ვაზის რქა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვაზის რქავაზის ერთწლიანი, გახევებული ნაწილი. შედგება მუხლებისა და მუხლთშორისებისაგან. მუხლებზე ივითარებს ფოთოლს, კვირტსა და პწკალს. აქვს დამახასიათებელი ფერი, რომელიც ჯიშების მიხედვით იცვლება ღია მოყვითალო-ყავისფრიდან მუქ მოწითალო-ყავისფრამდე. გახევებული რქის გადაღუნვისას კანი ადვილად სკდება. ქართული წესით ვაზის სხვლის დროს 6-12 კვირტზე გასხლულ რქას ეწოდება სანაყოფე რქა, 2–3 კვირტზე გასხლულს — სამამულე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]