ვალიედუპარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი და მუნიციპალიტეტი
ვალიედუპარი
Valledupar
Valledupar Aire.JPG
დროშა გერბი
Flag of Valledupar.svg Coat of arms of Valledupar.svg

ქვეყანა კოლუმბიის დროშა კოლუმბია
დეპარტამენტი სესარი
კოორდინატები 10°29′00″ ჩ. გ. 73°15′00″ დ. გ. / 10.48333° ჩ. გ. 73.25000° დ. გ. / 10.48333; -73.25000
მერი ლუის ფაბიან ფერნანდესი
ფართობი 4 977,66 კმ²
ცენტრის სიმაღლე 180
მოსახლეობა 423 260 კაცი (2005)
სიმჭიდროვე 85 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-5
სატელეფონო კოდი 57 + 5
საფოსტო ინდექსი 200001–200005
ოფიციალური საიტი valledupar.gov.co
ვალიედუპარი — კოლუმბია
ვალიედუპარი

ვალიედუპარი (ესპ. Valledupar) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი ჩრდილო-აღმოსავლეთ კოლუმბიაში, სესარის დეპარტამენტის დედაქალაქი. 1550 წელს იგი ესპანელმა კონკისტადორმა ერნანდო დე სანტანამ დააარსა. მდებარეობს სიერა-ნევადო-დე-სანტა-მარტასა და სერანია-დელ-პერიხის მთებს შორის, ხეობაში, მდინარე გუატაპურისა და სესარის ნაპირებთან.[1]

ვალიედუპარი რეგიონისა და სესარის დეპარტამენტის მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო და აგრო-სამრეწველო ცენტრია, ყოველწლიურად ქალაქი მასპინძლობს ვალიენატო-ლეგენდის ფესტივალს.

1980-ან, 1990-იან და 2000-იანი წლების დასაწყისში ქალაქი ჩართული იყო კოლუმბიის შეიარაღებულ კონფლიქტში, რამაც მას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.[2]

ვალიედუპარში მდებარეობს კოლუმბიის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და უსაფრთხო ციხეები.[3]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]