი გაუმტარია და შიგნიდან მოყავისფრო დისპლეის ჰგავს, რომელზეც საჭირო ინფორმაცია ჩანს.

სატრანსპორტო ხომალდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ ხომალდს რეიფთა წარჩინებული პირები, როგორებიც არიან დედოფლები და ელჩები, იყენებენ. ამასთანავე იგი გამოიყენება, როგორც ტრანსპორტი და/ან შატლი. იგი ისარზე და ჯამპერზე შედარებით დიდია და იგივე დანიშნულება აქვს, რაც გოა'ულდთა ტელ'ტაკს. ამასთანავე ამ ხომალდს აქვს ჰიპერძრავა. აქვს თუ არა შეიარაღება, უცნობია.

კრეისერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს ხომალდები თითქმის ტაუ'რის „დედალოსის“ კლასის ხომალდების ზომისაა, რომელიც ძირითადად სკა–ხომალდების ესკორტირებისთვის გამოიყენება. ბრძოლის დროს კი ამ უკანასკნლის მხარდამჭერად გამოიყენება. სკა–ხომალდის განადგურების შემთხვევაში კი ბრძოლის ველს ტოვებს — ჰიპერნახტომს ასრულებს.

ხანდახან, კრეისერები სანადიროდ მარტონი გადიან და ძირითადად ადამიანთა იმ კოლონიებს უტევენ, რომლებსაც მათთვის წინააღმდეგობის გაწევა არ ძალუძთ. რეიფთა სხვა ხომალდების მსგავსად, არც კრეისერებია ფარებით დაცული, მათ როლს ასრულებს ორგანული კორპუსი, რომელსაც რეგენერაციის უნარი აქვს.

ბრძოლის დროს ერთ სკა–ხომალდს სამი კრეისერი უწევს ესკორტირებას. მიუხედავად იმისა, რომ კრეისერებზეც არის ჰიპერძრავა, ისინი ჰიპერსივრცეში სკა–ხომალდთან ერთად გადადიან. ცნობილია, რომ ამ ხომალდებზე არის ისართა ანგარიც.

სკა–ხომალდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეიფთა სკა–ხომალდები — მათი ფლოტის უდიდესი ხომალდები არიან. მათ იგივე ფუნქცია აკისრიათ, რაც ძველების ქალაქი–ხომალდებს. ამ ხომალდებზე ათასობით რეიფი და უცნობი რაოდენობის ისრები შეიძლება განთავსდეს. ხომალდები, გარკვეულწილად, ავიამზიდების როლს ასრულებენ, რომელთა ესკორტორებასაც კრეისერები ასრულებენ.

თავისი ზომების მიუხედავად, სკა–ხომალდებს პლანეტის ატმოსფეროში შესვლა და ზედაპირზე დაშვება შეუძლიათ. დაშვების შემდეგ, ორგანული მასალის წყალობით, ხომალდის ზედაპირი მცენარეებით იფარება. პლანეტის ზედაპირზე ხომალდი შეიძლება ასწლეულებით დარჩეს, მაგრამ ამ დროის შემდეგაც კი მისი ამუშავება სწრაფად შეიძლება.

როგორც ყველა სხვა ხომალდი, სკა–ხომალდებიც ჰიპერძრავებითაა აღჭურვილი, მაგრამ ამ სისტემას ერთი ნაკლი აქვს — ვინაიდან სკა–ხომალდს არ აქვს ენერგეტიკული ფარები, ჰიპერსივრცის რადიაცია მის ორგანულ კორპუსს ნელ–ნელა შლის, ამიტომაც ხომალდი იძულებულია გარკვეული დროის შემდეგ დაზიანებული კორპუსის აღსადგენად ჰიპერსივრციდან გამოვიდეს, შემდეგ კი მოძრაობა გააგრძელოს.

სუპერსკა–ხომალდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს ხომალდი შექმნა თოდის ერთ–ერთმა ხელქვეითმა, როგორც რეიფთა უკანასკნელი საშუალება, რომელიც დედამიწამდე მიაღწევდა. სუპერსკა–ხომალდის ენერგორეაქტორად გამოიყენეს ნულოვანი წერტილის მოდული, რომელიც ასურასიდან წამოიღეს. ნუწემიდან გამოყოფილი ენერგია მთლიანად მოხმარდა ხომალდის ზომაში ზრდას, კორპუსის გამაგრებას და იარაღის და სხვადასხვა სისტემის, მათ შორის, ჰიპერძრავის, გაძლიერებას. ზომით ეს ხომალდი ატლანტიდისმაგვარი ქალაქი–ხომალდისხელა იყო, მისი კორპუსი იმდენად მტკიცე იყო, რომ ასგარდების სხივურ–პლაზმურმა ქვემეხებმაც კი მინიმალური ზიანი მიაყენეს. მისი სენსორები კი იმდენად მგრძნობიარე გახდა, რომ გაუჩინარებული ჯამპერის აღმოჩენაც კი შეეძლო.

ეს ხომალდი ვარსკვლავთშორის სივრცეში თანდათანობით ითვისებდა ნუწემის ენერგიას, სანამ არ დააფიქსირა ჯერ გაუჩინარებული ჯამპერი, ხოლო შემდეგ, თავდამსხმელი „დედალოსი“. სავარაუდოდ, ხომალდი „დედალოსს“ აუცილებლად გაანადგურებდა, რომ არ დაეფიქსირებინა პარალელური სამყაროდან მოსული სიგნალი, სადაც მოცემული იყო დედამიწის კოორდინატები, დრო არ დაკარგა და მაშინვე ირმის ნახტომისკენ გაეშურა. ირმის ნახტომთან მას შეებრძოლნენ დედამიწის ხომალდები — „აპოლონი“ და „სუნ–ცზი“, მაგრამ იგი ვერც მათ შეაჩერეს. დედამიწასთან მისულმა ისრების ხროვა გაუშვა ძველების სავარძლის გასანადგურებლად, რომ ყველანაირი პოტენციური საფრთხე გამოერიცხა. ხოლო ორიოდე საათის შემდეგ თავად დაიწყო მოძრაობა.

სწორედ ამ დროს შეუტია მას ატლანტიდამ, რომელმაც პეგასის გალაქტიკიდან ირმის ნახტომამდე გვირაბული ძრავით მოაღწია. ორმხრივ სროლაში სუპერსკა–ხომალდის დარტყმებმა ატლანტიდა ატმოსფეროში შეიყვანა. მოულოდნელად ატლანტიდამ სროლა შეწყვიტა და პლანეტისკენ დაეშვა და იმწამსვე აფეთქდა ბირთვული ბომბით დატვირთული F–302, რომელიც ხომალდის ანგარში ჯონ შეპარდმა დატოვა, მცირე ზომის გამანადგურებლის აფეთქებამ კი მთელი სკა–ხომალდი ააფეთქა. შედეგად, რეიფებმა დაკარგეს ერთადერთი უმძლავრესი ხომალდი, რომელიც ოდესმე შექმნეს.

რეპლიკატორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეპლიკატორები თავიანთ ხომალდებს, თავიანთ მსგავსად, მათი შემადგენელი ბლოკებისგან აწყობდნენ.

საპატრულო ხომალდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უცნობი კონსტრუქციის ხომალდი, რომელიც სერიალში მხოლოდ ორჯერ გამოჩნდა. გარეგნული იერით, ეს ხომალდი არ შედგება ბლოკებისგან, რაც საშუალებას იძლევა, ვივარაუდოთ, რომ იგი ასგარდების აწყობილია, ვინაიდან მისი ენერგეტიკული ფარები ძალიან მძლავრია და თანაც შეიარაღებულია ცისფერი სხივებით, რაც ასგარდთა იარაღს უფრო ჰგავს. როგორც ყველა კოსმოსური ხომალდი, იგი აღჭურვილია ჰიპერძრავით.

ობობა–ხომალდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს ხომალდი შექმნა რეპლიკატორმა მეხუთემ, როდესაც ასგარდების ახალ მშობლიურ პლანეტა ორილს შეუტია, მაგრამ მისი კრეისერი განადგურებული იყო და უკანდახევა აღარ შეეძლოთ, ხოლო ასგარდების რეპლიკატორთა დამშლელი გასასროლად მზად იყო. რეპლიკატორები ერთად შეჯგუფდნენ და ბლოკებით ერთი დიდი ზომის „ხოჭო“ შექმნეს. როგორც აღმოჩნდა, ამ ახალ რეპლიკატორს ჰიპერძრავა ჰქონდა, რის წყალობითაც მეხუთემ და რამდენიმე რეპლიკატორმა გაქცევა მოასწრეს, დანარჩენები კი ასგარდების რეპლიკატორთა დამშლელს ემსხვერპლნენ.

ეს ხომალდი მთლიანად რეპლიკატორების შემადგენელი ბლოკებითაა აგებული, შეუძლია წარმოქმნას რეპლიკატორების მთალი ხროვა და ჰიპერსივრცეშიც შეუძლია ფრენა, აქვს თუ არა შეიარაღება, უცნობია, მაგრამ არ აქვს ენერგეტიკული ფარები.

ამ კლასის ხომალდები რეპლიკატორთა გადაშენებასთან ერთად განადგურდნენ დაკარას ზეიარაღის ამოქმედების შედეგად.

კრეისერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასეთი კლასის პირველი ხომალდი შექმნა ადამიანისმაგვარმა რეპლიკატორმა მეხუთემ, როდესაც რამდენიმე რეპლიკტორთან ერთად პლანეტა ჰალადან გაიქცა, ხომალდი შეიქმნა, როგორც რეპლიკატორთა ახალი არმიის ფლაგმანი. იგი მთლიანად სამოდულე ბლოკებისგანაა აგებული და აღჭურვილია ქვესინათლური ძრავებით, ჰიპერძრავით და ენერგეტიკული ფარებით, ამასთანავე, აქვს შეიარაღებაც. კრეისერი შეიარაღებულია ტორპედოებით, რომელიც აღჭურვილია რეპლიკატორთა სამოდულე ბლოკებით და მოხვედრის შემთხვევაში სამიზნე ხომალდის დაინფიცირება შეუძლია. ტორპედოები ადვილად არღვევენ ასგარდთა ფარებს. ასევე, ხომალდს აქვს გალაქტიკათშორისი ჰიპერძრავა, რომელიც აიდადან (ასგარდთა მშობლიური გალაქტიკა) ირმის ნახტომამდე გადაადგილების საშუალებას აძლევს.

როდესაც ჰალადან გამოქცეულმა მეხუთემ ასგარდთა ფლოტის უზენაესი მთავარსარდლის, თორის, ფლაგმანს შეუტია და სამანტა კარტერი გაიტაცა, გეზი ასგართა ახალი მთავარი პლანეტისკენ, ორილასკენ აიღო, თუმცა ჰიპერსივრციდან გამოსული ხომალდი მაშინვე ასგარდთა „ო'ნილების“ ალყაში მოჰყვა და განადგურდა, მაგრამ მეხუთე, კარტერი და რამდენიმე რეპლიკატორი კაფსულით ორილაზე დაეშვნენ. იქიდან რეპლიკატორები ობობა–ხომალდით გაიქცნენ, კარტერი კი პლანეტაზე დატოვეს.

ამის შემდეგ მეხუთემ ხომალდი თავიდან ააწყო და სამანტა კარტერის ორეული რეპლიკატორი, რეპლიკარტერი, შექმნა. მან რეპლიკარტერს მის ორეულთან დაახლოება დაავალა, თავად კი, როდესაც მისი სიგნალი მიიღო, იმ პლანეტისკენ გაემართა, რომელზეც რეპლიკარტერი იმყოფებოდა. მაგრამ რეპლიკარტერს თავისი გეგმები ჰქონდა, როგორც კი მეხუთე თავისი კრეისერით პლანეტას მიუახლოვდა, მან აამოქმედა რეპლიკატორთა დამშლელი თანამგზავრი და მეხუთე თავისივე კრეისერთან ერთად გაანადგურა, თავად კი ვარსკვლავთკარიბჭით გაიქცა.

რეპლიკარტერმა თავისთვის ასეთივე ხომალდი ააგო და ასე დაიწყო გოა'ულდების წინააღმდეგ ბრძოლა, ვინაიდან იცოდა, რომ გალაქტიკაში მთავარ სამხედრო ძალას ისინი წარმოადგენდნენ. ერთ–ერთ ჰა'ტაკზე შეტევისას მან ტყვედ აიყვანა დანიელ ჯექსონი, რომლის ტვინის ზონდირების შედეგად მან გაიგო დაკარას ზეიარაღის არსებობის შესახებ და მის დასაუფლებლად რეპლიკატორთა თითქმის მთელი ფლოტი გაგზავნა, სადაც მათ პლანეტის დასაცავად თავისუფალ ჯაფათა და სისტემური ლორდი ბა'ალის გაერთიანებული ფლოტი შეებრძოლა. ამ დროის განმავლობაში სამანტა კარტერმა, ჯეიკობ კარტერმა და ბა'ალმა აამოქმედეს ზეიარაღი და რეპლიკატორთა მთელი რასა გაანადგურეს, რეპლიკარტერის და მისი კრეისერის ჩათვლით.

ასურანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასურანები რეპლიკატორებისმაგვარი რასაა, რომლებიც ლანტიელებმა რეიფების წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნეს. რეპლიკატორებისგან განსხვავებით, ასურანები შედგებიან არა სამოდულე ბლოკებისგან, არამედ უჯრედოვანი ფუნქციის მქონე ნანიტებისგან. მათი ხომალდები კი ჩვეულებრივი მასალისგან იწყობიან.

საბრძოლო ხომალდი–ზონდი ვარსკვლავთკარიბჭით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბრძოლო ხომალდი–ზონდი — სხვა არაფერია, რაც ჰიპერძრავით აღჭურვილი ვარსკვლავთკარიბჭე. ეს, გარკვეულწილად, აქცევს პატარა ხომალდად, რომელიც ჰიპერსივრცეში მოძრაობს. ზონდი აღჭურვილია ენერგიის მინიმალური თადარიგით, რომელიც მხოლოდ ჰიპერსივრცეში მოძრაობას და თავდაცვას უზრუნველყოფდა.

სანამ ვარსკვლავთკარიბჭე არ გააქტიურებულა, ზონდი უსაფრთხო და დაუცველია. ზონდი შეიქმნა, როგორც ორბიტალური იარაღი და ვარსკვლავთკარიბჭის დამბლოკავი. როგორც კი ვარსკვლავთკარიბჭე გააქტიურდება, იქიდან მძლავრი ლაზერული სხივი გამოიტყორცნება, რომელიც შეიძლება ნუწემით იკვებებოდეს.

ვარსკვლავთკარიბჭიდან გამოტყორცნილი სხივი შეიძლება იმ პლანეტის ნებისმიერი წერტილისკენ მიემართოს, რომლის ორბიტაზეც არის ზონდი. მოვლენათა ჰორიზონტიდან გამოტყორცნილი სხივი იმავდროულად ვარსკვლავთკარიბჭეს თითქმის უსასრულოდ ღიას ტოვებდა და ხომალდი–ზონდის ენერგეტიკულ ფარსაც კვებავდა, რომელიც იმდენად მძლავრია, რომ ტაუ'რის რაკეტებსაც კი არ შეუძლიათ მისი გამორთვა. ვინაიდან სხივი ნუწემით იკვებებოდა, ხოლო ასურანები მათ ძალზე სწრაფად აწარმოებდნენ, შეიძლება ითქვას, რომ იარაღი უსასრულოდ დიდხანს იმუშავებდა.

კრეისერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს არის შედარებით მცირე ზომის ხომალდი, რომელსაც ჰიპერსივრცეში მოძრაობა შეუძლია. ამ ხომალდებს ასურანები „ავრორების“ მხარდამჭერებად იყენებდნენ.

ვინაიდან ასურანები ძირითად საბრძოლო ხომალდებად „ავრორებს“ იყენებდნენ, მათთვის საბრძოლო ოპერაციებში მხარდასაჭერად ისინი აგებდნენ მცირე ზომის ხომალდებსაც. კრეისერები დაცულია ენერგეტიკული ფარებით, რომლებიც ლანტიელთა ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული, ამასთანავე ხომალდს აქვს გამაუჩინარებელი დანადგარი, როგორც ჯამპერებს. კრეისერები შეიარაღებულია დრონული ჭურვებით და ენერგეტიკული იარაღით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მისი განადგურება არ გაუჭირდა ტაუ'რის „დედალოსის“ კლასის ხომალდს — „აპოლონს“.

სახაზო კრეისერი „ავრორა“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასურანებს სურდათ, რომ პეგასში ყოფილიყვნენ ლანტიელების შემცვლელები და მათი გზის გამგრძელებლები. ვინაიდან „ავრორას“ კლასის ხომალდები ლანტიელთა უკანასკნელი და, ყველაზე მძლავრი ხომალდები იყვნენ, ასურანების საბრძოლო ფლოტი თითქმის მთლიანად ამ ხომალდებით შედგებოდა. ყველა მათგანი ასურასის ბრძოლის დროს განადგურდა, გადარჩა მხოლოდ ერთი, რომელიც ეკუთვნოდა ასურანთა სხვა ფრაქციას, რომლებიც ამაღლებისკენ ისწრაფვოდნენ.

ნაკაები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრეისერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრეისერები ნაკაის საბრძოლო ფლოტის მთავარი ხომალდები არიან.

გარეგნულად ეს ხომალდები დიდები და სწორკუთხოვნებია, ძირითადად რუხი ფერისანი არიან ალაგ–ალაგ წითელი სინათლეებით. გამანადგურებელთა ანგარები გვერდითაა განლაგებული, ხოლო ძრავა მთელ უკანა ნაწილს იკავებს. მისი ძირითადი და, სავარაუდოდ ერთადერთი იარაღი ცხვირა ნაწილშია განთავსებული და წარმოადგენს მოწითალო–ნარინჯისფერ დისკს (როგორც ორაების კრეისერებს) და ნარინჯისფერ სხივს ისვრის.

ხომალდი მრავალ გამანადგურებელს ატარებს, რომლებსაც ბრძოლის უნარი აქვთ. ხომალდის მთავარი კალიბრი არ არის საკმარისად მძლავრი, რომ „ბედის“ ფარები გაარღვიოს, მაგრამ რამდენიმე კრეისერს მისი მნიშვნელოვნად დაზიანება შეუძლია. კრეისერი აღჭურვილია ფარებით, რომლებიც საკმარისად მძლავრია, რომ „ბედის“ მთავარი ქვემეხის რამდენიმე გასროლას გაუძლოს.

კრეისერი აღჭურვილია ჰიპერძრავით, რომელიც განსხვავდება ირმის ნახტომის და პეგასის ჰიპერძრავებისგან (ეს ლოგიკურია, ნაკაები ხომ ჩვენგან მრავალი გალაქტიკით არიან დაშორებულნი): შესვლის და გამოსვლის დროს ხომალდის წინ კაშკაშა თეთრი ნაპერწკალი ჩნდება. ჩანს, რომ კრეისერი აღჭურვილია გალაქტიკათშორისი ჰიპერძრავითაც.

ვინაიდან ნაკაების ჩვეულებრივი საცხოვრებელი გარემო წყლიანია, კრეისერების დერეფნებში, ჭერზე და კედლებზე, წყლიანი მილებია გაყვანილი და შიგნით საკმაოდ გრილა.

გამანადგურებელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაკაების გამანადგურებელი — ეს არის მცირე ზომის გამანადგურებელი, სიგრძით 18 მეტრი და სიგანით — 9. იგი ნახევაროვალის ფორმისაა. ისინი კრეისერების ანგარებში ინახებიან და ერთ კრეისერს მთელი დუჟინი გამანადგურებელი ატაროს. გამანადგურებელი შეიარაღებულია ერთადერთი ქვემეხით, რომელიც ცხვირა ნაწილის მარცხენა მხარესაა განთავსებული, მისი სიმძლავრე გაუგებარია: რამდენიმე გამანადგურებელმა ძალზე სწრაფად დაასუსტა „ბედის“ ფარები, მაგრამ ერთმა გასროლამ „ბედის“ შატლს ვერანაირი ზიანი ვერ მიაყენა. ამასთანავე, გამანადგურებელი აღჭურვილია ენერგეტიკული ფარებით, რაც ასეთი მცირე ხომალდებისთვის ძალზე იშვიათია, მაგრამ ამ ფარების სიმძლავრე ვერ წარმოადგენს ბარიერს „ბედის“ ქვემეხებისთვის და „ბედის“ შატლის იარაღისთვის. გამანადგურებელს შეუძლია „ბედს“ მოეხსნას, როდესაც ეს უკანასკნელი ზესინათლურ სიჩქარეზეა, და არ დაზიანდეს, მაგრამ შეიძლება დაიღუპოს, როდესაც „ბედი“ ზესინათლურ სიჩქარეზე ნახტომს ასრულებს, ხოლო იგი მიმაგრებული არ არის.

გამანადგურებელი აღჭურვილია ცირკულარული ლაზერით, რაც მას საშუალებას აძლევს, ხომალდზე მიმაგრების შემთხვევაში, მის კორპუსში ღრმული გააკეთოს და ეკიპაჟი აბორდაჟზე გადავიდეს და, ამასთანავე, თავისიანების ევაკუაცია მოახდინონ. ხომალდის ეკიპაჟის რაოდენობა უცნობია, ძირითადად, შეიძლება ორნი იყვნენ, მაგრამ ადგილი ბევრად მეტი ადამიანისთვის არის საკმარისი.

ურსინების უცნობი მტერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უცნობია, როდის შექმნა ამ რასამ ეს იარაღი; უცნობია, ვის წინააღმდეგ შექმნეს მათ ისინი და უცნობია, როგორ გადაშენდნენ ისინი. მათ შესახებ არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ მათი გადაშენების შემდეგ დარჩენილი იარაღი თავის მოვალეობას დღემდე ასრულებს და მათი მოვალეობაა ყველა უცხოპლანეტური ტექნოლოგიის განადგურება.

სამეთაურო ხომალდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს ხომალდები შექმნა ზემოთნახსენებმა ცივილიზაციამ, როგორც უპილოტო დრონების ავიამზიდები და მათი საკონტროლო ბაზები. ეს ხომალდები ასობით დრონს ატარებენ.

საკონტროლო ხომალდები — ეს დიდი, სტანდარტული კრეისერის ზომის ხომალდებია, რომელნიც ერთადერთი მიზნით ააგეს: ატარონ და მართონ უპილოტო საბრძოლო დრონები. დრონები ზედ კორპუსზე არიან დამაგრებულნი არააქტიურ მდგომარეობაში და მაშინ ირთვებიან, როდესაც უნდა გაანადგურონ უცხოპლანეტური ტექნოლოგიები. როგორც აღმოჩნდა, საკონტროლო ხომალდები არ არიან აღჭურვილები თავდამსხმელი ან დამცველი ტექნოლოგიებით, ეყრდნობიან რა მხოლოდ თავიანთი დრონების დიდ რაოდენობას. „ბედის“ მთავარმა კალიბრმა რამდენიმე გასროლით გაანადგურა ორი ასეთი ხომალდი (ოღონდ სხვადასხვა დროს), რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ხომალდების ჯავშანი არ არის მტკიცე.

ყოველი საკონტროლო ხომალდი თავის დრონთა არმადას აკონტროლებს, მას არ შეუძლია თავისი კონტროლი სხვა საკონტროლო ხომალდის კუთვნილ დრონებზე განახორციელოს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საკონტროლო ხომალდი განადგურებულია, ხოლო მისი დრონები არააქტიურები არიან. გარდა ამისა, საკონტროლო ხომალდებს ერთმანეთთან ურთიერთობა შეუძლიათ, რაც იქიდან გამომდინარეობს, რომ მათ დაბლოკეს ყველა ვარსკვლავი, რომლითაც „ბედი“ იკვებებოდა

დრონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უპილოტო დრონი — ეს არის მცირე ზომის ავტომატიზირებული გამანადგურებელი, რომელიც საკონტროლო ხომალდის მიერ კონტროლდება.

ეს გამანადგურებლები უპილოტოები და საკმაოდ მანევრირებადნი არიან. კონტროლდებიან რა დიდი საკონტროლო ხომალდების მიერ, მათი ერთადერთი მიზანი ყველანაირი ტექნოლოგიის განადგურებაა, თავიანთის გარდა. ისინი სამიზნეს გარშემო ერტყმიან და ყველა მხრიდან უტევენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავიანთ ტაქტიკებში საკმაოდ პრიმიტიულები არიან, მათ ახლების გამომუშავება შეუძლიათ. მოწინააღმდეგის ყველაზე სუსტი ადგილების გასანასდგურებლად დრონები ტაქტიკას იცვლიან: როდესაც მრავალი სამიზნის განადგურება სურთ, ისინი ჯგუფებად იყოფიან, ხოლო როდესაც ერთი კრეისერი უნდა გაანადგურონ, მას ყველა მხრიდან უტევენ. გარდა განადგურებისა, მათ საკონტროლო ხომალდიც უნდა დაიცვან ყველანაირი პოტენციური საფრთხისგან.

არსებობს დრონთა სამი სახეობა: ორი მათგანი ზომით „ბედის“ შატლისხელაა, მესამე კი საკმაოდ პატარაა, რომ შატლში ჩაეტიოს და რამდენიმე ადამიანმა ასწიოს. დრონები შეიარაღებულნი არიან მცირე ზომის ენერგეტიკული ქვემეხებით, იგი ძალზე სუსტია, რომ „ბედის“ ფარები გაარღვიოს, მაგრამ რამდენიმე მათგანს ხომალდის დაზიანება შეუძლიათ. თანაც, ამ იარაღის ერთ გასროლას პირველ თაობის ვარსკვლავთკარიბჭის განადგურება შეუძლია. დრონები, საკონტროლო ხომალდების მსგავსად, არ არიან დაცულები ენერგეტიკული ფარებით და მათი განადგურება „ბედის“ ქვემეხის ერთი გასროლით შეიძლება.

დრონები არ მოქმედებენ თავიანთი საკონტროლო ხომალდის ბრძანების გარეშე, რაც იქიდან გამოჩნდა, რომ როდესაც „ბედის“ ეკიპაჟმა გააქტიურა ერთ–ერთი მათგანი, იგი უმოქმედოდ ეკიდა ჰაერში. დრონში შეიძლება გარკვეული ინფორმაცია ჩაიტვირთოს და ის და სხვა დრონები, რომლებიც მის საკონტროლო ხომალდს ემორჩილებიან, ამ ინფორმაციის შემცველ დავალებას შეასრულებენ.

სხვები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადმირთა ტერაფორმაციული ხომალდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადმირი იყო მწერისმაგვარი არსებების რასა, რომელიც მრავალი წლის წინ გადაშენდა. გადაშენების წინ გადმირებმა ააგეს ტერაფორმაციული ხომალდი, რომელსაც უნდა მოეძებნა პლანეტა, რომელზეც გადმირთა რასა ცხოვრებას შეძლებდა და მისი ტერაფორმაცია უნდა მოეხდინა. ხომალდი აღჭურვილი იყო ჰიპერძრავით, სატერაფორმაციო რესურსებით, ტრანსპორტული ტექნოლოგიით და მცირე ზომის „ფაბრიკით“, რომელიც, განსაკუთრებულ შემთხვევაში, შექმნიდა რობოტს, რომელსაც მოლაპარაკება უნდა ეწარმოებინა ადგილობრივ მოსახლეობასთან. ხომალდი უზარმაზარი იყო, ტერაფორმაციის დროს იგი პლანეტის მთელ ზედაპირს წვავდა, დამწვარ ადგილზე კი ბაქტერიებს ყრიდა, რომლებიც წარმოქმნიდნენ გოგირდორჟანგს, რომელიც სავარაუდოდ, გადმირთა სუნთქვისთვის აუცილებელი იყო. ბაქტერიებს უნდა უზრუნველყოთ გადმირთა ევოლუციის წარმართვა, რასაც შედეგად მათი რასის აღორძინება უნდა მოჰყოლოდა. ერთადერთ პლანეტაზე, რომელიც ტერაფორმაციისთვის საჭირო პარამეტრებს აკმაყოფილებდა, არსებობდა ინკარანთა, რადიაციის მიმართ გადმირებივით მგრძნობიარე რასის, კოლონიები. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ აღმოჩნდა, რომ არსებობდა პლანეტა, რომელიც პარამეტრებს იმის გამო არ მოერგო, რომ იგი საკმაოზე ბევრად დიდი იყო და მასზე გონიერი არსებები ბინადრობდნენ. აღმოჩნდა, რომ სწორედ ეს პლანეტა იყო ინკარანთა მშობლიური პლანეტა, საიდანაც ისინი გოა'ულდებმა გადაიყვანეს, მისი მოძებნა ძნელი კი იმის გამო იყო, რომ მასზე არ იყო ვარსკვლავთკარიბჭე. გარიგება შედგა: კოსმოსურმა ხომალდმა პლანეტის ტერაფორმირება განაგრძო, მანამდე კი ინკარანები თავიანთ მშობლიურ პლანეტაზე გადაიყვანა.

მარტინ ლოიდის ამხანაგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს ადამიანები არიან პლანეტიდან, რომელიც გოა'ულდებმა გაანადგურეს. ამ ხომალდით ისინი მოკავშირეების მოსაძებნად გაემართნენ. უცნობი მიზეზების გამო, მათ ხომალდი მარსის ორბიტაზე დატოვეს და დედამიწაზე შატლით გაემართნენ. რამდენიმე წლის შემდეგ ხომალდი, ეკიპაჟის დასაბრუნებლად, დედამიწისკენ გაემართა და შემდეგ უცნობი მიმართულებით გაფრინდა.

ამ ხომალდის აღჭურვილობაზე არაფერია ცნობილი, მხოლოდ ის, რომ აღჭურვილია ჰიპერძრავით (ოღონდ ავტომატურ რეჟიმში მას არ იყენებს) და ტრანსპორტული ტექნოლოგიით (განსხვავებით ასგარდულისგან და აშენურისგან, ობიექტს ოქროსფერ ნაწილაკებად შლის), ხოლო კიდეებზე არსებული წანარზარდებით შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ შეიარაღებულია ენერგეტიკული იარაღით და შესაბამისად, ფარებითაც.

ურსინები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილია ურსინების მხოლოდ ამ კლასის ხომალდები, სერიალში „ვარსკვლავთკარიბჭე სამყარო“ ნაჩვენებია ასეთი ექვსი ხომალდი, მაგრამ ყველა მათგანი განადგურებული და დაზიანებული იყო უპილოტო დრონებთან ბრძოლაში, ასე რომ, მათზე თითქმის არაფერია ცნობილი. ყველაფერი, რაც მათ შესახებაა ცნობილი, მხოლოდ ისაა, რომ ამ ხომალდებს ყველა ისეთი ფუნქცია უნდა ჰქონდეთ, რაც ასეთ ხომალდებს, ჩვეულებრივ, აქვთ. სავარაუდოდ, ეს ხომალდები აღჭურვილია ენერგეტიკული იარაღით, ენერგეტიკული ფარებით, ჰიპერძრავებით და სტაზისური კამერებით. მაგრამ, ამ ხომალდებს არ შეეძლოთ უპილოტო დრონებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ვინაიდან ერთ–ერთ ბრძოლის ველთან, რომელიც „ბედის“ ეკიპაჟმა ნახა, სადაც, სავარაუდოდ, ხუთი ხომალდი ერთ სამეთაურო ხომალდს ებრძოდა, ვერც ერთი ურსინთა კრეისერი ვერ გადარჩა, მაგრამ გადარჩა რამდენიმე დრონი, რომლებიც, უცნობი მიზეზების გამო, სამეთაურო ხომალდმა მიატოვა.

უცნობი უცხოპლანეტელები ირმის ნახტომიდან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ უცხოპლანეტელების კოსმოსური საბრძოლო ხომალდი სერიალში „ვარსკვლავთკარიბჭე SG–1“ მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა, როდესაც ჰიპერსივრციდან გამოსულ „პრომეთეს“ ყოველგვარი მიზეზის გარეშე შეუტია. ამ ხომალდზე მხოლოდ ვიზუალურად შეიძლება მსჯელობა. გარეგნულად შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ ხომალდი აღჭურვილია ენერგეტიკული იარაღით, ენერგეტიკული ფარებით, ჰიპერძრავით და სხივური ტრანსპორტერებით, რომლებიც ასგარდთა სხივური ტრნსპორტერების მსგავსია. მაგრამ რასაზე არაფერია ცნობილი.

უცნობი უცხოპლანეტელები პეგასიდან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს ხომალდი სერიალში „ვარსკვალვთკარიბჭე ატლანტიდა“ მაშინ გამოჩნდა, როდესაც პლანეტა ლანტეას ორბიტაზე გამოჩნდა „დედალოსი“ პარალელური სამყაროდან. პარალელურ სამყაროში ეს რასა რეიფებს ჩაენაცვლა, ხომალდი, რომელიც ატლანტიდას უტევდა, „დედალოსზე“ სამჯერ დიდი იყო და შეიარაღებული იყო უცნაური ფორმის ენერგეტიკული იარაღით, რომლის ჭურვები ძალიან ჰგავდა ცეცხლოვან ალებს, ოღონდ მწვანე ფერი ჰქონდათ. სავარაუდოდ, ამ ხომალდს არ აქვს ენერგეტიკული ფარები, ვინაიდან ენერგიისგან თითქმის მთლიანად დაცლილმა „დედალოსმა“ ასგარდთა სხივურ–პლაზმური ქვემეხებით მისი ყველა ქვემეხი ადვილად გაანადგურა. ხომალდი აღჭურვილია გამანადგურებელთა ანგარებით, სადაც მათი უცნობი რაოდენობაა თავმოყრილი.

უცხოპლანეტელთა გამანადგურებლები ძალზე მანევრირებადი ხომალდებია, რომლებიც შეიარაღებულნი არიან 2 იმპულსური ქვემეხით. გამანადგურებლებს შეუძლიათ მოწინააღმდეგეს ტარანზე შეუტიონ, მაგრამ, რეიფთა ისრებისგან განსხვავებით, შეუძლიათ კორპუსი გაარღვიონ და პილოტები ხომალდზე აბორდაჟზე გადაიყვანონ. გამანადგურებლის ეკიპაჟი შედგება სამი ან მეტი უცხოპლანეტელისგან. გამანადგურებლები კი ჰგვანან რეიფთა ისრებს, მაგრამ მათზე შედარებით დიდები არიან, აქვთ ერთი ძრავა, ოთხი შედარებით პატარა ფრთა და ისართან შედარებით მტკიცე კორპუსი (ვინაიდან „დედალოსის“ ტრინიუმის კორპუსის გარღვევა შეძლო). მაგრამ მათი ერთი გასროლით განადგურება შეძლო ტაუ'რის რელსურმა ქვემეხებმა.

მოხეტიალეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ ხომალდებს იყენებენ პეგასის გალაქტიკაში მცხოვრები ადამიანები, რომლებსაც მოხეტიალეებს ეძახიან. ვინაიდან მოხეტიალეები, რეიფებისგან დასაცავად, პლანეტაზე ცხოვრების ნაცვლად კოსმოსში გადავიდნენ საცხოვრებლად. ასე რომ, მათ ხომალდებს საცხოვრებელი ფუნქცია აქვთ.

ამ ხომალდების ქვესინათლური ძრავები ძალზე ჰგვანან ზომაში გაზრდილი ჩვენებური რაკეტების ძრავებს, ამასთანავე ისინი აღჭურვილები არიან ენერგეტიკული ფარებით და ენერგოიარაღით. ეს ხომალდები ძალზე პრიმიტიულები არიან რეიფების ხომალდებთან შედარებით, ვინაიდან მათ ხომალდებზე ენერგოგადანაწილება ხდება ჩიპების და სადენების საშუალებით.