ვაკო კირკიტაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვაკო კირკიტაძე — ქართველი კინოპროდიუსერი და რეჟისორი. დაიბადა ცნობილი ქართველი ხელოვანების ოჯახში, 1989 წელს. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, სადაც გადაიღო რამდენიმე ფილმი, მათ შორის „სექტემბერი“, რომელიც ნომინირებული იყო სტუდენტურ ოსკარზე. ფილმის წარმატებული საფესტივალო ჩვენებების შემდეგ სწავლა განაგრძო ნიუ-იორკის უნივერსიტეტში, სადაც გადაიღო ფილმი „ოჯახი“, რომელმაც ნიუ-იორკის ფესტივალზე მოიპოვა საუკეთესო ფილმის ჯილდო. სწავლის პერიოდში მუშაობდა კომპანიებში Sony Pictures Entertainment და HBO. 2013 წელს დააარსა კინო საპროდიუსერო კომპანია Film Asylum და აწარმოებს ფილმებს, სერიალებს და რეკლამებს.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2009: „სექტემბერი“
  • 2012: „რეზუს უარყოფითი“
  • 2012: „ამერიკა ოთახიდან“
  • 2013: „უცნაური გამოფენა“
  • 2014: „ფეხშიშველი“
  • 2014: „ოჯახი“
  • 2015: „გოგონა საწამლავით“
  • 2019: „გაბანა“
  • 2021: „ბათუმს და ყველა ტბილ მოგონებას“
  • 2021: „მეხდარტყმული“
  • 2022: „ზამთრის დეპრესია“[1]
  • 2023: „უხერხემლო“
  • 2023: „იხვებზე ნადირობა“
  • 2023: „ზამთრის პირის სევდა“
  • 2023: „ბოლო სეზონი“

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]