ვალერიან გვილია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვაკო გვილია
Valerian Gvilia 2015.jpg
უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ვალერიან გვილია
დაბადების
თარიღი
24 მაისი, 1994 (1994-05-24) (25 წლის)
დაბადების
ადგილი
ზუგდიდი, საქართველო
სიმაღლე 182 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ლეგია ვარშავა
ნომერი 8
ახალგაზრდული კარიერა
2011–2014 მეტალისტი ხარკოვი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2014–2015 მეტალურგი ზაპოროჟიე 26 (1)
2016 მინსკი 15 (4)
2016–2017 ბატე 23 (5)
2018–2019 ლუცერნი 23 (2)
2019   გორნიკ ზაბრზე 17 (1)
2019– ლეგია ვარშავა 0 (0)
ეროვნული ნაკრები
2015 უკრაინა 21 წლ. 4 (0)
2016 საქართველო 21 წლ. 4 (0)
2016– საქართველო 23 (3)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 3 აპრილი, 2019
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 10 ივნისი, 2019

ვალერიან (ვაკო) გვილია (დ. 24 მაისი, 1994, ზუგდიდი) — ქართველი ფეხბურთელი, თამაშობს შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე. ამჟამად იცავს საფეხბურთო კლუბ „გორნიკის“ ღირსებას.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ზუგდიდში. 16 წლის ასაკში, მას შემდეგ რაც მისი ოჯახი საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა, სინჯებზე მიიწვიეს ხარკოვის „მეტალისტში“. საბუთებთან დაკავშირებული პრობლემების გამო ნახევარი წელი ვერ შეძლო უკრაინაში გამგზავრება, რის გამოც მხოლოდ სეზონის მეორე ნახევარი გაატარა ხარკოვულ გუნდში. 2012 წელს გადავიდა ზაპოროჟიეს „მეტალურგში“,[1] სადაც ჯერ 19 წლამდელთა, შემდეგ კი ახალგაზრდულ გუნდში ითამაშა.[2] უკრაინის უკრაინის პრემიერ-ლიგაში მისი დებიუტი შედგა 2014 წლის 15 აგვისტოს, დნეპროპეტროვსკის „დნიპროს“ წინააღმდეგ.[3] შემდეგი წლის გაზაფხულიან იგი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა.[4] სეზონის დასრულების შემდეგ გვილია წლის აღმოჩენად აღიარეს.[5] 2015 წლის 24 ნოემბერს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ვაკომ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა.[6][7] შეთავაზებები ჰქონდა როგორც ბელარუსული „ბატესგან“,[8] ასევე პორტუგალიის პრიმეირა ლიგის კლუბებისგან,[9] თუმცა საბოლოოდ ტრანსფერი არ შედგა და ერთ წლიანი კონტრაქტი გააფორმა საფეხბურთო კლუბ „მინსკთან“, კონტრაქტში არის პუნქტი - თუ ზაფხულში ოფიციალური შემოთავაზება ექნება, კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვებს.[10]

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის ივნისში სერგეი კოვალცევმა გვილია უკრაინის 21 წლამდელთა ნაკრებში მიიწვია. პირველი მატჩი ვაკომ ვალერი ლობანოვსკის სახელობის ტურნირზე ჩაატარა,[11] სადაც ყვითელ-ლურჯები პანალტების სერიაში დამარცხდა სლოვენიელ თანატოლებთან. ტურნირის შემდეგ უკრაინის ახალგაზრდული ნაკრები გაემგზავრა ავსტრიაში, სადაც 2 ამხანაგური მატჩი დათმო ჩეხეთთან.[12][13] გვილიას ჯამში ოთხი მატჩი აქვს ჩატარებული უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში. მეტალურგის დატოვების შემდეგ ვაკომ გადაწყვიტა საქართველოს მოალაქეობა დაებრუნებინა.[14][15] საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ, 2016 წლის 28 მარტს, უკრაინელ თანატოლებთან გასამართი მატჩისთვის ვაკოც გამოიძახა.[16]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Валериане Гвилия: «Хочется вернуть праздник на трибуны нашего стадиона». ФК «Металлург» Запорожье (2015-06-12). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2015-08-02.
  2. უცნობი ქართველი უკრაინაში: ჯერ ახალგაზრდულ ნაკრებში მოხვედრაზე ვოცნებობ, საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge“, 8 მარტი, 2015.
  3. Гвилия дебютировал в составе первой команды «Металлурга». ФК «Металлург» Запорожье (2014-08-16). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2015-08-02.
  4. Поздравляем, Вако!. ФК «Металлург» Запорожье (2015-05-24). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2015-08-02.
  5. ვაკო გვილია ზაპოროჟიეს "მეტალურგის" "წლის აღმოჩენად" აღიარეს, საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge“, 2 ივლისი, 2015.
  6. Гвилия и Жураховский покидают «Металлург». ФК «Металлург» Запорожье (2015-11-24).
  7. ვაკო გვილიამ ზაპოროჟიეს "მეტალურგთან" კონტრაქტი გაწყვიტა, საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge“, 24 ნოემბერი, 2015.
  8. ვაკო გვილია: ყველას მოტყუება შეიძლება, მაგრამ ღმერთს ვერ მოატყუებ!, საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge“, 12 თებერვალი, 2016.
  9. ისეთი ვარიანტია, რაზეც ვოცნებობდი! - ვაკო გვილიას პორტუგალიაში იწვევენ, საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge“, 22 დეკემბერი, 2015.
  10. ვაკო გვილია "მინსკის" ღირსებას 24-ნომრიანი მაისურით დაიცავს, საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge“, 15 მარტი, 2016.
  11. Молодёжная сборная Украины: заявка на Мемориал Лобановского. ФФУ (2015-05-27). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2015-08-01.
  12. Молодёжная сборная Украины крупно уступила чехам. ФФУ (2015-06-07). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2015-08-02.
  13. Молодёжная сборная Украины вновь уступила чехам. По материалам официального сайта Федерации футбола Чехии (2015-06-09). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2015-08-02.
  14. ვაკო გვილია: ახალ გუნდში მისვლა საქართველოს პასპორტით მსურს, საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge“, 26 ნოემბერი, 2015.
  15. ვაკო გვილია: საქართველოს მოქალაქეობა? პროცედურები უკვე დავიწყე!, საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge“, 6 დეკემბერი, 2015.
  16. U21. გია გეგუჩაძემ უკრაინისთვის ბუდუ ზივზივაძეს და ვაკო გვილიას უხმო, საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge“, 25 მარტი, 2016.