შინაარსზე გადასვლა

ვარდისფერი როზელინი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვარდისფერი როზელინი — ფრინველი ბეღურასნაირთა ოჯახის წარმოამდგენელი. ძირითადად ბინადრობს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ციმბირის ტაიგას ტყეების ზონაში, აღმოსავლეთით შანტარის კუნძულებისა და სახალინისკენ. რუსეთში იგი, ძალიან იშვიათ მფრინავ სახეობას წარმოადგენს, აქ შეგიძლიათ იხილოთ გვიან შემოდგომაზე ან ზამთარში. ციმბირის როზელინის მამრი ინდივიდი უეჭველად განისაზღვრება ყელის და შუბლზე მარგალიტისებრი ნიშის არსებობით, აგრეთვე ზურგზე და ფრთებზე შედარებით ჭრელი ზოლით. გარდა ამისა, ციმბირულ როზელინს არ აქვს გამოხატული ყვითელი ფერი, როგორც წესი, დამახასიათებელია სხვადასხვა ფერებით. მამრი არის ძირითადად ვარდისფერი ფერის, მოყავისფრო ზურგით. ფრთაზე აქვს თეთრი ზოლი, მდედრი კი მოწითალო ფერით და ნაცრისფერი ზურგით ხასიათდება.

ვარდისფერი როზელინები ძირითადად ბუდობენ წყვილებად. ბუდობისას იცავენ ე.წ. თავის „საბუდარ ტერიტორიას“. მათი კრუხობა გრძელდება 10-14 დღე-ღამე. იკვებებიან სარეველებისა და კულტურული მცენარეთა თესლით, კენკრით, იშვიათად მწერებით, ოსპით. დიდები მართვეებს კვებავენ საყლაპავი მილიდან, ზოგჯერ მწერებით. აღსანიშნავია, რომ ვარდისფერი როზელინები, უმნიშვნელოდ აზიანებენ სოფლის მეურნეობას, მარცვლოვანსა და ბოსტნის კულტურებს. საშუალოდ ვარდისფერი როზელინის სხეულის სიგრძე 8-25 სმ. მასა კი 7-100 გრამს აღწევს.

პირველად ეს ფრინველი აღწერა 1776 წელს გერმანელმა ზოოლოგმა პიტერ სიმონ პალასმა.

ალპური ზონის დამახასიათებელი ფრინველი, კავკასიაში ზაფხულში გვხვდება დაახლოებით ზღვის დონიდან 2,000 მეტრზე, ზამთარში მისი არეალი ჩვეულებრივ არ აღემატება 500 მეტრს. ეს სახეობა იშვიათია. ფრინველი აკეთებს არარეგულარულ სეზონურ მიგრაციას ვერტიკალური მიმართულებით, რაც დამოკიდებულია მთებში თოვლის რაოდენობით. ციმბირული როზელინი არის საკმაოდ სწრაფი და მომთაბარე ფრინველი, რომლებიც ხშირად მოგზაურობენ მთისწინეთში მოგზაურობის დროს.

ზამთარში, ამ სახეობის ფრინველები იკვებებიან კენკრით, კერძოდ კუნელით.

ფრინველების ბუდე მოწყობილია კლდეების ნამსხვრევებს ან ქვებს შორის ალპურ ზონაში. იგი აგებულია ყლორტებისგან, მშრალი ბალახისა და ფესვებისგან, ზოგჯერ ფოთლებით. ღრმა უჯრა მჭიდროდ არის გაფორმებული მატყლის, თმის ან მცენარეული ბოჭკოებით.

სიმღერა ხმოვანი, მელოდიურია, მაგრამ მთლიანობაში ის საკმაოდ მარტივი და მოკლეა, თითქოს სასტვენის ბგერებს მოგვაგონებს. ჩიტები მღერიან აგვისტოს დასაწყისამდე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]