პეკინის კინოაკადემია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
პეკინის კინოაკადემია
Beijing Film Academy.jpg
დაფუძნდა 1950
ტიპი კინოსკოლა
კანცლერი ჩან ჰუი-ჯუნი
სტუდენტი 1 531
ქვეყანა ჩინეთი
პეკინის კინოაკადემია — ჩინეთი
პეკინის კინოაკადემია
www.bfa.edu.cn

პეკინის კინოაკადემია (ჩინ. 北京電影學院) — სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ჩინეთის დედაქალაქ პეკინში. კინოსკოლა კინო და ტელეწარმოების სპეციალობით აზიაში უდიდესი უმაღლესი სასწავლებელია.[1] კინოწარმეობაში არსებული მიღწევებისთვის აკადემიამ საერთაშორისო დონის ცნობადობა მოიპოვა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეკინის კინოაკადემია 1950 წელ წელს. მისი თანდაპირველი სახელწოდება კულტურის სამინისტროს კინობიუროს საშემსრულებლო ხელოვნების ინსტიტუტი იყო. პირველ წელს აკადემიაში 38 სტუდენტი ჩაირიცხა. მომდევნო ხუთი წლის მანძილზე სკოლას სახელი სამჯერ გადაერქვა: 1951 წელს კულტურის სამინისტროს კინობიუროს კინოსკოლა ეწოდა, 1953 წელს – პეკინის კინოსკოლა, ხოლო 1956 წელს – პეკინის კინოაკადემია.

თავდაპირველად კინოაკადემიის შემადგენლობაში ორი სკოლაში შედიოდა, ესენია: ფოტოგრაფიის სკოლა და ანიმაციის სკოლა. 1951 წელს კინოსკოლაში სცენარის განყოფილება დაარსდა.

1950 წლის 14 სექტემბერს კინოაკადემიაში საშემსრულებლო ხელოვნების პირველი საბაკალავრო პროგრამა შეიქმნა, რომელზეც 30 სტუდენტი ჩაირიცხა. მრავალი მათგამი შემდგომში კინოსა და ტელევიზიაში თვალსაჩინო ფიგურა გახდა. 1956 წელს კინოსკოლაში საშემსრულებლო ინსტიტუტი, ხოლო 1959 წელს ხმის ჩამწერი განყოფილება დაარსდა, რომელიც 1960 წელს ინჟინერიის სკოლას შეუერთდა. 1955 წელს აკადემიაში კინო და ტელეწარმოების მენეჯმენტის ორწლიანი კურსი შეიქმნა, რომელიც პირველ წელს 28 სტუდენტმა დაამთავრა. თანდათან კურსის პოპულარობა გაიზარდა, რის შემდეგაც 1987 წელს მენეჯმენტის განყოფილება დაარსდა.

კულტურულმა რევოლუციამ, რომელიც 1966 წელს დაიწყო, ჩინეთის უმაღლეს სასწავლებლებს დიდი სირთულეები მოუტანა. რევოლუციის გამო პეკინის კინოაკადემია უამრავმა პროფესორმა დატოვა, რამაც სწავლის პროცესი გაგრძელება შეაფერხა. 1976 წელს, როცა კულტურული რევოლუცია დასრულდა, კინოსკოლაში ფაკულტეტის საბჭოს წევრების უმრავლესობა დაბრუნდა. აკადემიამ სტუდენტების მიღება 1978 წლიდან განაახლა.

1987 წელს კინოსკოლაში კინოთეორიის საბაკალავრო პროგრამა დაარსდა. 1989 წელს აკადემიის საერთაშორისო სკოლა, ხოლო 1999 წელს ინფორმაციის კვლევის ცენტრი დაარსდა.

2013 წელს კინოაკადემიამ კინოწარმოების ინგლისურენოვანი პროგრამა მიიღო.

სწავლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეკინის კინოაკადემია სტუდენტებს ასოცირებულ, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს, ესენია: კინოთეორია, კინორეჟისურა, კინო და ტელეწარმოება, ფოტოგრაფი, მენეჯმენტი და ა. შ.

სკოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამჟამად, პეკინის კინოაკადემიის შემადგენლობაში ცხრა სკოლა შედის. წარმოგიდგენთ ჩამონათვალს:

  • მენეჯმენტის სკოლა
  • საერთაშორისო სწავლების სკოლა
  • უწყვეტი განათლების სკოლა
  • აუდიო-ვიზუალური ხელოვნებისა და კომუნიკაციის სკოლა
  • ანიმაციის სკოლა
  • ფოტოგრაფიის სკოლა
  • სახვითი ხელოვნების სკოლა
  • ხმის ინჟინერიის სკოლა
  • საშემსრულებლო ხელოვნების სკოლა

ჩარიცხვები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეკინის კინოაკადემიაში ჩარიცხვათა რიცხვი ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. ყოველწლიურად მისაღებ გამოცდებს კინოსკოლაში სწავლის 40 000-ზე მეტი მსურველი აბარებს, თუმცა მათგან ჩარიცხვას მხოლოდ 400-500 სტუდნტი ახერხებს.

გამოჩენილი კურსდამთავრებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეკინის კინოაკადემიის არაერთმა კურდამთავრებულმა კინოსა და ტელევიზიაში გაწეული ღვაწლისთვის არა მარტო ეროვნული, არამედ საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა. კინოსკოლის ღვაწლმოსილ კურსდამთავრებულთა ჩამონათვალი რეჟისორებს, პროდიუსერებს, სცენარისტებსა და მსახიობებს ითვლის.

პეკინის კინოაკადემია ჩინური კინოს მეოთხე, მეხუთე და მეექვსე თაობის რეჟისორთა ალმა-მატერია. მეხუთე თაობის ცნობილ რეჟისორთა შორის არიან ჩენ კაიგე, ჩან იმოუ და ჰუ მეი, ხოლო მეექვსე თაობის თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან ძია ჟანგკე, ჯან იუანი და ვან სიაოშუაი.

პეკინის კინოაკადემიაში სწავლობდა თანამედროვე ჩინური წარმოშობის ამერიკელი რეჟისორი დაიან ენგი, რომელსაც კანისა და ვენეციის კინოფესტივალების ჯილდოები აქვს მიღებული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]