ეწრის გვიმრა
იერსახე
| ეწრის გვიმრა | ||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| ||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||||
| Pteridium aquilinum (L.) Kuhn, 1879 | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ეწერის გვიმრა (ლათ. Pteridium aquilinum) — მრავალწლოვანი სპოროვანი, ფესურიანი მცენარე გვიმრისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 2 მ აღემატება. ფოთოლი ფრთისებრ დანაკვთული აქვს, მრავლდება ფესურითა და სპორებით.
გავრცელებულია უმეტესად დასავლეთ საქართველოს ტყის ზონაში, ზღვის დონიდან 1800 მ-მდე. ჭარბტენიან ადგილებს ვერ ეგუება. ძნელად მოსასპობი სარეველაა, ასარევლიანებს პლანტაციებსა და ნათესებს.
მის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა ნიადაგის ღრმად დამუშავება და ფესურების ამოკრეფა. იყენებენ ქიმიურ მეთოდსაც.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქეშელაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 260.