ვარსკვლავთკარიბჭე SG-1

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვარსკვლავთკარიბჭე (მრავალმნიშვნელოვანი).
ვარსკვლავთკარიბჭე SG-1
ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკა
ავტორი ჯონათან გლასნერი, ბრედ რაიტი
მონაწილეობენ რიჩარდ დინ ანდერსონი
მაიკლ შენქსი
ამანდა ტეპინგი
დონ ს. დეივისი
კრისტოფერ ჯაჯი
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
დროშა: კანადა კანადა
სეზონი 10
ეპიზოდი 214 + 2 DVD-ები (ეპიზოდების სია)
წარმოება
პროდიუსერ(ებ)ი რობერტ კუპერი, ბრედ რაიტი
ხანგრძლივობა 42 წთ.
ეთერი
ორიგინალური არხი Showtime, Sci-Fi
ეთერში 27 ივლისი, 1997 (1997-07-27) — 13 მარტი, 2007 (2007-03-13)
რესურსები ინტერნეტში
საიტი


ვარსკვლავთკარიბჭე SG-1 (ინგლ. Stargate SG-1) — სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის კანადური ტელესერიალი. ეს სერიალი, რომლის შემქმნელები არიან ჯონათან გლასნერი და ბრედ რაიტი, შთაგონებულია 1996 წელს გამოსული როლანდ ემერიხის ფილმით „ვარსკვლავთკარიბჭე“ და საფუძველი ჩაუყარა ვარსკვლავთკარიბჭის გამოგონილ სამყაროს. ტელესერიალის ჩვენება დაიწყო 1997 წლის 27 სექტემბერს Showtime-ის ქსელზე, მოგვიანებით ტელესერიალის ჩვენება Sci-Fi-მ განაგრძო.

ამ ტელესერიალისაგან მომდინარეობს ორი განშტოება:

არსებობს მესამე განშტოების პროექტი, ვარსკვლავთკარიბჭე: სამყარო“ (ინგლ. Stargate: Universe), მასზე მუშაობა 2006 წელს დაიწყო და იგი 2009 წელს გამოვიდა.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმში მომხდარი ამბებიდან ერთი წლის შემდეგ გასაგები ხდება, რომ არსებობს მილიონობით ვარსკვლავთკარიბჭე, რომლებიც გალაქტიკაში მრავავლ პლანეტას აკავშირებენ. იქმნება პროექტი „ვარსკვლავთკარიბჭე“, რომლის მიზანია დედამიწის დაკავშირება სხვადასხვა ცივილიზაციებთან და ტექნოლოგიების და ცოდნის გაცვლა მათთან. ჩნდებიან მეგობრები, როგორებიც არიან ასგარდები, ნოქსები, ტოლანები და ა.შ.. მაგრამ, გარდა ამისა, ჩნდებიან მტრებიც: გოა'ულდები, რეპლიკატორები, ორაები და ა.შ.. თავდაპირველად პროექტში ჩართული იყო მხოლოდ აშშ, შემდეგ ჩაერთვნენ სხვა ქვეყნებიც: რუსეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, ბრიტანეთი...

უცხო ცივილიზაციებთან კავშირს ამყარებენ SG რაზმები, თავდაპირველად კავშირი მყარდებოდა მხოლოდ ირმის ნახტომის ფარგლებში, შემდეგ მან მოიცვა მეზობლად არსებული გალაქტიკებიც.

პერსონაჟები და მსახიობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯეკ ო'ნილი (რიჩარდ დინ ანდერსონი) — სეზონები 1–8 — მთავარი პერსონაჟი, სეზონები 9–10 — მეორეხარისხოვანი პერსონაჟი. SG–1-ის მეთაური, შემდეგ — პროექტის წინამძღოლი, საბოლოოდ გადაიყვანეს ვაშინგტონში.
  • სამანტა „სემ“ კარტერი (ამანდა ტეპინგი) — სეზონები 1–10. SG–1-ის წევრი, მოგვიანებით — რაზმის მეთაური.
  • დანიელ ჯექსონი (მაიკლ შენკსი) — სეზონები 1–5 და 7–10 — მთავარი პერსონაჟი, სეზონი 6 — მეორეხარისხოვანი პერსონაჟი. არქეო- და ეგვიპტოლოგი, აგრეთვე, ლინგვისტი და უცხოპლანეტური ენების სპეციალისტი.
  • ტილ'კი (კრისტოფერ ჯაჯი) — სეზონები 1–10 — მთავარი პერსონაჟი. ჯაფა, აპოფისის ყოფილი პირველი მეომარი. მშვიდი, გაწონასწორებული, ძლიერი და გოა'ულდთა წინააღმდეგ მებრძოლი. გახდა SG–1-ის წევრი რაზმთან შეხვედრისთანავე.
  • ჯორჯ ჰამონდი (დონ ს. დეივისი) — სეზონები 1–7 — მთავარი პერსონაჟი, სეზონები 8–10 — მეორეხარისხოვანი პერსონაჟი. პროექტ „ვარსკვლავთკარიბჭის“ მეთაური, მოგვიანებით — დედამიწის კოსმოსური დაცვის მეთაური.
  • ჯონას კვინი (კორინ ნემეკი) — სეზონი 5 და 7 — მეორეხარისხოვანი პერსონაჟი, სეზონი 6 — მთავარი პერსონაჟი. პლანეტა ლანგარას მაცხოვრებელი, ჯექსონის ამაღლების შემდეგ გახდა SG–1-ის წევრი, მისი დაბრუნების შემდეგ მაღალი თანამდებობა დაიკავა კელოუნას (სამიდან ერთ–ერთი ქვეყანა ლანგარაზე) მთავრობაში.
  • კამერონ „კემ“ მიტჩელი (ბენ ბრაუდერი) — სეზონები 9 და 10 — SG–1-ის წევრი, მანამდე — მფრინავი, იყო დედამიწის კოსმოსურ გამანადგურებელ F–302-თა ესკადრის წინამძღოლი. ანტარქტიდის ბრძოლის დროს თავისი ესკადრით SG–1-ს იცავდა, გამოჯანმრთელების შემდეგ (ბრძოლისას გოა'ულდთა გლაიდერმა მისი F–302 ჩამოაგდო) იგი გახდა SG–1-ის წევრი.
  • ჰენრი „ჰენკ“ ლენდრი (ბო ბრიჯსი) — სეზონები 9 და 10 — მთავარი პერსონაჟი. პროექტის მეთაური ჯეკ ო'ნილის დაწინაურების შემდეგ.
  • ვალა მალ დორანი (კლაუდია ბლეკი) — სეზონები 8 და 9 — მეორეხარისხოვანი პერსონაჟი, სეზონი 10 — მთავარი პერსონაჟი. იყო გოა'ულდ ბა'ალის მეუღლის — კეტეშის მატარებელი, როდესაც ტოკ'რამ მას სიმბიონტი ამოაცალეს, გახდა ყაჩაღი და კონტრაბანტისტი. პირველად სერიალში გამოჩნდა, როდესაც კულ–მეომრის აბჯრით „პრომეთეს“ აბროდაჟზე შეუტია. მე–9 სეზონში შეუერთდა SG–1-ს ორაების წინააღმდეგ.
  • ზეკარიბჭის განადგურების შემდეგ იგი მოხვდა შავ ხვრელში და აღმოჩნდა ირაების გალაქტიკაში. ირმის ნახტომში დაბრუნების შემდეგ (მე–10 სეზონი), იგი გახდა SG–1-ის წევრი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]