შინაარსზე გადასვლა

ვალერიან პიდმოჰილნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვალერიან პიდმოგილნი
უკრ. Валер'ян Петро́вич Підмоги́льний
დაბადების თარიღი 20 იანვარი (2 თებერვალი), 1901[1]
დაბადების ადგილი Pysarivka[2]
გარდაცვალების თარიღი 3 ნოემბერი, 1937(1937-11-03) (36 წლის)
გარდაცვალების ადგილი სანდარმოხი
დასაფლავებულია სანდარმოხი
ფსევდონიმი Лорд Лістер
საქმიანობა ლექსიკოგრაფი, ენათმეცნიერი, მწერალი და მთარგმნელი
ენა უკრაინული ენა და ფრანგული ენა
მოქალაქეობა  სსრკ
ჟანრი რომანი, მოთხრობა და მოკლე რომანი
Magnum opus ქალაქი
ხელმოწერა

ვალერიან პეტროვიჩ პიდმოგილნი (უკრ: Валер'ян Петрович Підмогильний; დ. 2 თებერვალი, 1901 ― გ. 3 ნოემბერი, 1937) ― უკრაინელი რომანისტი, მთარგმნელი. ცნობილია რეალისტური რომანით „ქალაქი“. სტალინური რეპრესიის მსხვერპლი.

ვალერიან პიდმოგილნი 1901 წლის 2 თებერვალს ეკატერინოსლავის გუბერნიაში (დღევანდელი დნეპროპეტროვსკის ოლქი, უკრაინა) დაიბადა. ფრანგული ენა ადრეულ ასაკშივე ისწავლა და ფრანგული ლიტერატურის არაერთი ნიმუში უკრაინულად თარგმნა, განსაკუთრებით, ანატოლ ფრანსისა და გი დე მოპასანის ნაწარმოებები. 14 წლის ასაკში მისი ოჯახი სოფელ ჩაპლიში გადასახლდა.

1919-1920 წლებში სახალხო განათლების მხატვრული პროპაგანდის განყოფილების მდივნად მუშაობდა. ივან ფრანკოს სახელობის სკოლაში მათემატიკას ასწავლიდა, ხოლო 1920-1921 წლებში პავლოგრადში ასწავლიდა.

1921 წელს კიევში გადავიდა, სადაც წიგნის პალატის ბიბლიოგრაფად მუშაობდა. 1921-1923 წლებში ვორზელში უკრაინულ ენასა და პოლიტიკას ასწავლიდა.

1927 წელს პიდმოგილნის რომანი „ქალაქი“ დაიბეჭდა, რამაც ავტორს პოპულარობა მოუპოვა. ნაწარმოები რუსულ ენაზე ითარგმნა. სტალინური რეპრესიების დროს, საბჭოთა სისტემისადმი დამოკიდებულების გამო პიდმოგილნის ნაწარმოებების დაბეჭდვა უფრო და უფრო გაუჭირდა. 1934 წელს დააპატიმრეს. აბსურდულ ბრალდებებზე ხელის მოწერის შემდეგ სოლოვკის ტყვეთა ბანაკში გაგზავნეს. 1937 წლის 3 ნოემბერს სანდარმოხში დახვრიტეს.[3][4]

რეაბილიტირებულ იქნა 1956 წელს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]