ვან სიაოშუაი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვან სიაოშუაი
Wang Xiaoshuai-2120.jpg
ვან სიაოშუაი 2019 წლის ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე
გარდაცვალების თარიღი 22 მაისი, 1966 (1966-05-22) (54 წლის)
შანხაი, ჩინეთი
საქმიანობა კინორეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი, მსახიობი
აქტიური 1993-დღემდე

ვან სიაოშუაი (ჩინ. 王小帥; დ. 22 მაისი, 1966) — ჩინელი კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი. იგი ჩინური კინოს „მეექვსე თაობის“ წარმომადგენელია.[1] ისევე, როგორც მისი თანამედროვე სხვა რეჟისორები, წინა თაობის რეჟისორთაგან განსხვავებით, რომლებიც ძირითადად ისტორიულ დრამებს იღებდნენ, ვანი თავის ფილმებში ჩინეთში ბოლო დროს მომხდარი ცვლილებების შედეგებს ასახავს და ლოკალურ დონეზე გლობალიზაციის კრიტიკას გვთავაზობს.[2]

რეჟისორის ნამუშევრები მოზარდებისა და ახალგაზრდების სენსიტიური პორტრეტირებით გამოირჩევა. მისი ცნობილი ფილმებია: „პეკინის ველოსიპედი“, „სამოთხესთან ახლოს“, „მოხეტიელენი“ და „მეოცნებენი შანხაიდან“. მათგან განსხვავებით, ქორწინების თემაზეა ვანის 2008 წლის ფილმი „სიყვარული, რომლისაც გვწამს“.

2010 წელს რეჟისორი ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი გახდა.[3]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვან სიაოშუაი 1966 შანხაიში დაიბადა. კულტურული რევოლუციის პერიოდში არსებული არეულობის გამო მან ცხოვრების პირველი 13 წელი გუიჯოუს პროვინციის დედაქალაქ გუიანში გაატარა. იქ ყოფნის პერიოდში იგი ხატვით დაინტერესდა.[4] 1979 წელს მისი ოჯახი საცხოვრებლად უხანში გადავიდა. ორი წლის შემდეგ, 15 წლის ვანი პეკინში გადავიდა, სადაც ცენტრალურ ხელოვნების აკადემიაში მხატვრობას, შემდეგ კი პეკინის კინოაკადემიაში რეჟისურას სწავლობდა.[1]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეკინის კინოაკადემიის დასრულების შემდეგ, სანამ დამოუკიდებლად მუშაობას დაიწყებდა, ვანი კინოსტუდიაში დასაქმდა. მისი პირველი მხატვრული ფილმი „დღეები“ 1993 წელს გამოვიდა. მასში მთავარ როლებს ვანის მეგობარი მსახიობები ასრულებენ.[1] ფილმმა საზღვარგარეთ წარმატება მოიპოვა, ხოლო ჩინეთის ხელისუფლებისგან უკმაყოფილება დაიმსახურა, რის შედეგადაც 1994 წლის აპრილში ცენზურის მიერ აიკრძალა.[5] რეჟისორმა მომდევნო ფილმი სახელწოდებით „გაყინული“ 1994 წელს გადაიღო, თუმცა 1997 წლამდე ნამუშევარი ეკრანებზე არ გასულა.

ვანმა მესამე ფილმი „სამოთხესთან ახლოს“ 1998 წელს გადაიღო. ფილმი უხანში მყოფი ორი მიგრანტის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც მომღერლის გატაცებაში აღმოჩნდებიან ჩართულნი. ნამუშევარი ცენზურას რამდენჯერმე ემსხვერპლა[6] და საბოლოოდ, წლების შემდეგ ჩინეთის ეკრანებზე შეზღუდულად გამოვიდა.[7] დასავლურ სამყაროში ფილმი შემდეგი სახელწოდებებითაა ცნობილი: „რუანის სიმღერა“ და „გოგონა ვიეტნამიდან“.

1999 წელს რეჟისორის მომდევნო ფილმი – საოჯახო კომედია „სახლი“ – გამოვიდა. მან გადაწყვეტილი ჰქონდა გადაეღო უბრალო ფილმი, რომელიც ცენზურას მარტივად გაივლიდა.[8]

საერთაშორისო წარმატება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვანს საერთაშორისო წარმატება 2001 წელს გადაღებულმა „პეკინის ველოსიპედმა“ მოუტანა. ფილმმა ბერლინის კინოფესტივალზე ჟიურის გრან პრი მიიღო. მრავალი კრიტიკოსი ფილმს ვიტორიო დე სიკას 1948 წლის „ველოსიპედის ქურდებს“ ამსგავსებს.[9][10][11][12]

2003 წელს ვანმა „მოხეტიალენი“ გადაიღო, რომელიც კანის კინოფესტივალზე საკონკურსო ნომინაციაში გავიდა.[13] 2005 წელს რეჟისორის მომდევნო ფილმმა „მეოცნებენი შანხაიდან“ კანის კინოფესტივალზე ჟიურის გრან პრი მიიღო.[14]

2008 წელს ბერლინის კინოფესტივალზე ვანის ფილმის სახელწოდებით „სიყვარული, რომლისაც გვწამს“ პრემიერა შედგა, რომელიც თანამედროვე დრამაა განქორწინებული წყვილის შესახებ. ფილმმა საუკეთესო სცენარის ნომინაციაში ვერცხლის დათვი მიიღო.[15]

2010 წელს რეჟისორი ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი გახდა.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Kochan, Dror (September 2003). "Wang Xiaoshuai". Senses of Cinema. დაარქივებულია ორიგინალიდან 2007-07-03-ში. https://web.archive.org/web/20070703161443/http://www.sensesofcinema.com/contents/directors/03/wang.html. წაკითხვის თარიღი: 2007-07-29.
  2. Erik Bordeleau, “Surviving to Oneself after Tiananmen: Wang Xiaoshuai’ s Frozen (1996)”, Concentric: Literary and Cultural Studies 40(2014): 105–124 (106).
  3. 3.0 3.1 Décoration de Wang Xiaoshuai. French Embassy in China. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-23. ციტირების თარიღი: 2012-05-20.
  4. Li Xiao and Daragh Moller. A Trip Through Wang Xiaoshuai’s Film World. China.org. ციტირების თარიღი: 2007-07-29.
  5. Halligan, Fionnuala (1994-05-30). „In Surprise Move, Ministry Issues Blacklist: A Crackdown on Filmmakers“. The International Herald Tribune. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-12. ციტირების თარიღი: 2008-11-17.
  6. Berry, Michael (2005). "Wang Xiaoshuai: Banned in China" in Speaking in Images: Interviews With Contemporary Chinese Filmmakers, p. 171. ISBN 0-231-13330-8. Google Book Search. Retrieved 2008-11-14.
  7. Berry, 164-65.
  8. Berry, p. 178.
  9. Rose, S. (2002-08-01). „The great fall of China“. The Guardian. ციტირების თარიღი: 2007-04-10.
  10. Sterritt, D. (2002-02-08). „A tale of two boys, one bicycle, reveals Chinese society“. The Christian Science Monitor. ციტირების თარიღი: 2007-04-08.
  11. Thomas, K. (2002-01-25). „Lives Full of Rage in the Brutal Beijing Bicycle“ (PDF). Los Angeles Times. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2006-11-15. ციტირების თარიღი: 2007-04-10.
  12. Wright, Elizabeth (December 2001). "Riding Towards the Future: Wang Xiaoshuai's Beijing Bicycle". Senses of Cinema. დაარქივებულია ორიგინალიდან 2006-12-31-ში. https://web.archive.org/web/20061231065550/http://www.sensesofcinema.com/contents/01/18/beijing_bicycle.html. წაკითხვის თარიღი: 2007-04-10.
  13. Festival de Cannes: Drifters. festival-cannes.com. ციტირების თარიღი: 2009-11-07.
  14. Elley, Derek (2005-05-21). "Cannes wild about 'Child'". Variety. https://www.variety.com/article/VR1117923281.html. წაკითხვის თარიღი: 2008-11-14.
  15. Hickley, Catherine. (2008-02-16) Brazilian Film `Elite Squad' Wins Top Berlin Award. Bloomberg. ციტირების თარიღი: 2008-11-14.