ვალერი კოჩაროვი
ვალერი კოჩაროვი (დ. 1949 — გ. 3 მაისი, 2022[1]) — ქართველი მხატვარი და როკ-მუსიკოსი (გიტარისტი, ვოკალისტი).
პროფესიით მხატვარი, კოჩაროვი იყო საქართველოში კინეტიკური ხელოვნების ერთ-ერთი პიონერი. კოჩაროვის აქტიური სასცენო მოღვაწეობა 1970-იან წლების დასაწყისში დაიწყო. კარიერის განმავლობაში იგი სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფის წევრი იყო, მათ შორისაა „კვადრატი“, Cold Flame („ქოულდ ფლეიმ“) და The Blitz („ბლიცი“), რომელიც ცნობილი იყო ორიგინალური კომპოზიციებით (ქართულ და რუსულ ენებზე)[2] და The Beatles-ის ქავერ-ვერსიებით. კოჩაროვის სახელს უკავშირდება The Beatles-ის პოპულარიზაცია საქართველოში. 1989 წელს ლივერპულში, „ბითლზ-ორეულების“ ტრადიციულ კონკურსზე ფესტივალის მთავარი ჯილდო ბრიტანული კვარტეტის საუკეთესო გარეგნული და მუსიკალური მიბაძვისათვის სწორედ ჯგუფ „ბლიცს“ მიენიჭა.[1] კოჩაროვი გარდაიცვალა 2022 წლის 3 მაისს, ინსულტის შედეგად.[3]
ვალერი კოჩაროვის შვილი, ნიკა კოჩაროვი (დ. 1980) ასევე ცნობილი როკ-მუსიკოსი და ჯგუფ Nika Kocharov & Young Georgian Lolitaz-ის ლიდერია.[3]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 გარდაიცვალა ცნობილი მუსიკოსი ვალერი კოჩაროვი. 1tv.ge. 3 მაისი, 2022.
- ↑ Troitsky, A. (1990) Tusovka: who's who in the new Soviet rock culture. London: Omnibus Press, გვ. 3. ISBN 9780711914698.
- ↑ 3.0 3.1 74 წლის ასაკში ქართველი როკ მომღერალი ვალერი კოჩაროვი გარდაიცვალა. „ტაბულა“. 3 მაისი, 2022.