შინაარსზე გადასვლა

ეჩერი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადმინისტრაციული რაიონი
ეჩერი
Ecser
გერბი

ქვეყანა უნგრეთის დროშა უნგრეთი
ადმინისტრაციული რაიონი პეშტი
კოორდინატები 47°26′39″ ჩ. გ. 19°19′34″ ა. გ. / 47.44417° ჩ. გ. 19.32611° ა. გ. / 47.44417; 19.32611
პირველი ხსენება 1315
ფართობი 13,1 კმ²
მოსახლეობა 3 252 კაცი
სიმჭიდროვე 248,05 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა უნგრელები, სლოვაკური
უმცირესობა
სასაათო სარტყელი UTC+1
სატელეფონო კოდი 29
საფოსტო ინდექსი 2233
ოფიციალური საიტი ecser.hu
ეჩერი — უნგრეთი
ეჩერი
ეჩერი — პეშტი
ეჩერი

ეჩერი (უნგრ. Ecser) ადგილია პეშტის ადმინისტრაციულ რაიონში, უნგრეთი, ბუდაპეშტის მახლობლად.

ტოპონიმი ეჩერი სლოვაკურად ფონეტიკურად (Ečer) გადაიტანება, იმის გამო, რომ ამ რაიონში საკმაოდ მოზრდილი სლოვაკური უმცირესობა ცხოვრობს. დასახლება ბუდაპეშტის სამხრეთაღმოსავლეთში, საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად მდებარეობს. მეზობელი დასახლებები არის მაგლოდი, ვეჩესი, გიომრო და ულო. იქვე, დასახლებასთან ავტოსტრადა და სარკინიგზო ხაზი (ბუდაპეშტი–უისასი-სოლნოკი) გადის.

მიუხედავად იმისა, რომ ეჩერი 896 წლიდან არსებობს, ანუ იმ დროიდან უნგრელები საერთოდ ამ მიწაზე მოსულან, წერილობით ძეგლებში ეს დასახლება პირველად მაინც 1315 წლის 15 დეკემბერს მოიხსენიება. ერთ–ერთი ლეგენდის მიხედვით, ამ დასახლების სახელი უნგრელ ტომთა მეთაურ არპადს უკავშირდება; ის ერთხელ აქ შეჩერებულა, შეუსვენია და ადგილის სახელი უკითხავს. ადგილობრივთ ვერაფერი პასუხი გაუციათ, არპადს კი უთქვამთ, რახან ასეა, "ჩერი" ერქვასო, რაც უნგრულად (cser) მუხას ნიშნავს.

თურქთა ბატონობის დროს (1526-1686) ეჩერი დაცარიელებულა. პირველმოსახლენი აქ მხოლოდ 1699 წლიდან ჩნდებიან ისევ. (1703-1711) წლებში რაკოცის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში 11 ეჩერელ ჯარისკაცს მიუღია მონაწილეობა. 1700 წლიდან კი აქ გრაფ ანტალ გრასალკოვიჩი დაფუძნებულა, როგორც ეჩერის ადგილმეპატრონე.

საყურადღებო დეტალები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადგილის მთავარი ღირსშესანიშნაობაა 1740 წელს აგებული კათოლიკური ეკლესია.

ადგილის მცხოვრებთ აქვთ საკუთარი ხალხური ცეკვა, რომელსაც „ეჩერული ქორწილი“ (Ecseri lakodalmas) ჰქვია.

ეკლესიის გერბზე გამოსახულია ადგილის სიმბოლო მუხა და „ეჩერული ქორწილი“.

პარტნიორი ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ეჩერი“-დან