ეშმაკის განმდევნელი (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეშმაკის განმდევნელი
რეჟისორი უილიამ ფრიდკინი
პროდიუსერი უილიამ პიტერ ბლეტი
სცენარის ავტორი უილიამ პიტერ ბლეტი
როლებში ლინდა ბლერი
ელენ ბიურსტინი
მაქს ფონ სიუდოვი
ჯეისონ მილერი
ლი ჯ. კობი
მერსედეს მაკ-კემბრიჯი (მხოლოდ ხმა)
კომპოზიტორი ჯეკ ნიცშე
დისტრიბუტორი Warner Bros.
გამოსვლის თარიღი 26 დეკემბერი, 1973
ხანგრძლივობა 122 წთ.
132 წთ. (სარეჟისორო ვერსია)
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ

„ეშმაკის განმდევნელი“, აგრეთვე ცნობილია როგორც „ეგზორცისტი“ (ინგლ. The Exorcist) — 1973 წლის ამერიკული ზებუნებრივი საშინელებათა ფილმი, რომლის რეჟისორია უილიამ ფრიდკინი. ფილმი წარმოადგენს უილიამ პიტერ ბლეტის ამავე სახელწოდების რომანის ადაპტაციას. იგი IMDb-ის 250 საუკეთესო ფილმთა შორის არის მოხსენებული.

ფილმი მოგვითხრობს 12 წლის გოგონას რიგან მაკნილის ისტორიას, რომელიც განიცდის უცნაურ შეტევებს. დედამისი მას ექიმთან დაიწყვანს, თუმცა უშედეგოდ. სპეციალურად მოწვეული მღვდელი კი ფიქრობს, რომ გოგონა ეშმაკითაა შეპყრობილი.

ფილმში მონაწილეობენ ლინდა ბლერი, ელენ ბიურსტინი, მაქს ფონ სიუდოვი, ჯეისონ მილერი, ლი ჯ. კობი და მერსედეს მაკ-კემბრიჯი (მხოლოდ ხმა). „ეშმაკის განმდევნელი“ 1960-1970 წლებში წარმოებული ციკლიდან „დემონური ბავშვის“ ერთ-ერთი ნაწილია ფილმებთან „როზმარის ბავშვი“ და „ომენთან“ ერთად.

ფილმი წარმოებულია Warner Bros.-ის მიერ და მისი პრემიერა აშშ-ში შედგა 1973 წლის 26 დეკემბერს. იგი ნომინირებული იყო ოსკარზე 10 ნომინაციაში, რომელთაგან გაიმარჯვა მხოლოდ 2 ნომინაციაში: საუკეთესო ხმისთვის და საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის და ოსკარი საუკეთესო სურათისთვის დაუთმო ფილმს „აფერა“. ფილმის ბიუჯეტმა 12 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო საერთო შემოსავალმა დაახლოებით 441 მილიონს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ „ეშმაკის განმდევნელი“ არის პირველი საშინელებათა ფილმი, რომელიც ნომინირებული იყო ოსკარზე ნომინაციაში საუკეთესო სურათი.

„ეშმაკის განმდევნელმა“ დიდი გავლენა მოახდინა მასობრივ კულტურაზე. ჟურნალმა Entertainment Weekly, საიტმა Movies.com-მა და ტელეარხმა AMC „ეშმაკის განმდევნელი“ დაასახელა ყველა დროის უსაშინლეს ფილმად 2006 წელს. 2010 წელს კონგრესის ბიბლიოთეკამ ფილმი შეიყვანა ფილმების ეროვნულ რეესტრში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]