ექვსგუმბათიანი სინაგოგა
ექვსგუმბათიანი სინაგოგა აზერ. Altı günbəz sinaqoqu | |
---|---|
![]() | |
მდებარეობა | ყირმიზი-ქასაბა, ყუბის რაიონი, აზერბაიჯანი |
არქიტექტორი | გილელ ბენ ხაიმი |
ტიპი | იუდაიზმი |
სტილი | აღმოსავლური |
თარიღდება | 1888 |
ექვსგუმბათიანი სინაგოგა (აზერ. Altı günbəz sinaqoqu) — სინაგოგა აზერბაიჯანში, ყუბის რაიონის სოფელ ყირმიზი-ქასაბაში. აგებულია XIХ საუკუნის ბოლოს. ანალოგიური სინაგოგა სტამბოლშიც მოქმედებს. სინაგოგა იყო რელიგიური მიმდევრობის ცენტრი. ამჟამად სინაგოგა გახსნილია მიღებისათვის.[1]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ექვსგუმბათიანი სინაგოგა აშენდა 1888 წელს გილელ ბენ ხაიმას პროექტის მიხედვით. ნაგებობა აღიმართა მთიელი ებრაელი ქვისმთლელი ჯილიადისა და მისი ამხანაგების მიერ.[2] ნაგებობის არქიტექტურას აქვს აღმოსავლური სტილი. სინაგოგა წარმოადგენს გილგატის კვარტლის ექვსდღიანი მიგრირების სიმბოლოს სოფელ გილიადუზიდან ყუბის ხანის ჰუსეინალი ხანის ნებართვით. ნაგებობას აქვს 14 ძირითადი სარკმელი. მთავარი სამლოცველო დარბაზის კედლების სიმაღლე 7 მეტრია.[3]
დიდი ხნის განმავლობაში ნაგებობა გამოიყენებოდა როგორც საწყობი, შემდგომ — როგორც სამკერვალო საამქრო. აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ სამლოცველო სახლი დაუბრუნდა მოსახლეობას. 1995 წელს, ყირმიზი-ქასაბს გამორჩეული წარმომადგენლების, მარდახაი აბრამოვისა და სემიონ ნისანოვის ინიციატივით, დაიწყო ნაგებობის რესტავრაცია, რომელიც გაგრძელდა 2000 წლის ოქტომბრამდე. 2001 წლის 11 ოქტომბერს ყირმიზი-ქასაბის ებრაელმა მოსახლეობამ იზეიმა ექვსგუმბათიანი სინაგოგის აღდგენა. მაგრამ სრული რესტავრაცია დასრულდა 2005 წელს.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ КАВКАЗСКИЙ ЕРУШАЛАИМ. lechaim.ru. ციტირების თარიღი: 2018-08-07.
- ↑ 2.0 2.1 „Архитектурная достопримечательность – синагога в Красной Слободе“. STMEGI. ციტირების თარიღი: 2018-08-07.
- ↑ Qırmızı qəsəbə “Altı günbəz” sinaqoqu. scwra.gov.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-25. ციტირების თარიღი: 2018-08-07.