ეშ-შარკია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეშ-შარკია
الشرقية
Ash Sharqiyah in Saudi Arabia.svg
ქვეყანა საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი
მოიცავს 11 ქალაქს
ადმინისტრაციული ცენტრი დამამი
მეთაური საუდ ბინ ნაიეფი
ოფიციალური ენები არაბული
მოსახლეობა (2010) 4,105,780 კაცი
სიმჭიდროვე 6.1 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა არაბები
რელიგია უმეტოსობა სუნიტი, ისევე შიიტები.
ფართობი 672,522 კმ²
კოდი ISO 3166-2 04

აღმოსავლეთი პროვინცია (არაბ. الشرقية‎‎ ash-Sharqīyah ) — საუდის არაბეთის უდიდესი პროვინცია. პროვინციის დედაქალაქია ქალაქი დამამი, სადაც პროვინციის მოსახლეობის უმეტესობა ცხოვრობს და განთავსებულია მთავრობა. პროვინციის ახლანდელი მმართველია საუდის რაბეთის პრინცი საუდ ბინ ნაიეფი.

აღმოსავლეთ პროვინციაზე მოდის საუდის არაბეთის ნავთობის წარმოების უდიდესი წილი. პროვინციაში მდებარეობს ასევე ქალაქი ელ-ჯუბაილი, რომელიც არის ქიმიური წარმოების ცენტრი. მისი სპარსეთის ყურეში მდებარეობის გამო ელ-ჯუბაილი ასევე ტურისტული ცენტრიცაა. ტურისტების უმეტესობა არიან სპარსეთის ყურის გარშემო არსებული სახელმწიფოებიდან.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრე-ისლამური პერიოდიდან 1521 წელს ოსმალოების მიერ დაპყრობამდე რეგიონს ეწოდებოდა ბაჰრეინი. ოსმალების მმართველობის დროს მთელი რეგიონი ცნობილი იყო როგორც ელ-ჰასა. ოსმალეთის იმპერიის დაშლის შემდეგ რეგიონს დაეპატრონა საუდების დინასტია. ბევრ არაბულ საისტორიო წიგნში რეგიონი მოხსენიებულია როგორც ქატიფი და ჰასა(الأحساء و القطيف), რადგან რეგიონის ყველაზე ცნობილი ანტიკური ქალაქებია: ელ-ქატიფი და ელ-ჰასა. დანარჩენი ქალაქების უმეტესობა აშენებულია XX საუკუნეში, მათ შორის დედაქალაქი დამამი და ხობარი.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობის 4.1 მილიონიდან 1.2 მილიონი არის უცხოელი, რაც სრული მოსახლეობის 29%-ს შეადგენს.[1] მოსახლეობის უმეტესობა წარმოადგენს სუნიტს, ხოლო უმცირესობა არის შიიტს რომლებიც ძირითადად ცხოვრობენ ელ-ქატიფში.

გუბერნატორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უმსხვილესი ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Riyadh most populous Saudi city, Makkah most populous province. Arab News. წაკითხვის თარიღი: 2014-04-17.