შინაარსზე გადასვლა

ეშმოლის ხელოვნებისა და არქიტექტურის მუზეუმი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეშმოლის ხელოვნებისა და არქიტექტურის მუზეუმი

მუზეუმი 2014 წელს
დაარსდა 1683 წ.
ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
მდებარეობა დიდი ბრიტანეთი, ინგლისი, ოქსფორდი, ბომონტის ქუჩა
კლასიფიკაცია უნივერსიტეტის ხელოვნებისა და არქეოლოგიის მუზეუმი
ვიზიტორები 930,669 (2019) [1]
დირექტორი ალექსანდრე სტურგისი

ეშმოლის ხელოვნებისა და არქიტექტურის მუზეუმი ან ეშმოლის მუზეუმი [2] (ინგლ. Ashmolean Museum of Art and Archaeology ან Ashmolean Museum) - არქიტექტურის და ხელოვნების მუზეუმში ინგლისში, ოქსფორდში. მსოფლიოში მეორე უნივერსიტეტის დაქვემდებარებული მუზეუმი (პირველი 1661 წელს გახსნილი ბაზელის ხელოვნების მუზეუმია [3]) და დიდი ბრიტანეთის უძველესი მუზეუმი.[4] მუზეუმი ოქსფორდის უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი ოთხი მუზეუმისგან ერთ-ერთია.

მუზეუმის სახელი უკავშირდება ელიას ეშმოლს - ინგლისელ მეანტიკვარეს, ასტროლოგს და ალქიმიკოსს. მან მოგზაურებისგან, მებაღეებისგან და კოლექციონერებისგან (მათ შორის გამოირჩეოდა ეშმოლის მეგობარი ჯობ ტრადისკანტი და მისი მამა) იშვიათობების კოლექცია შეაგროვა. მასში შედიოდა ძველი მონეტები, წიგნები, რელიეფები,ზოოლოგიური და გეოლოგიური აღმონაჩენები. კოლექციის გამორჩეული ექსპონატი ბოლო ევროპაში ნანახი დოდო იყო, თუმცა 1765 წლისთვის ის ცუდ კონდიციაში იყო და საბოლოოდ განადგურდა, შემორჩა მხოლოდ ფტინველის თავი და ერთი კლანჭი.[5] 1677 წელს ეშმოლმა კოლექცია ოქსფორდის უნივერსიტეტს გადასცა.

1678 დაიწყოკოლექციისთვის ცალკე შენობის აგება. თავდაპირველი შენობის დიზაინს ხშირად სერ კრისტოფერ რენს ან თომას ვუდს მიაწერენ. მშენებლობა 1683 წელს დასრულდა და იმავე წლის 10 მაისს მუზეუმის ოფიციალური გახსნა მოხდა. შენობა მდებარეობდა ბროუდის ქუჩაზე, რომელსაც შემდგომში ძველი ეშმოლის ქუჩა დაერქვა. მუზეუმის პირველი ზედამხედველი ნატურალისტი რობერტ პლოტი გახდა.

XVIII საუკუნის განმავლობაში მუზეუმი ძირითადად ბუნებისმეტყველების დარგის კვლევებისთვის გამოიყენებოდა. ხელოვნების და არქიტექტორის მუზეუმად ის მხოლოდ XIX საუკუნეში იქცა.

XIX საუკუნეში მუზეუმი ახალ, დღევანდელ შენობაში გადავიდა. მშენებლობა მიმდინარეონდა 1841-1845 წლებში. "უნივერსიტეტის გალეღეის" სახელით დაგეგმილი ახალი შენობა ბომონტის ქუჩაზე აიგო ნეოკლასიკურ სტილში არქიტექტორ ჩარლზ კოკერელის მიერ.[6]

მუზეუმის დღევანდელ იერსახეზე დიდწილად პასუხისმგებელია სერ ართურ ევანზი, რომელიც 1884-1907 წლებში მუზეუმის ხელმძღვანელი იყო. მან აღმოაჩინა, რომ წინა ზედამხედველებმა კოლექცია დიდწილად გააფუჭეს ჩარლზ დრერი ედვარდ ფორტნუმმა მუზეუმს თავისი კოლექციის გადმოცემა შესთავაზა იმ პირობით, რომ ის უკეთეს პირობებში შეინახებოდა. მან მუზეუმს 10,000 გირვანქა სტერლინგი გადასცა (2021 წლის კურდით დაახ. მილიონი გირვანქა სტერლინგი) ამ ფულმა ევანზს საშუალება მისცა გაეფართოვებინა მუზეუმი და გაეუმჯობესებინა კოლექციის შენახვის პირობები.

XX საუკუნის დასაწყისში მუზეუმი საბოლოოდ ხელოვნების და არქიტექტურის მუზეუმად იქცა, ბევრი ექსპონატი სხვა მუზეუმებში განაწილდა. 1999 წელს.. საახალწლო ღამის ფეირვერკების დროს მოპარული იყო პოლ სეზანის 3 მილიონ გირვანქა სტერლინგად დაფასებული ტილო.[7] იმ ღამეს არც ერთი სხვა ტილო მოპარული არ იყო. ტილო დღემდე დაკარგულია.

მუზეუმი ხელოვნებაზე და არქიტექტირაზე სპეციალიზირდება და ინახავს ინგლისური ვერცხლის, პრე-რაფაელიტური ფერწერის და მაიოლიკის უდიდეს კოლექციას. არქიტექტურის დეპარტამენტი ინახავს ბერძნულ და მინოსულ თიხის ჭურჭელს, სიძველეებს ძველი ეგვიპტიდან და სუდანიდან - მუზეუმში განთავსებულია გრიფითის ეგვიპტოლოგიური ინსტიტუტი. ფერწერის კოლექცია მოიცავს, სხვებთან ერთად, ლეონარდო და ვინჩის, მიქელანჯელოს და რაფაელის ნამუშევრებს.

2000 წელს მუზეუმის შესასვლელში ძირითად სტრუქტურაში ნაწილობრივ ინტეგრირებული ჩინური ხელოვნების გალერეა ამოქმედდა. შემდგომი განახლებების დროს მხოლოდ ეს გალერეა დარჩა შეუცვლელად. გალერეაში წარმოდგენილია როგორც ეშმოლის საკუთარი კოლექცია, ასევე თანამედროვე ჩინელი მხატვრების დროებითი გამოფენები. ეს ჩინური მხატვრობის ერთადერთი გალერეაა ბრიტანეთში.[8]

ბოლო ათწლეულებში მუზეუმს დაემატა რამდენიმე ოთახი. ამოქმედდა კაფე და სუვენირების მაღაზია.[9]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. https://www.alva.org.uk/details.cfm?p=423
  2. https://www.collinsdictionary.com/dictionary/english/ashmolean-museum
  3. https://kunstmuseumbasel.ch/en/collection/history
  4. MacGregor, A. (2001). The Ashmolean Museum. A brief history of the museum and its collections. Ashmolean Museum & Jonathan Horne
  5. Bryson, Bill (2003). A Short History of Nearly Everything (1st ed.). New York, New York: Broadway Books, Random House, Inc. p. 470. ISBN 0-7679-0818-X
  6. Alden's Oxford Guide. Oxford: Alden & Company. 1946. p. 105
  7. https://www.fbi.gov/about-us/investigate/vc_majorthefts/arttheft/cezanne
  8. https://web.archive.org/web/20140527221055/http://www.vhh.co.uk/projects/ash.htm
  9. https://www.ashmolean.org/cafe-and-restaurant