ესპანეთის არმია
იერსახე
| Ejército de Tierra ესპანეთის არმია | |
|---|---|
ესპანეთის არმიის გერბი | |
| აქტიური | მე-15 საუკუნე |
| ქვეყანა | |
| შემადგენლობა | ესპანეთის შეიარაღებული ძალები |
| რაოდენობა | 85 978 (2022) |
| საფრენი აპარატები | |
| მოიერიშე | Tiger |
| სავარჯიშო | Colibrí |
| სატრანსპორტო | Chinook, Cougar |
ესპანეთის არმია (ესპ. Ejército de Tierra de España) — ესპანეთის სახმელეთო ძალები, ესპანეთის შეიარაღებული ძალების შემადგენელი ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია სახმელეთო სამხედრო ოპერაციებზე. ეს არის ერთ-ერთი უძველესი მოქმედი არმია, რომლის ისტორიაც მე-15 საუკუნიდან იწყება. ესპანეთის სახმელეთო ძალების შტაბ-ბინა მადრიდში, ბუენავისტას სასახლეში მდებარეობს. მისი უმაღლესი მხედართმთავარია ესპანეთის მეფე ფილიპე VI.