ეტრუსკული ხელოვნება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეტრუსკელი მუსიკოსის ფრესკა, ტარკვინია.
ფრთიანი ცხენები აღკაზმულობით, ტერაკოტა, ფრაგმენტი ტაძრის ტიმპანიდან, ელინისტური ხანის ეტრუსკული ხელოვნება, ტარკინიის ეროვნული მუზეუმი.

ეტრუსკული ხელოვნება მოიცავს ძვ. წ. IX–II საუკუნეებს.

ჩვენამდე მოღწეული ეტრუსკული არტეფაქტები ძირითადად სამარხებშია აღმოჩენილი. ეტრუსკული ხელოვნების ხასიათი მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა რელიგიამ, რომელშიც დიდი ადგილი ეჭირა მიცვალებულის კულტს და წარმოდგენებს იმქვეყნიურ სამყაროზე. ეტრუსკული მიწისქვეშა თუ მიწის ზედა სამარხები მდიდარია კედლის მხატვრობის, ქანდაკებისა და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია მიცვალებულთა გამოსახულებები – ტერაკოტას და ბრინჯაოს ფიგურები და ბიუსტები, რომელიც სარკოფაგებს ამკობს. ამ ტრადიციის საფუძველზე განვითარდა სკულპტურული პორტრეტი, რომელიც ეტრუსკულ ხელოვნებაში პირობითი, სქემატური სახეებით იყო წარმოდგენილი.

პორტრეტის თემისადმი ინტერესი ძველმა რომმა მემკვიდრეობით ეტრუსკებისგან მიიღო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.